დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ტექნიკური რეგლამენტის „საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 9 დეკემბრის №325 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 633 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 19/10/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/10/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300160070.10.003.022353 |
|
„ტექნიკური რეგლამენტის „საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 9 დეკემბრის №325 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის „საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 9 დეკემბრის №325 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 11/12/2013, 300160070.10.003.017492) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ ტექნიკურ რეგლამენტში – „საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის წესში:“
1. პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ57“, „ჰ58“, „ჰ59“, „ჰ60“ ქვეპუნქტები: „ჰ57) იკაო-ს მოდელი მეტეოროლოგიური ინფორმაციის გაცვლისათვის (IWXXM) – მონაცემების მოდელი სააერნაოსნო მეტეოროლოგიური ინფორმაციის წარდგენისათვის; ჰ58) კოსმოსური ამინდის ცენტრი (SWXC) – იკაო-ს მიერ დანიშნული ცენტრი, იმ კოსმოსური ამინდის მოვლენების საკონსულტაციო ინფორმაციის მონიტორინგისა და უზრუნველყოფისათვის, რომლებიც, როგორც მოსალოდნელია, უარყოფით გავლენას მოახდენენ მაღალსიხშირულ საკომუნიკაციო საშუალებებზე, სატელიტურ კომუნიკაციებზე, GNSS-დაფუძნებულ სანავიგაციო და სარადიოლოკაციო სისტემებზე და/ან წარმოადგენენ რადიაციულ რისკს საჰაერო ხომალდზე მყოფი ადამიანებისათვის; შენიშვნა: კოსმოსური ამინდის ცენტრებს სტატუსი ენიჭება როგორც გლობალურად, ისე რეგიონალურად. ჰ59) ოპერატიული მეტეროლოგიური ინფორმაცია „OPMET“ – საავიაციო მეტეოროლოგიური ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება ეკიპაჟის საფრენოსნო შემადგენლობის მიერ საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვების მომზადებაში/დაგეგმვაში; ჰ60) ოპერატიული მეტეოროლოგიური ინფორმაციის მონაცემთა ბანკი „OPMET databank“ – მონაცემთა ბანკი, რომლის მიზანია საერთაშორისო ოპერატიული მეტეოროლოგიური ინფორმაციის შენახვა და მისი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ჰაერსანაოსნო მიზნებისათვის.“. 2. მე-2 მუხლიდან ამოღებულ იქნეს შემდეგი შემოკლებები: „ასპ – ადგილობრივი სამეთვალყურეო პუნქტი; ასხ სსპ – ადგილობრივი საჰაერო ხაზების სამეთვალყურეო პუნქტი; სმც – საავიაციო მეტეოროლოგიური ცენტრი; ასხ – ადგილობრივი საჰაერო ხაზი; სსძ სამხედრო – საჰაერო ძალები; სტსპ – სტარტის სამეთვალყურეო პუნქტი; სსსს – საავიაციო სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები; სჭბ – საზღვაო ჭაბურღილების ბაქანი, წსპ წრის სამეთვალყურეო პუნქტი; ჰმს – ჰიდრომეტეოროლოგიური სადგური; ხმგ – ხილვადობის მანძილის განმსაზღვრელი.“. 3. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიურ უზრუნველყოფაზე ზედამხედველობას ახორციელებს სრულუფლებიანი მეტეოროლოგიური ორგანო – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამოქალაქო ავიაციის სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), რომლის შესახებ ინფორმაცია ასახულია საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 ოქტომბრის №471 დადგენილებით დამტკიცებულ „ჰაერსანაოსნო მონაცემების და ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მიმწოდებლების, მათი უფლება-მოვალეობების და ჰაერსანაოსნო მონაცემების და ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მიწოდების წესში. შენიშვნა: დეტალური ინფორმაცია სააერნაოსნო ინფორმაციის წარდგენისა და შინაარსის შესახებ მოცემულია იკაო-ს დოკუმენტის PANS-AIM (Doc 10066) მეორე დამატებაში.“. 4. მე-3 მუხლის „შენიშვნა“ ამოღებულ იქნეს. 