„გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 18 მაისის № 13446 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 18 მაისის № 13446 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 31086
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 15/10/2020
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/10/2020
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016589
31086
15/10/2020
ვებგვერდი, 20/10/2020
000000000.00.00.016589
„გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 18 მაისის № 13446 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
შემოსავლების სამსახური
შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება 31086

2020 წლის 15 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ” მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების:

ა) მე-2 მუხლის:

ა.ა) მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) პირის მიერ, რომელიც იხდის ექსპორტისა და იმპორტის გადასახდელებს, საბაჟო პროცედურების/რეექსპორტის განხორციელება;“;

ა.ბ) მე-4 პუნქტის:

ა.ბ.ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საგადასახადო/საბაჟო ორგანოს მიერ გაფორმებული დასკვნები (მათ შორის, საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის განხორციელებისას წარმოშობილი ვალდებულებების შესრულების და გადასახადის გადახდის ვადების გაგრძელების შესახებ დასკვნები);“;

ა.ბ.ბ.) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) საქართველოს საგადასახადო ან/და საბაჟო კოდექსის დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად გადასახადის ან/და სანქციის თანხის ჩამოწერის თაობაზე საგადასახადო ან/და საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილება.“;

ა.გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. გადასახადის თანხების დარიცხვა გულისხმობს საგადასახადო/საბაჟო ორგანოს მიერ კონკრეტულ საგადასახადო პერიოდისთვის გადასახადის გადამხდელის კუთვნილი საგადასახადო ვალდებულებების თანხების აღრიცხვას და ასახვას მის პირადი აღრიცხვის ბარათზე. საგადასახადო ან/და საბაჟო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.“;

ბ) მე-3 მუხლის:

ბ.ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ბარათებზე საგადასახადო ვალდებულების დარიცხვა ხორციელდება საგადასახადო/საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი ვადების მიხედვით.

2. საგადასახადო ვალდებულების მიხედვით გადახდილი თანხები აღირიცხება მათი გადახდის მიხედვით. გადასახადის გადახდის დღედ ითვლება გადასახადის თანხის ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე ჩარიცხვის დღე, თუ საქართველოს საგადასახადო ან/და საბაჟო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, შესაბამისად ამ თარიღის მიხედვით ხდება ბარათზე გადახდის ვადის ასახვა.“.

ბ.ბ) მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) თუ საგადასახადო ან/და საბაჟო კოდექსით გადასახადის გადახდისათვის დაწესებულია ვადა – ამ ვადაში;“;

ბ.გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. გადასახადის გადამხდელთა მიერ საბაჟო პროცედურების/რეექსპორტის განხორციელების შედეგად წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების ბარათზე დარიცხვის/გადახდის ვადები განისაზღვრება საქართველოს საბაჟო კოდექსის, საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და „საქართველოს საბაჟო ტრიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით“ დამტკიცებული „საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისა და საქონლის მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №12) შესაბამისად.“;

ბ.დ) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

ბ.ე) მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. საბაჟო პროცედურების/რეექსპორტის განხორციელების შედეგად წარმოქმნილი ვალდებულებები და განხორციელებული ოპერაციები ბარათზე აისახება 2007 წლის 1 იანვრიდან.

7. გადასახადის გადამხდელის მიერ 2007 წლამდე პერიოდის მიხედვით განხორციელებული საბაჟო პროცედურების/რეექსპორტის განხორციელების შედეგად წარმოქმნილი ვალდებულებების შესახებ დაზუსტებული (შესწორებული) მონაცემების წარდგენის შემთხვევაში, შესაბამისი საგადასახადო/საბაჟო ორგანოს უფროსის/მოადგილის მიერ გამოცემული მოტივირებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელის ვალდებულება მცირდება ან იზრდება. შესწორებული (დაზუსტებული) მონაცემები გადაიტანება ბარათზე. გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს გაასაჩივროს ეს გადაწყვეტილება საქართველოს საგადასახადო ან/და საბაჟო კოდექსით დადგენილი წესით.“;

ბ.ვ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ბარათზე აღურიცხავი ან/და არასწორად აღრიცხული მონაცემების გამოვლენის შემთხვევაში, საგადასახადო/საბაჟო ორგანო ახორციელებს ბარათზე ადრე დაფიქსირებული მონაცემების კორექტირებას შესაბამისი საგადასახადო/საბაჟო ორგანოს უფროსის/მოადგილის მიერ გამოცემული მოტივირებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე. გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს გაასაჩივროს ეს გადაწყვეტილება საქართველოს საგადასახადო ან/და საბაჟო კოდექსით დადგენილი წესით.“.