5. მე-4 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. მეტეოროლოგიური სამსახური უზრუნველყოფს საავიაციო მეტეოროლოგიური პერსონალის განათლების, მომზადების, კვალიფიკაციისა, კომპეტენციის და სწავლებების შესაბამისობას მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (მმო) მიერ №49 გამოცემაში („ტექნიკური წესები“, პირველი ტომი, „საერთო მეტეოროლოგიური სტანდარტები და რეკომენდებული პრაქტიკა“, მე-5 თავის, („მეტეოროლოგიურ მომსახურებაში ჩართული მეტეოროლოგიური პერსონალის კვალიფიკაცია და კომპეტენცია“), მე-6 თავის („მეტეოროლოგიური პერსონალის განათლება და სწავლებები“) დამატება A-(„საბაზისო ინსტრუქციული პაკეტი“) და მმო-ის 1083 დოკუმენტში დადგენილ მოთხოვნებთან.“. 6. მე-4 მუხლის მე-8 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „შენიშვნა“: „შენიშვნა: სახელმძღვანელო მასალა ხარისხის მართვის სისტემის დანერგვისა და ფუნქციონირების შესახებ მოცემულია მმო-ს დოკუმენტში (WMO-No. 1100) „ხარისხის მართვის სისტემის დანერგვის სახელმძღვანელო ეროვნული ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურებისა და სხვა შესაბამისი მომსახურების მიმწოდებლებისათვის.“. 7. დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 მუხლი: „მუხლი 41. საავიაციო მეტეოროლოგიური პერსონალის კვალიფიკაციისა და კომპეტენციისადმი მოთხოვნები 1. მეტეოროლოგიურმა სამსახურმა უნდა უზრუნველყოს: ა) საავიაციო მეტეოროლოგიური პერსონალის კვალიფიკაციისა და კომპეტენციის შესაბამისობა ამ მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებთან; ბ) საავიაციო მეტეოროლოგიური პერსონალის კვალიფიკაციის ჩანაწერების წარმოება და შენახვა; გ) საავიაციო მეტეოროლოგიური პერსონალის კომპეტენციის შეფასება მეტეოროლოგიური სამსახურის მიერ შემუშავებული „კომპეტენციის შეფასების პროცედურის“ შესაბამისად; დ) სხვადასხვა ოპერატიული კატეგორიის პერსონალისათვის შესაბამისი კომპეტენციის შეფასების პროცესების დანერგვა; ე) საავიაციო მეტეოროლოგიური პერსონალის პროფესიული დონის მუდმივი ამაღლება და განვითარება კომპეტენციის შენარჩუნების მიზნით. შენიშვნა 1: სახელმძღვანელო მასალა კომპეტენციასთან მიმართებაში მოცემულია მმო-ს (N-1205) „კომპეტენციის შესახებ სახელმძღვანელოში“. შენიშვნა 2: კომპეტენციის შეფასებები უნდა განმეორდეს რეგულარულად და იმ დადგენილი ინტერვალით, როგორც ეს გაწერილია შესაბამის პროცედურაში. 2. მეტეოროლოგიური სამსახური უფლებამოსილია, სრულუფლებიან მეტეოროლოგიურ ორგანოსთან შეთანხმებით დაადგინოს უფრო მაღალი საკვალიფიკაციო მოთხოვნები, მუშაობის სპეციფიკიდან გამომდინარე. 3. სამსახურმა უნდა შეიმუშაოს და დანერგოს მმო-ს მიერ დადგენილი კომპეტენციის მოთხოვნები ისე, რომ გათვალისწინებულ იქნეს მეტეოროლოგიური სამსახურის შესაბამისი ორგანოების ადგილობრივი პირობები, მუშაობის სპეციფიკა და პროცედურები. 4. სააერნაოსნო მეტეოროლოგიურ მომსახურებაში ჩართული საავიაციო მეტეოროლოგიური პერსონალის კვალიფიკაცია უნდა აკმაყოფილებდეს ამ პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს: ა) მეტეოროლოგიური სამსახური უზრუნველყოფს, რომ საავიაციო მეტეოროლოგ-სინოპტიკოსს გავლილი ჰქონდეს აუცილებელი პროგრამების პაკეტი, ამ წესის №3 დანართის შესაბამისად ისე, რომ გათვალისწინებული იქნას მისი პასუხისმგებლობის არეში შემავალი რაიონი და საჰაერო სივრცე, მეტეოროლოგიური პარამეტრების და მოვლენების ზეგავლენა ავიაციაზე, მომხმარებლის მოთხოვნები, საერთაშორისო და ადგილობრივი ნორმები, პროცედურები და პრიორიტეტები; ბ) მეტეოროლოგიური სამსახური უზრუნველყოფს, რომ საავიაციო მეტეოროლოგ-დამკვირვებელს გავლილი ჰქონდეს აუცილებელი პროგრამების პაკეტი (BIP აპპ), ამ წესის №4 დანართის შესაბამისად ისე, რომ გათვალისწინებული იქნას პასუხისმგებლობის არეში შემავალი რაიონი და საჰაერო სივრცე, მეტეოროლოგიური პარამეტრების და მოვლენების ზეგავლენა ავიაციაზე, მომხმარებლების მოთხოვნები, საერთაშორისო და ადგილობრივი ნორმები, პროცედურები და პრიორიტეტები. 5. მეტეოროლოგიური სამსახური უზრუნველყოფს, საავიაციო მეტეოროლოგ-სინოპტიკოსმა, პასუხისმგებლობის არეში შემავალი რაიონის და საჰაერო სივრცის, ავიაციაზე მეტეოროლოგიური პარამეტრების და მოვლენების ზეგავლენით, მომხმარებლის მოთხოვნების, საერთაშორისო და ადგილობრივი ნორმების, პროცედურების და პრიორიტეტების გათვალისწინებით, დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები: ა) მუდმივად გაანალიზოს და აკონტროლოს ამინდის პირობები; ბ) შეეძლოს მეტეოროლოგიური პარამეტრების და მოვლენების საავიაციო პროგნოზირება; გ) გამოსცეს საშიში მეტეოროლოგიური მოვლენების შესახებ გაფრთხილებები; დ) უზრუნველყოს მეტეოროლოგიური მომსახურების და ინფორმაციის ხარისხიანობა; ე) უზრუნველყოს მეტეოროლოგიური ინფორმაციის გავრცელება/მიწოდება შიდა და გარე მომხმარებლებისათვის. 6. მეტეოროლოგიური სამსახური უზრუნველყოფს, რომ საავიაციო მეტეოროლოგ-დამკვირვებელმა პასუხისმგებლობის არეში შემავალი რაიონის და საჰაერო სივრცის, ავიაციაზე მეტეოროლოგიური პარამეტრების და მოვლენების ზეგავლენით, მომხმარებლის მოთხოვნების, საერთაშორისო და ადგილობრივი ნორმების, პროცედურების და პრიორიტეტების გათვალისწინებით დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები: ა) განახორციელოს მუდმივი მონიტორინგი/დაკვირვება მეტეოროლოგიურ მდგომარეობაზე; ბ) უზრუნველყოს ავიაციისათვის მნიშვნელოვან მეტეოროლოგიური პარამეტრებსა და მოვლენებზე დაკვირვება და მისი რეგისტრაცია; გ) უზრუნველყოს მეტეოროლოგიური სისტემების და ინფორმაციის ხარისხი; დ) უზრუნველყოს მეტეოროლოგიური ინფორმაციის გავრცელება/მიწოდება შიდა და გარე მომხმარებლებისათვის. 7. მეტეოროლოგიური სამსახური, მისი ფუნქციების შესასრულებლად უზრუნველყოფს, რომ მის პერსონალს გააჩნდეს მმო-ს და აღნიშნული წესის მოთხოვნების შესაბამისი განათლება და მასზე დაკისრებული შესაბამისი მოვალეობების შესასრულებლად აუცილებელი პროფესიული მომზადება. აღნიშნული მოთხოვნები ეხება როგორც პერსონალის დასაქმების პირველ ეტაპს, ასევე პროფესიული უნარების მუდმივ ამაღლებას სამუშაო პროცესის განახლების, ტექნიკისა და მეცნიერების ახალი მიღწევების და საერთაშორისო ნორმების გათვალისწინებით მთელი კარიერის მანძილზე. 8. მეტეოროლოგიურმა სამსახურმა არსებული ხარისხის მართვის სისტემის ფარგლებში უნდა უზრუნველყოს ჩანაწერების წარმოება მისი პერსონალის განათლების და პროფესიული მომზადების შესახებ, ადამიანური რესურსების მართვის განვითარების და აუდიტების ხელშეწყობის მიზნით მმო-ს დოკუმენტის (№ 1083) შესაბამისად. 9. სააერნაოსნო მეტეოროლოგიურ უზრუნველყოფაში ჩართული პერსონალი სპეციალიზირდება/იყოფა შემდეგ კატეგორიებად: ა) მეტეოროლოგი-სინოპტიკოსი - პირი, რომელმაც წარმატებით დაასრულა უმაღლესი სასწავლებელი მეტეოროლოგისთვის სავალდებულო პროგრამის BIP-M შესაბამისად (აღნიშნული წესის №3 დანართი) ან გავლილი აქვს №3 დანართით გათვალისწინებული ყველა საგანი მმო-ს მიერ აკრედიტირებულ/აღიარებულ სასწავლო დაწესებულებაში; ბ) მეტეოროლოგი-დამკვირვებელი - პირი, რომელმაც წარმატებით გაიარა სწავლების კურსი ტექნიკი მეტეოროლოგისთვის სავალდებულო პროგრამის BIP-MT შესაბამისად (იხ. დანართი №4). 10. მეტეოროლოგიური სამსახური უზრუნველყოფს, რომ: ა) მეტეოროლოგ-სინოპტიკოსს სრულად ჰქონდეს გავლილი ამ წესის №3 დანართით გათვალისწინებული საბაზისო აუცილებელი პროგრამების პაკეტი შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტების დემონსტრირებით. მეტეოროლოგ-სინოპტიკოსი უნდა ფლობდეს სრულყოფილ ცოდნას ატმოსფეროს მოვლენების და პროცესების შესახებ, ასევე გააჩნდეს ამ ცოდნის პროფესიულ საქმიანობაში გამოყენების უნარები; ბ) მეტეოროლოგ-დამკვირვებელს სრულად ჰქონდეს გავლილი ამ წესის №4 დანართით მოცემული საბაზისო აუცილებელი პროგრამების პაკეტი შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტების დემონსტრირებით. მეტეოროლოგ-დამკვირვებელი უნდა ფლობდეს საბაზისო ცოდნას ატმოსფეროს მოვლენების და პროცესების შესახებ, ასევე გააჩნდეს ამ ცოდნის პროფესიულ საქმიანობაში გამოყენების უნარები. შენიშვნა: დეტალური ინფორმაცია/ სახელმძღვანელო მასალა კომპეტენციასთან მიმართებაში მოცემულია მმო-ს (N-1205) „კომპეტენციის შესახებ სახელმძღვანელოში“.“. 8. III თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გლობალური სისტემები, დამხმარე ცენტრები და მეტეოროლოგიური ორგანოები“. 