ბ.ზ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. გადასახადის გადამხდელთა მიერ საბაჟო პროცედურების/რეექსპორტის განხორციელების დროს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით დეპოზიტის გამოყენების შემთხვევაში:

ა) საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის განხორციელებით წარმოშობილი ვალდებულების დაფარვა სადეპოზიტო ანგარიშიდან ხორციელდება ვალდებული პირის მიერ საბაჟო ორგანოში წარდგენილი განაცხადის საფუძველზე;

ბ) საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილებით წარმოშობილი ვალდებულების დაფარვა ხორციელდება დეპოზიტის განმკარგავი საბაჟო ორგანოს წერილობითი მომართვის საფუძველზე;

გ) განვლილი პერიოდის ვალდებულების დასაფარად განკუთვნილი თანხები, რომელთა გადატანა სადეპოზიტო ანგარიშიდან არ განხორციელებულა, ექვემდებარება ბიუჯეტში გადატანას ხარვეზის გამოვლენის თარიღიდან;

დ) სადეპოზიტო ანგარიშიდან სახელმწიფო ბიუჯეტში თანხის დაგვიანებით გადატანით გამოწვეული საურავი ექვემდებარება შემცირებას.“;

ბ.თ) 24-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რდაქციით:

„24. საგადასახადო შემოწმების/საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის მასალების განხილვის შედეგებზე, ან საგადასახადო/საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებზე გადასახადების ან/და საგადასახადო/საბაჟო სანქციების თანხების დარიცხვის შესახებ საგადასახადო/საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელს, ,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად, წარედგინება საგადასახადო მოთხოვნა დამატებით დარიცხული თანხების ოდენობის და გადახდის ვადების მითითებით. საგადასახადო დავალიანების წარმოშობის თარიღად ითვლება საგადასახადო შემოწმების/საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის საფუძველზე საგადასახადო/საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში მითითებული დარიცხვის თარიღი.“;

გ) მე-4 მუხლის:

გ.ა) პირველი პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ბ) პირს გაშვებული აქვს საგადასახადო/საბაჟო ორგანოს მიერ მისთვის წარდგენილი საგადასახადო მოთხოვნის ან/და დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების დადგენილი ვადა;“;

გ.ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საგადასახადო/საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადისა და სანქციის თანხა აისახება ერთ ბარათზე.“;

გ.გ) მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) მე-3 სვეტში იწერება ოპერაციის მოკლე შინაარსი, ინფორმაცია გადასახადის დარიცხვის, გადახდის, შემცირების, დაბრუნების, გადასახადის გადახდის ვადის გაგრძელების, უიმედო ვალების ჩამოწერის და სხვათა შესახებ, შესაბამისი პერიოდის მითითებით. ამავე სვეტში მიეთითება დოკუმენტები, რომელთა საფუძველზეც განხორციელდა ეს ოპერაციები: საგადახდო დავალება, საგადასახადო დეკლარაცია, საბაჟო დეკლარაცია, დაზუსტებული (დამატებითი) საგადასახადო დეკლარაცია, დასკვნა ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების თაობაზე, საგადასახადო შემოწმების აქტი, საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შემოწმების აქტი, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს დადგენილება ან განჩინება. ამ სვეტში შესატანი ჩანაწერების ტიპური ჩამონათვალი მოცემულია ამ ინსტრუქციის №7 დანართში;“.

გ.დ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. 2016 წლის 1 იანვრის შემდგომ საგადასახადო მოთხოვნით/საგადასახადო/საბაჟო ორგანოს სხვა შესაბამისი გადაწყვეტილებით გადასახადის გადამხდელზე დამატებით დარიცხული გადასახადისა და სანქციის თანხები აისახება დროებითი აღრიცხვის ბარათზე.“;

გ.ე) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. იმ შემთხვევაში, თუ დამატებით დარიცხული საგადასახადო ვალდებულება აისახა პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათზე და საგადასახადო/საბაჟო ორგანოსთვის ცნობილი გახდა, რომ ვალდებულება გასაჩივრებულია ან სხვა გარემოებით ვალდებულება არ არის აღიარებული, ამ შემთხვევაში პირადი აღრიცხვის ბარათზე მოხდება საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული ვალდებულების (საგადასახადო დავალიანების) შემცირება/განულება უკუოპერაციით პირვანდელი ჩანაწერების სავადო თარიღის შენარჩუნებით, შესაბამისად, მე-7 ან/და მე-8 სვეტში „შემცირებულია“ აისახება ამ მოთხოვნით დარიცხულ გადასახადის ან/და ჯარიმის თანხა, ხოლო მე-3 გრაფაში „ოპერაციის შინაარსი“ გაკეთდება ჩანაწერი გადატანილია დროებითი აღიცხვის ბარათზე. საგადასახადო ვალდებულების შემცირებასთან ერთად ხდება ბარათზე საურავის გააანგარიშება/შემცირება. დროებითი აღრიცხვის ბარათზე კი აისახება საგადასახადო მოთხოვნით აღრიცხული თანხები სრულად, შესაბამისი ოპერაციების კოდებითა და სავადო თარიღების შესაბამისად.“;

გ.ვ) მე-8 პუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ჩანაწერებს აკეთებს შემოსავლების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტი, რომელიც ხორციელდება შემდეგი წესით:“.

გ.ზ) მე-20 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„20. გადასახადის გადამხდელს უუქმდება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ყოველი წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით რიცხული ზედმეტად გადახდილი თანხა, რომელზეც მომდევნო წლის პირველი იანვრის მდგომარეობით გასულია საგადასახადო/საბაჟო ორგანოსთვის გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადა, თუ მას გაუქმების ოპერაციის გატარების თარიღამდე ბოლო 3 წლის განმავლობაში არ უფიქსირდება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე (მათ შორის, დროებითი აღრიცხვის ბარათზე) გატარებული ოპერაცია. ამ მიზნით, მხედველობაში არ მიიღება ოპერაცია, რომლის საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხა ნულის ტოლია (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც წარდგენილი საგადასახადო დეკლარაციით/გაანგარიშებით ჩასათვლელი თანხა დარიცხული თანხის ტოლია).“;

დ) მე-13 მუხლის:

დ.ა) მე-2 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) მე-3 სვეტში იწერება ოპერაციის მოკლე შინაარსი, ამ ბარათზე დროებით აღრიცხული საგადასახადო და არასაგადასახადო (რომელთა ადმინისტრირებას ახორციელებს საგადასახადო/საბაჟო ორგანო) ვალდებულებები, შემცირების, გადასახადის გადახდის ვადის გაგრძელების და სხვათა შესახებ, შესაბამისი პერიოდის მითითებით. ამავე სვეტში მიეთითება დოკუმენტები, რომელთა საფუძველზეც განხორციელდა ეს ოპერაციები: საგადასახადო მოთხოვნა ან საგადასახადო/საბაჟო ორგანოს მიერ მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება, საგადასახადო შეთანხმების საფუძვლები და სხვა;

დ) მე-4 სვეტში ,,გადახდის ვადა“ ბარათზე აღრიცხული საგადასახადო ვალდებულებების/საგადასახადო/საბაჟო სანქციების/სხვა თანხების გადახდის ვადები, კერძოდ: ვალდებულებები მათი გადახდის სავადოებით, ანუ ის თარიღები, რომლის მიხედვით ამ ვალდებულების აღიარების შემთხვევაში მოხდება მათი დარიცხვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;“;

დ.ბ) მე-2 პუნქტის „ე.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე.ა) მე-5 სვეტში იწერება საგადასახადო მოთხოვნით ან საგადასახადო/საბაჟო ორგანოს სხვა შესაბამისი გადაწყვეტილებით დამატებით დარიცხული საგადასახადო და არასაგადასახადო ვალდებულებები ძირითადი გადასახადისა და სანქციების თანხები. ასევე საგადასახადო შეთანხმებით განსაზღვრული დავალიანების/დავალიანების ნაწილის ან/და მოსაკრებლის ძირითადი ნაწილისა და ჯარიმის თანხა;“;