9. მე-9 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „შენიშვნა“: „შენიშვნა: სახელმძღვანელო მასალა მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანოების მომსახურების უზრუნველსაყოფად ხელშემკვრელ სახელმწიფოებს შორის ორმხრივი ან მრავალმხრივი ხელშეკრულებების შესახებ, მათ შორის კოორდინაცია და დელეგირება მოცემულია იკაო-ს დოკ (8896)-ში „საერთაშორისო აერნაოსნობის მეტეოროლოგური უზრუნველყოფის სახელმძღვანელო“.“. 10. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ქვეპუნქტი: „ი) ერთგვაროვანი, ჰარმონიზებული SIGMET-ინფორმაციის გასავრცელებლად ახორციელებს SIGMET შეტყობინებების კოორდინაციას მეზობელ მთო-ებთან, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როდესაც ფრენის მარშრუტზე ამინდის მნიშვნელოვანი მოვლენა გამოდის ან სავარაუდოდ, გამოვა მთო-ს პასუხისმგებლობის არეში დადგენილი საზღვრებიდან. შენიშვნა: სახელმძღვანელო მასალა ხელშემკვრელ სახელმწიფობს შორის ორმხრივი ან მრავალმხრივი კოორდინაციის საკითხების შესახებ SIGMET-ინფორმაციის უზრუნველსაყოფად მოცემულია იკაო-ს დოკ (8896)-ში „საერთაშორისო აერნაოსნობის მეტეოროლოგური უზრუნველყოფის სახელმძღვანელო“ და იკაოს ევროპისა და ჩრდილო ატლანტიკური რეგიონის დოკუმენტში 014-ში (EUR DOC 014) „სახელმძღვანელო SIGMET-ების და AIRMET -ების შესახებ“.“. 11. დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 მუხლი: „მუხლი 101. ინფორმაცია კოსმოსური ამინდის ცენტრებიდან (SWXC) მეტეოროლოგიური სამსახური უზრუნველყოფს კოსმოსური ამინდის ცენტრებიდან საკონსულტაციო ინფორმაციის მიღებას კოსმოსური ამინდის მოვლენების შესახებ, რომელსაც სავარაუდო ზეგავლენის მოხდენა შეუძლია მისი პასუხისმგებლობის არეში არსებულ: ა) მაღალი სიხშირის რადიოკომუნიკაციის საშუალებებზე; ბ) თანამგზავრულ კომუნიკაციაზე; გ) GNSS-ზე დაფუძნებულ სანავიგაციო და დაკვირვების სისტემებზე; დ) ფრენის ეშელონებზე რადიაციულ ზეგავლენაზე. შენიშვნა: სახელმძღვანელო მასალა კოსმოსური ამინდის საკონსულტაციო ინფორმაციის, მათ შორის იკაო-ს მიერ დანიშნული ცენტრების და მომსახურების მომწოდებლების შესახებ მოცემულია იკაო-ს დოკ-ში (10100) „კოსმოსური ამინდის ინფორმაციის სახელმძღვანელო საერთაშორისო აერნაოსნობის დახმარების მიზნით“.“. 12. 37-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: „3. TAF–ის სიზუსტის შემოწმება უნდა მოხდეს სათანადო გადამოწმების/შეფასების მეთოდოლოგიის გამოყენებით. ვერიფიკაციამ/შეფასებამ უნდა დაადგინოს პროგნოზის სიზუსტე პროგნოზის ელემენტების ცვლილების კრიტერიუმებთან მიმართებაში, როგორიცაა ქარის მიმართულება, ქარის სიჩქარე, ხილვადობა, ნალექი, ღრუბლის რაოდენობა და ღრუბლის სიმაღლე. იმ პროგნოზებში, რომლებშიც გადაიცემა მაქსიმალური და მინიმალური ტემპერატურა, ასევე უნდა შეფასდეს TAF– ში ტემპერატურის პროგნოზების სიზუსტეც. ვერიფიკაცია უნდა ხორციელდებოდეს ჩიკაგოს კონვენციის მე-3 დანართის „ბ“ დამატებაში „მისაღები პროგნოზების სიზუსტე, ექსპლუატაციის მიზნებიდან გამომდინარე“ გაწერილ კრიტერიუმებთან მიმართებაში.“. 13. 50-ე მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“ ქვეპუნქტი: „ლ) მთელი მარშრუტის შესაბამის კოსმოსური ამინდის საკონსულტაციო ინფორმაციას.“. 14. 52-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 1. დოკუმენტაცია უნდა მოიცავდეს ფრენის მთელ მარშრუტს და უნდა შეიცავდეს ინფორმაციას, რომელიც ჩამოთვლილია 50-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“, „გ“, „ე“ „ი“ და „ლ“ ქვეპუნქტებში, თუმცა მეტეოროლოგიურ სამსახურსა და დაინტერესებულ ექსპლუატანტს შორის შეთანხმებით, საფრენოსნო დოკუმენტაცია, რომელიც საჭიროა 2-საათიანი ან ნაკლები ხანგრძლივობის ფრენებისათვის, უნდა შემოიფარგლოს ექსპლუატანტისათვის აუცილებელი ინფორმაციით, მაგრამ საფრენოსნო დოკუმენტაციაში მინიმუმ ჩართული უნდა იყოს ინფორმაცია, რომელიც მითითებულია 50-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ე“, „ვ“, „თ“ „ი“ და „ლ“ ქვეპუნქტებში.“. 15. XII თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ტექნიკური მოთხოვნები, რომლებიც ეხება გლობალურ სისტემებს, დამხმარე ცენტრებს და მეტეოროლოგიურ ორგანოებს“. 