დ.გ) მე-2 პუნქტის „თ“–„კ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) მე-12 სვეტში იწერება საგადასახადო/საბაჟო ორგანოს მიერ საგადასახადო მოთხოვნის ან საგადასახადო/საბჟო ორგანოს მიერ დამატებით დარიცხული თანხების შესახებ მიღებული სხვა შესაბამისი გადაწყვეტილების ჩაბარების თარიღი;

ი) მე-13 სვეტში იწერება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საგადასახადო/საბაჟო ორგანოს მიერ გამოცებული საგადასახადო მოთხოვნა ან საგადასახადო/საბაჟო ორგანოს მიერ დამატებით დარიცხული თანხების შესახებ მიღებული სხვა შესაბამისი გადაწყვეტილება გასაჩივრდა დადგენილ ვადაში, შესაბამისად იწერება გასაჩივრების თარიღი;

კ) მე-14 სვეტში იწერება საგადასახადო მოთხოვნის ან საგადასახადო/საბაჟო ორგანოს მიერ დამატებით დარიცხული თანხების შესახებ მიღებული სხვა შესაბამისი გადაწყვეტილების აღიარების თარიღი. დროებით ბარათზე არსებული ვალდებულებები შესაბამისი გადაწყვეტილების (ბრძანება, საგადასახადო მოთხოვნა და ა.შ.) გასაჩივრების ვადის ამოწურვიდან 3 სამუშაო დღის გასვლისთანავე ასახული უნდა იქნეს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათზე.“;

დ.დ) მე-3 პუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. გადასახადის გადამხდელის დროებითი აღრიცხვის ბარათზე საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში მონაცემების აღრიცხვას და ჩაწერას ახორციელებს შემოსავლების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფლებამოსილი წარმომადგენელი, რომელიც ხორციელდება შემდეგი წესით:“;

დ.ე) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. შემოსავლების სამსახურის შესაბამისმა დეპარტამენტებმა, რომლებიც უფლებამოსილნი არიან კომპეტენციის ფარგლებში დამატებით დაარიცხონ გადასახადის ან/და სანქციის თანხები (გარდა ელექტრონულად წარდგენილი/ჩაბარებული მოთხოვნების), დარიცხულ თანხებზე ინფორმაციის შეტანა უნდა განახორციელონ დროებით აღრიცხვის ბარათზე. ასევე, დეპარტამენტის უფლებამოსილმა პირმა უნდა გააკონტროლოს დამატებით დარიცხულ თანხებზე საგადასახადო მოთხოვნის/სამართალდარღვევის ოქმის/საგადასახადო ან/და საბაჟო ორგანოს სხვა შესაბამისი გადაწყვეტილების გადასახადის გადამხდელზე საგადასახადო/საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარება, ხოლო ჩაბარების თარიღის აღრიცხვა განახორციელოს გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში, რის საფუძველზეც აღნიშნული თარიღი აისახება დროებითი ბარათის მე-12 სვეტში.

5. საგადასახადო მოთხოვნის/ოქმის ან საგადასახადო/საბაჟო ორგანოს მიერ დამატებით დარიცხული თანხების შესახებ მიღებული სხვა შესაბამისი გადაწყვეტილების ჩაბარების თარიღიდან 30 კალენდარული დღის ვადაში გაუსაჩივრებლობის შემთხვევაში მოთხოვნა/ოქმში ან საგადასახადო/საბაჟო ორგანოს მიერ დამატებით დარიცხული თანხების შესახებ მიღებული სხვა შესაბამისი გადაწყვეტილების დაფიქსირებული თანხები შესაბამისი სავადოებით გასაჩივრების ვადის ამოწურვიდან, 3 სამუშაო დღის გასვლისთანავე ავტომატურ რეჟიმში დროებითი აღრიცხვის ბარათიდან გადატანილი უნდა იქნეს პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათზე.“;

დ.ვ) 51 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„51. თუ გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო/საბაჟო ორგანოში წარდგენილ იქნა „შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს შექმნის, მისი საქმიანობის წესის, ასევე საბაჟო და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტებში მედიაციის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 8 ივლისის №31275 ბრძანების დანართი № 7-ით დამტკიცებული განცხადება „გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე უარის თქმისა და გადასახადის გადამხდელის დროებითი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული თანხის აღიარების შესახებ“ საგადასახადო მოთხოვნის/სამართალდარღვევის ოქმის, საგადასახადო/საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილების ან საგადასახადო/საბაჟო ორგანოს მიერ დამატებით დარიცხული თანხების შესახებ მიღებული სხვა შესაბამისი გადაწყვეტილებით დარიცხული თანხების აღიარების შესახებ, დავების დეპარტამენტის მიერ განცხადების საჩივრების პროგრამაში დარეგისტრირება ჩაითვლება შესაბამის ინფორმაციად და გადასახადის გადამხდელის დროებითი აღრიცხვის ბარათზე ასახული შესაბამისი თანხები ავტომატურ რეჟიმში გადატანილი იქნება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათზე.“;

დ.ზ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. საგადასახადო მოთხოვნის/ოქმის ან საგადასახადო/საბაჟო ორგანოს მიერ დამატებით დარიცხული თანხების შესახებ მიღებული სხვა შესაბამისი გადაწყვეტილების ფინანსთა სამინისტროს სისტემაში ან სასამართლოში სრულად ან ნაწილობრივ გასაჩივრების შემთხვევაში მოთხოვნაში/ოქმში ან საგადასახადო/საბაჟო ორგანოს მიერ დამატებით დარიცხული თანხების შესახებ მიღებულ სხვა შესაბამის გადაწყვეტილებაში დაფიქსირებული თანხები სრულად, შესაბამისი სავადოებით, ავტომატურ რეჟიმში აღრიცხება დროებითი აღრიცხვის ბარათზე. თუ საჩივარზე დადგინდება ხარვეზი ან შემოსავლების სამსახურში არ იქნება წარმოდგენილი განჩინება სარჩელის წარმოებაში მიღების თაობაზე, დროებითი აღრიცხვის ბარათიდან თანხები სრულად, შესაბამისი სავადოებით, ავტომატურ რეჟიმში აღირიცხება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე.“;

დ.ი) მე-7 პუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. იმ შემთხვევაში, თუ საგადასახადო მოთხოვნა ან საგადასახადო/საბაჟო ორგანოს მიერ დამატებით დარიცხული თანხების შესახებ მიღებული სხვა შესაბამისი გადაწყვეტილება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში და დავების განმხილველმა ორგანომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც ჩაჰბარდა გადასახადის გადამხდელს:“;

   დ.ზ) მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) თუ მიღებული გადაწყვეტილებით მოხდა საჩივრის დაკმაყოფილება, დროებით აღრიცხვის ბარათზე არსებული დავალიანება პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათზე გადადის მას შემდეგ, როდესაც მიღებულ გადაწყვეტილებაზე გამოიცა შესწორებული საგადასახადო მოთხოვნა/საგადასახადო ან/და საბაჟო ორგანოს სხვა შესაბამისი გადაწყვეტილება. ამ შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იქნას ასევე შესწორებული საგადასახადო მოთხოვნის/საგადასახადო ან/და საბაჟო ორგანოს სხვა შესაბამისი გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადები.“;

დ.კ) მე-9–მე-12 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. იმ შეთხვევაში, თუ გადამხდელმა 30 კალენდარული დღის ამოწურვამდე გაასაჩივრა საგადასახადო მოთხოვნა/ოქმი ან საგადასახადო/საბაჟო ორგანოს მიერ დამატებით დარიცხული თანხების შესახებ მიღებული სხვა შესაბამისი გადაწყვეტილება, საჩივრების პროგრამის მეშვეობით საჩივრის მიღების თარიღი უნდა ჩაწეროს ბარათის მე-13 სვეტში.