16. 65-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სიმაღლეებზე ქარის, ჰაერის ტემპერატურის და ჰაერის ტენიანობის, მაქსიმალური ქარის მიმართულების, სიჩქარის და სიმაღლის, ტროპოპაუზის სიმაღლის და ტემპერატურის, გროვა-საწვიმარი ღრუბლების რაიონების, შემოყინულობის, ტურბულენტობის და ფრენის ეშელონების გეოპოტენციური სიმაღლეების ზპმს-ის მიერ დღე-ღამეში 4-ჯერ მომზადებული პროგნოზები, მოქმედებენ 6,9,12,15,18,21,24,27,30,33 და 36 საათის განმავლობაში (00.00, 00.06, 12.00 და 18.00 UTC ) სინოპტიკური მონაცემების შეგროვების შემდეგ, რომლის საფუძველზეც შემუშავებულია ეს პროგნოზები. თითოეული პროგნოზი უნდა გადაიცეს ზემოთ აღნიშნული რიგითობის მიხედვით ტექნიკურად შეძლებისდაგვარად უმოკლეს ვადებში მაგრამ არაუგვიანეს 5 საათისა დაკვირვების სტანდარტული დროის შემდეგ.“. ბ) მე-2 პუნქტის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) მონაცემებს ტურბულენტობის შესახებ ფენებისათვის, ფრენის ეშელონებისათვის 100 (700 ჰპა), 140 (600 ჰპა), 180 (500ჰპა), 240 (400 ჰპა), 270 (350 ჰპა), 300 (300 ჰპა), 340 (240 ჰპა), 390 (200 ჰპა) და 450 (150 ჰპა); შენიშვნა: „ზ“ ქვეპუნქტში მოხსენიებული ტურბულენტობა მოიცავს ყველა ტიპის ტურბულენტობას, მათ შორის ტურბულენტობას ღრუბლებში და მოწმენდილ ცაზეც; თ) მონაცემებს გეოპოტენციალური აბსოლუტური სიმაღლის შესახებ ფრენის ეშელონებისათვის 50 (850ჰპა), 50 (850 ჰპა), 80 (750 ჰპა), 100 (700 ჰპა), 140 (600 ჰპა), 180 (500 ჰპა), 210 (450 ჰპა), 240 (400 ჰპა), 300 (300ჰპა), 340 (240 ჰპა), 390 (200 ჰპა), 410 (175 ჰპა) და 450 (150 ჰპა); 480 (125 ჰპა) და 530 (100 ჰპა); შენიშვნა: ამ პუნქტის ქვეპუნქტებში განსაზღვრული ფენების ზუსტი სისქის შესახებ ინფორმაცია მოცემულია იკაო-ს დოკუმენტში (8896)-ში „საერთაშორისო აერნაოსნობის მეტეოროლოგური უზრუნველყოფის სახელმძღვანელო“.“. 17. 66-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ზპმს-ის მიერ მომზადებული პროგნოზები ამინდის განსაკუთრებულ მოვლენებზე SIGWX, რომელსაც იყენებს მეტეოროლოგიური სამსახური, გამოიცემა დღეში 4-ჯერ მოქმედების დადგენილი პერიოდებისათვის 00.00, 06.00, 12.00 და 18.00 UTC00.00, 06.00, 12.00 და 18.00 UTC. ყოველი პროგნოზის გადაცემა უნდა განხორციელდეს შეძლებისდაგვარად მოკლე ვადებში, როგორც კი ეს ტექნიკურად შესაძლებელია, მაგრამ არაუგვიანეს 7 საათით ადრე დაკვირვების სტანდარტული დროის შემდეგ და არაუგვიანეს 9 საათისა დაკვირვების სტანდარტული დროის შემდეგ სარეზერვო ოპერირებისას.“. 18. 66-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი: „5. ზპმც-ს მიერ გამოცემული SIGWX პროგნოზები, გარდა მმო-ს მიერ დადგენილ BURF კოდებისა, დამატებით გამოიცემა IWXXM GML ფორმითაც. შენიშვნა 1: სახელმძღვანელო მასალა IWXXM დანერგვის შესახებ მოცემულია იკაოს დოკ. (10003) „იკაო-ს მეტეოროლოგიური ინფორმაციის გაცვლის ( IWXXM ) მოდელის შესახებ სახელმძღვანელოში; შენიშვნა 2: გეოგრაფიული მარკირების ენა (GML) წარმოადგენს ღია გეოსივრცეთაშორისი კონსორციუმის კოდირების სტანდარტს (OGC).“. 19. 68-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საფრენოსნო დოკუმენტაციის ერთგვაროვნების და სტანდარტიზაციის უზრუნველსაყოფად ზპმს-ის ფარგლებში მიღებული GRIB და BUFR მონაცემები და 2021 წლის 4 ნოემბრიდან მიღებული IWXXM მონაცემებიც, დეკოდირდება ზპმც-ის სტანდარტულ რუკებში, ხოლო ზპმს-ის პროგნოზების შინაარსი და შემდგენის აღნიშვნა არ იცვლება.“. 20. 69-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. აეროდრომის მეტეოროლოგიური სამსახური, რომელიც იყენებს ზპმც-ის მონაცემებს კოდური ფორმით BUFR, ან 2021 წლის 4 ნოემბრიდან გამოიყენებს IWXXM მონაცემებსაც, დაუყოვნებლივ აცნობებს შესაბამის ზპმც-ს იმ შემთხვევებში, როდესაც ზპმც-ის მასალაზე დაყრდნობით მომზადებულ SIGWX პროგნოზებში გამოვლინდება ან გადაიცემა მნიშვნელოვანი სხვადასხვაობები, რომლებიც ეხება: ა) შემოყინულობას, ტურბულენტობას, დაფარულ, ხშირ, შენიღბულ გროვა-საწვიმარ-ღრუბლებს, მტვრის ან ქვიშის ქარიშხალს; ბ) ვულკანის ამოფრქვევას ან რადიოაქტიური ნივთიერების ატმოსფეროში ავარიულად გაშვებას/გაფრქვევას, რაც ზეგავლენას ახდენს ფრენების შესრულებაზე.“. 21. 73-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. METAR და SPECI ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული კოდური ფორმატის გარდა, უნდა გავრცელდეს დამატებით IWXXM GML ფორმითაც. შენიშვნა 1: სახელმძღვანელო მასალა IWXXM-ის შესახებ მოცემულია მმო-ს დოკუმენტ 306-ში „სახელმძღვანელო კოდების შესახებ“ ტომი I, ნაწილი A “ციფრულ-ანბანური კოდები „სახელმძღვანელო მასალა IWXXM დანერგვის შესახებ მოცემულია იკაოს დოკუმენტში (10003) „იკაო-ს მეტეოროლოგიური ინფორმაციის გაცვლის (IWXXM) მოდელის შესახებ სახელმძღვანელოში“. შენიშვნა 2: METAR-ის გავრცელების პროცედურები გაწერილია იკაო-ს EUR Doc 018, „ევროპის რეგიონის ოპერატიული მეტეოროლოგიური მონაცემების მართვის სახელმძღვანელო“-ში. შენიშვნა 3: სახელმძღვანელო მასალა ევროპის რეგიონში IWXXM დანერგვის და გაცვლის შესახებ მოცემულია იკაო-ს EUR Doc 33 „ევროპის რეგიონში IWXXM გამოყენებით ოპერატიული მეტეოროლოგიური მონაცემების გაცვლის სახელმძღვანელოში“.“. 22. 73-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ამოღებულ იქნეს. 23. 85-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. METAR-სა და SPECI-ში დამატებითი ინფორმაციის სახით ჩართული უნდა იქნეს შემდეგი ინფორმაცია: ა) ინფორმაცია ზღვის ზედაპირის ტემპერატურისა და ზღვის მდგომარეობის ან მნიშვნელოვანი ტალღების სიმაღლის შესახებ ღია ზღვის ნაგებობებზე არსებული საავიაციო მეტეოროლოგიური სადგურებიდან შვეულმფრენების ფრენების განხორციელების უზრუნველსაყოფად; ბ) ადზ-ის მდგომარეობის შესახებ ცნობები, მიწოდებული აეროპორტის ოპერატორის მიერ. შენიშვნა: ადზ-ის მდგომარეობის შესახებ სახელმძღვანელო მასალა მოცემულია მმო-ს დოკუმენტში 306-ში „სახელმძღვანელო კოდების შესახებ“ ტომი I, ნაწილი A „ციფრულ-ანბანური კოდები, ცხრილები N0366, N0519, N0919 და N1079“.“. 24. 89-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ინფორმაცია ტურბულენტობის შესახებ გადაიცემა ჭავლის ჩაქრობის სიჩქარის ერთეულში (EDR): ა) რეგულარული შეტყობინებისას სხ-ის ბორტიდან ინფორმაცია ტურბულენტობის შესახებ გადაიცემა მარშრუტზე ფრენისას და ეხება 15-წუთიან პერიოდს,რომელიც უშუალოდ წინ უსწრებს დაკვირვებას. დაიკვირვება ტურბულენტობის საშუალო და მაქსიმალური მნიშვნელობები და აგრეთვე მაქსიმალური მნიშვნელობის მიღწევის დრო შემდეგი წუთის სიზუსტით. საშუალო და მაქსიმალური მნიშვნელობები გადაიცემა EDR-ის ერთეულში. მაქსიმალური მნიშვნელობის მიღწევის დრო გადაიცემა როგორც ეს ნაჩვენებია ჩიკაგოს კონვენციის მე-3 დანართის “საერთაშორისო აერნაოსნობის მეტეოროლოგიური მომსახურება“ მე-2 ნაწილის (დამატებები და დანართები) A4-2ცხრილის ნიმუშის მიხედვით. ინფორმაცია ტურბულენტობის შესახებ გადაიცემა სიმაღლის აკრეფის ეტაპზე ფრენის პირველ 10 წუთიან პერიოდში და ეხება 30-წამიან პერიოდს, რომელიც უშუალოდ წინ უსწრებს დაკვირვებას; ბ) ტურბულენტობა ითვლება: ბ.ა) ძლიერად, როდესაც EDR-ის მაქსიმალური მნიშვნელობა უდრის ან აჭარბებს 0.45-ს; ბ.ბ) ზომიერად, როდესაც მაქსიმალური EDR-ის მნიშვნელობა უდრის ან აჭარბებს 0.20-ს და ნაკლებია ან ტოლია 0.45-ს; ბ.გ) სუსტად, როდესაც EDR-ის მაქსიმალური მნიშვნელობა აჭარბებს 0.10-ს და ნაკლებია ან ტოლია 0.20-ის; ბ.დ) ნულოვანად, როდესაც EDR-ის მაქსიმალური მნიშვნელობა ნაკლებია ან უდრის 0.10-ს; გ) სპეციალური შეტყობინება სხ-ის ბორტიდან ტურბულენტობის შესახებ გადაიცემა ფრენის ნებისმიერ ეტაპზე, როდესაც მაქსიმალური EDR-ის მნიშვნელობა აჭარბებს 0,20-ს. სპეციალური შეტყობინება სხ-დან ეხება ერთწუთიან პერიოდს, რომელიც უშუალოდ წინ უსწრებს დაკვირვებას. საშუალო და მაქსიმალური მნიშვნელობები გადაიცემა EDR-ის ერთეულში. სპეციალური შეტყობინება სხ-ის ბორტიდან გადაიცემა ყოველ 1 წუთში, მანამადე, სანამ EDR-ის მაქსიმალური მნიშვნელობა არ გახდება 0.20- ზე ნაკლები. შენიშვნა: EDR წარმოადგენს საჰაერო ხომალდისაგან დამოუკიდებლად ტურბულენტობის საზომს. მიუხედავად ამისა, EDR-ის მნიშვნელობასა და ტურბულენტობის აღქმას შორის ურთიერთობა წარმოადგენს საჰაერო ხომალდის ტიპის, მასის, სიმაღლის, კონფიგურაციის და სიჩქარის ფუნქციას. ქვემოთ მოცემული EDR -ის მნიშვნელობა აღწერს სიმძიმეების დონეებს საშუალო მასის საჰაერო ტრანსპორტისა ფრენის ტიპიური პირობების დროს მარშრუტზე.