10. იმ შეთხვევაში, თუ საგადასახადო მოთხოვნით ან საგადასახადო/საბაჟო ორგანოს მიერ დამატებით დარიცხული თანხების შესახებ მიღებული სხვა შესაბამისი გადაწყვეტილებით დარიცხული თანხა ავტომატურად გადატანილ იქნა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათზე და შემდგომში აღმოჩნდა, რომ საგადასახადო მოთხოვნა ან საგადასახადო/საბაჟო ორგანოს მიერ დამატებით დარიცხული თანხების შესახებ მიღებული სხვა შესაბამისი გადაწყვეტილება გასაჩივრებულია დადგენილ ვადაში (30 კალენდარული დღე) ან ახლად აღმოჩენილი გარემოების საფუძველზე აღიარებული საგადასახადო დავალიანება გასაჩივრდა და მიღებულია გადაწყვეტილება მისი წარმოებაში მიღებაზე, საჩივრების პროგრამაში აღირიცხება გასაჩივრებული დოკუმენტის რეკვიზიტები, რის შემდგომაც პროგრამა ავტომატურად განახორციელებს გასაჩივრებული საგადასახადო მოთხოვნით/ოქმით დარიცხული თანხის შესაბამისი სავადოებით დროებით ბარათზე გადატანას ან საგადასახადო/საბაჟო ორგანოს მიერ დამატებით დარიცხული თანხების შესახებ მიღებული სხვა შესაბამისი გადაწყვეტილებით სავადოების მიხედვით გაუქმებას და მის გადატანას დროებითი აღრიცხვის ბარათზე.

11. საგადასახადო/საბაჟო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელის მიმართ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში, თუ აღნიშნული არ წარმოადგენს საგადასახადო მოთხოვნას/ოქმს, აღიარებული საგადასახადო დავალიანება პირადი აღიცხვის ბარათიდან არ გადაიტანება დროებითი აღრიცხვის ბარათზე და ამ ბარათზე გასაჩივრებასთან დაკავშირებით რაიმე სახის ჩანაწერები არ იწარმოება, გარდა ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

12. გადასახადის გადამხდელის საგადასახადო/საბაჟო დავის წარმოების პერიოდში დროებითი აღრიცხვის ბარათზე ჩანაწერების წარმოება ხორციელდება შემდეგი წესით:

ა) საგადასახადო მოთხოვნის/საგადასახადო ან/და საბაჟო ორგანოს სხვა შესაბამისი გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში ავტომატურ რეჟიმში აისახება:

ა.ა) საგადასახადო მოთხოვნის/საგადასახადო ან/და საბაჟო ორგანოს სხვა შესაბამისი გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში საჩივრის მიღების თარიღი, თვე და წელი იწერება დროებითი აღრიცხვის ბარათის მე-13 სვეტში;

ა.გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საგადასახადო მოთხოვნის/საგადასახადო ან/და საბაჟო ორგანოს სხვა შესაბამისი გადაწყვეტილების აღიარების შემთხვევაში, მისი აღიარების თარიღი იწერება დროებითი აღრიცხვის ბარათის მე-14 სვეტში და ამ თარიღიდან საგადასახადო ვალდებულება შესაბამისი სავადოების მიხედვით აისახება პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათზე;

ბ) იმ შემთხვევაში, როდესაც საჩივრის განხილვის შედეგებით გამოტანილია გადაწყვეტილება საჩივრის მთლიანად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე, მაშინ უფლებამოსილი დეპარტამენტრის მიერ უნდა მოხდეს საგადასახადო მოთხოვნით ან საგადასახადო/საბაჟო ორგანოს მიერ დამატებით დარიცხული თანხების შესახებ მიღებული სხვა შესაბამისი გადაწყვეტილებით დარიცხული თანხების გადაანგარიშება, გამოიცეს შესწორებული საგადასახდო მოთხოვნა, რომელშიც აისახება გადაანგარიშების შემდეგ დარჩენილი დამატებით დარიცხული/შემცირებული გადასახადისა და სანქციის თანხები, შესაბამისად, ამ მოთხოვნის საფუძველზე მისმა გამომცემმა დეპარტამენტმა უნდა მოახდინოს დროებით ბარათზე თანხების ასახვა და ასევე მე-12 სვეტში ჩაწეროს მისი გადასახადის გადამხდელზე ჩაბარების თარიღი.“;

დ.ი) მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. შემოსავლების სამსახურის მიერ საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილება, მაკონტროლებელი ან სამართალდამცავი ორგანოების მიერ საგადასახადო/საბაჟო ორგანოსათვის მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე გამოცემული საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც საჩივრდება ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, საჩივრის/საჩივრების პროგრამაში დარეგისტრირება ჩაითვალოს შესაბამის ინფორმაციად და გასაჩივრებულ აქტ(ებ)ში ასახული თანხები ავტომატურ რეჟიმში პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათიდან გადატანილი იქნეს დროებით აღრიცხვის ბარათზე. ასევე ავტომატურად მოხდეს ჩანაწერის წარმოება შესაბამისი წესით იმ შემთხვევაშიც, როდესაც დავაზე ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ჩაბარდა გადასახადის გადამხდელს.“;