“. 25. 92-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. პროგნოზი TAF ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული კოდური ფორმატის გარდა, უნდა გავრცელდეს დამატებით IWXXM GML ფორმითაც“. შენიშვნა 1: სახელმძღვანელო მასალა IWXXM -ის შესახებ მოცემულია მმო-ს დოკუმენტ 306-ში „სახელმძღვანელო კოდების შესახებ“ ტომი I,1 ნაწილი A „ციფრულ-ანბანური კოდები „.სახელმძღვანელო მასალა IWXXM დანერგვის შესახებ მოცემულია იკაოს დოკ (10003) „იკაო-ს მეტეოროლოგიური ინფორმაციის გაცვლის (IWXXM ) მოდელის შესახებ სახელმძღვანელოში“. შენიშვნა 2: TAF-ის გავრცელების პროცედურები გაწერილია იკაო-ს EUR Doc 018, „ევროპის რეგიონის ოპერატიული მეტეოროლოგიური მონაცემების მართვის სახელმძღვანელოში“. შენიშვნა 3: სახელმძღვანელო მასალა ევროპის რეგიონში IWXXM დანერგვის და გაცვლის შესახებ მოცემულია იკაო-ს EUR Doc 33 „ევროპის რეგიონში IWXXM გამოყენებით ოპერატიული მეტეოროლოგიური მონაცემების გაცვლის სახელმძღვანელოში“.“. 26. 92-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ამოღებულ იქნეს. 27. 97-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი: „7. საერთაშორისო აერნაოსნობისათვის დაბალ სიმაღლეებზე ფრენის ზონალური პროგნოზები, რომლებიც მომზადებულია რეგიონული სააერნასონო შეთანხმების შესაბამისად და განკუთვნილია AIRMET-ის გამოსაცემად უნდა გადაიცეს სააერნაოსნო ფიქსირებული მომსახურების (AFS) ფარგლებში ინტერნეტსერვისის გამოყენებით.“. 28. 98-ე მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. ინფორმაცია SIGMET უნდა გავრცელდეს IWXXM GML ფორმით, დამატებით ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული კოდური ფორმატისა. შენიშვნა 1: ტექნიკური მასალა IWXXM -ის შესახებ მოცემულია მმო-ს დოკუმენტ 306-ში „სახელმძღვანელო კოდების შესახებ“ ტომი I, 1 ნაწილი A “ციფრულ-ანბანური კოდები „სახელმძღვანელო მასალა IWXXM დანერგვის შესახებ მოცემულია იკაოს დოკუმენტ (10003) „იკაო-ს მეტეოროლოგიური ინფორმაციის გაცვლის (IWXXM ) მოდელის შესახებ სახელმძღვანელოში“. შენიშვნა 2: SIGMET-ის გავრცელების პროცედურები გაწერილია იკაო-ს EUR Doc 018, „ევროპის რეგიონის ოპერატიული მეტეოროლოგიური მონაცემების მართვის სახელმძღვანელოში“. შენიშვნა 3: სახელმძღვანელო მასალა ევროპის რეგიონში IWXXM დანერგვის და გაცვლის შესახებ მოცემულია იკაო-ს EUR Doc 33 „ევროპის რეგიონში IWXXM გამოყენებით ოპერატიული მეტეოროლოგიური მონაცემების გაცვლის სახელმძღვანელოში“.“. 29. 98-ე მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტები ამოღებულ იქნეს. 30. 99-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. 2020 წლის 4 ნოემბრამდე, ინფორმაცია AIRMET, ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული კოდური ფორმატის გარდა, შესაძლებელია გავრცელდეს დამატებით IWXXM GML ფორმითაც.“. 31. 99-ე მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. ინფორმაცია AIRMET-ი უნდა გავრცელდეს IWXXM GML ფორმით, დამატებით ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული კოდური ფორმატისა. შენიშვნა 1: ტექნიკური მასალა IWXXM -ის შესახებ მოცემულია მმო-ს დოკუმენტ 306-ში „სახელმძღვანელო კოდების შესახებ“ ტომი I,1 ნაწილი A “ციფრულ-ანბანური კოდები, „სახელმძღვანელო მასალა IWXXM დანერგვის შესახებ მოცემულია იკაოს დოკ. (10003) „იკაო-ს მეტეოროლოგიური ინფორმაციის გაცვლის (IWXXM ) მოდელის შესახებ სახელმძღვანელოში“. შენიშვნა 2: AIRMET-ის გავრცელების პროცედურები გაწერილია იკაო-ს EUR Doc 018, „ევროპის რეგიონის ოპერატიული მეტეოროლოგიური მონაცემების მართვის სახელმძღვანელოში“. შენიშვნა 3: სახელმძღვანელო მასალა ევროპის რეგიონში IWXXM დანერგვის და გაცვლის შესახებ მოცემულია იკაო-ს EUR Doc 33 „ევროპის რეგიონში IWXXM გამოყენებით ოპერატიული მეტეოროლოგიური მონაცემების გაცვლის სახელმძღვანელოში“.