ე) მე-16 მუხლის:

ე.ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საურავი წარმოადგენს ძირითად საგადასახადო სანქციას, რომელიც ეკისრება ნებისმიერ პირს, თუ მან საგადასახადო ან/და საბაჟო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ გადაიხადა ან არასრულად გადაიხადა ძირითადი გადასახადის თანხა. საურავის დარიცხვა წარმოებს იმ შემთხვევაშიც, როდესაც გადასახადის გადამხდელი დამოუკიდებლად აღმოაჩენს დაშვებულ შეცდომას და ბიუჯეტში გადარიცხავს გადასახადის შემცირებულ თანხებს.“;

ე.ბ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. საგადასახადო/საბაჟო სანქციას საურავი არ ერიცხება.“;

ვ) მე-18 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ბარათების შემოწმებისას შემოსავლების სამსახურის ერთიან კომპიუტერული ბაზის მონაცემებსა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას შორის უზუსტობის გამოვლენის შემთხვევაში ხდება შესაბამისი პირველადი დოკუმენტების შემოწმება. ბარათთან დაკავშირებული პირველადი დოკუმენტები მოიცავს: საგადახდო დავალებას, საგადასახადო/საბაჟო დეკლარაციას, დაზუსტებულ საგადასახადო დეკლარაციას, დასკვნას ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ან გადატანის თაობაზე, გადაწყვეტილებებს სავარაუდო დარიცხვის, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული ან შემცირებული თანხების, საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შემოწმების აქტით დარიცხული ან შემცირებული თანხების, საგადასახადო დავალიანების დაფარვის ვადის გაგრძელების შესახებ, კანონიერ ძალაში შესულ სასამართლოს დადგენილებას ან განჩინებას, სახელმწიფო ხაზინის მიერ მიწოდებულ ელექტრონული შეტყობინების გადახდის ოპერაციის შესახებ ინფორმაციას და სხვა.“;

ზ) მე-19 მუხლის მე-9 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) თუ მამკვიდრებელს გარდაცვალების თარიღისათვის არ ერიცხება საგადასახადო დავალიანება ან/და დავალიანება არ წარმოიშობა გარდაცვალების შემდეგ, გარდაცვალებამდე წარმოდგენილი საგადასახადო/საბაჟო დეკლარაციებით და მიმდინარე გადასახდელებით, რომელთა დარიცხვის სავადო თარიღი გარდაცვალების შემდგომაა, მაგრამ დავალიანება წარმოშობილი იქნება შემდგომ გამოვლენილი შეუსრულებელი საგადასახადო ვალდებულებით, საგადასახადო ორგანო განახორციელებს ამავე მუხლის მე-9 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პროცედურებს.“;

თ) 23-ე მუხლის პირველი პუნქტის:

თ.ა) „ა.თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.თ) ანალიტიკურმა დეპარტამენტმა უნდა მოახდინოს გაფორმებული და დაუსრულებელი (მიმდინარე) საგადასახადო შეთანხმებების გამიჯვნა და ამ შეთანხმებით გათვალიწინებული დავალიანების თანხები აღირიცხოს დროებით აღრიცხვის ბარათზე;“;

თ.ბ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) „ვ“ პუნქტით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების ტერიტორიული ერთეულების ჭრილში პროპორციულად განაწილების პრინციპი უნდა გავრცელდეს აგრეთვე 2016 წლის 1 იანვრის შემდეგ სავადო თარიღით განხორციელებულ საგადასახადო ვალდებულებებზეც, რომლებიც დაკავშირებული არ არის უშუალოდ გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ დეკლარაციასთან (აუდიტის დეპარტამენტის შემოწმების აქტი, მომსახურების დეპარტამენტის დასკვნა და ა.შ.);“;

თ.გ) „მ.ბ.ე“-„მ.ბ.ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ.ბ.ე) აქციზი, გარდა იმპორტისას გადასახდელი აქციზისა;

მ.ბ.ვ) იმპორტისას გადასახდელი აქციზი;“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

 

სამსახურის უფროსი                                                     ლევან კაკავა.