“. 32. 99-ე მუხლის მე-9 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 33. დაემატოს შემდეგი შინაარსის 991 მუხლი: „მუხლი 991. კრიტერიუმები შეტყობინება SIGMET და AIRMET-ში ჩართული მოვლენების შესახებ და სპეციალური შეტყობინები სხ-იდან (კავშირის ხაზი „მაღლა“) 1. ჭექა-ქუხილი და გროვა-საწვიმარი ღრუბლები რაიონში უნდა ჩაითვალოს: ა) დაფარულად (OBSC), თუ ისინი დაფარულია ჯანღით ან ბურით და მათზე დაკვირვება გართულებულია სიბნელის გამო; ბ) შენიღბულად (EMBD), თუ ისინი დამალულია ღრუბლების ფენებს შორის და არ არის ადვილი მათი ამოცნობა; გ) ცალკეულად (ISOL), თუ ისინი შედგება ცალკეული ელემენტებისაგან ზემოქმედების ან პროგნოზირებული ზემოქმედების (ფიქსირებულ დროს ან პროგნოზის მოქმედების პერიოდში) რაიონის ფართობის 50 % მაქსიმალური დაფარვით; დ) იშვიათად (OCNL), თუ ისინი შედგება საკმაოდ დაცალკევებული ელემენტებისაგან ზემოქმედების ან პროგნოზირებული ზემოქმედების (ფიქსირებულ დროს ან პროგნოზის მოქმედების პერიოდში) რაიონის ფართობის 50%-75% მაქსიმალური დაფარვით. 2. ჭექა-ქუხილის მოქმედება რაიონში ითვლება გახშირებულად (FRQ), თუ აღნიშნული რაიონის ფარგლებში მეზობელ ჭექა-ქუხილის ფრონტალურ ზედაპირებს შორის ინტერვალები ზემოქმედების ან პროგნოზირებული ზემოქმედების (ფიქსირებულ დროს ან პროგნოზის მოქმედების პერიოდში) რაიონის 75% ფართობზე მაქსიმალური დაფარვით უმნიშვნელოა ან არ არსებობს. 3. ქარტეხილის ხაზი (SQL) ნიშნავს ჭექა-ქუხილის მოქმედებას ფრონტის გასწვრივ უმნიშვნელო ინტერვალებით ცალკეულ ღრუბლებს შორის,ან ასეთი ინტერვალების არასებობა. 4. სეტყვა (GR) გამოიყენება ჭექა-ქუხილის მოქმედების დამატებითი აღწერისათვის. 5. ძლიერ და ზომიერ ტურბულენტობას მიეკუთვნება მხოლოდ ტურბულენტობა დაბალ სიმაღლეებზე, დაკავშირებულს ძლიერ მიწისპირა ქართან, ჭავლურ დინებებთან ან ტურბულენტობა ღრუბლებში და მის ფარგლებს გარეთ (САТ). არ მიეთითება კონვექციურ ღრუბლებთან დაკავშირებული ტურბულენტობა. 6. ტურბულენტობად ითვლება: ა) ძლიერად, როდესაც EDR-ის მაქსიმალური მნიშვნელობა უდრის ან აჭარბებს 0.45-ს; ბ) ზომიერად, როდესაც EDR-ის მაქსიმალური მნიშვნელობა უდრის ან აჭარბებს 0.20-ს და ნაკლებია ან ტოლია 0.45-ს. 7. ძლიერი და ზომიერი შემოყინულობა (ICE) უნდა მიეთითოს, თუ ის მიეკუთვნება არა კონვექციური ღრუბლების შემოყინულობას. გაყინული წვიმა (FZRA) მიეკუთვნება ძლიერი შემოყინულობის პირობებს, რომელიც დაკავშირებულია გადაციებული წვიმასთან. 8. მთის ტალღა (MTW) უნდა ჩაითვალოს: ა) ძლიერად, თუ თან სდევს 3,0 მ/წ სიჩქარის ან მეტი დაღმავალი დინებები; და/ან დაიკვირვება ან პროგნოზირდება ძლიერი ტურბულენტობა; ბ) ზომიერად თუ თან სდევს 1,75-3,0 მ/წ სიჩქარის ან მეტი დაღმავალი დინებები; და/ან დაიკვირვება ან პროგნოზირდება ზომიერი ტურბულენტობა. 9. ქვიშის/მტვერის ქარიშხალი უნდა ჩაითვალოს: ა) ძლირად, თუ ხილვადობა 200 მ-ზე ნაკლებია და ცის მდგომარეობის განსაზღვრა გართულებულია; ბ) ზომიერად, თუ ხილვადობა: ბ.ა) თუ ხილვადობა 200 მ-ზე ნაკლებია და ცის მდგომარეობის განსაზღვრა შესაძლებელია; ან ბ.ბ) 200-600 მეტრის დიაპაზონშია.“. 34. 107-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ზმპც-იდან მიღებულ ინფორმაციას ამინდის განსაკუთრებული მოვლენების შესახებ, რომელიც განკუთვნილია წინასაფრენოსნო დაგეგმარების და ფრენისას გადაგეგმარებისათვის, მზადდება კოდური ფორმით BUFR. შენიშვნა: კოდური ფორმა BUFR მოცემულია მმო-ს გამოცემა №306 „სახელმძღვანელო კოდების შესახებ“, ტომი 1.2, „ორმაგი კოდები.“. 35. 107-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი: „4. ინფორმაცია ამინდის განსაკუთრებული მოვლენების შესახებ, რომელიც განკუთვნილია წინასაფრენოსნო დაგეგმარების და ფრენისას გადაგეგმარებისათვის, მე-2 პუნქტში მითითებული კოდური ფორმის გარდა, შესაძლებელია გავრცელდეს დამატებით IWXXM GML ფორმითაც. შენიშვნა 1: სახელმძღვანელო მასალა IWXXM დანერგვის შესახებ მოცემულია იკაო-ს დოკ (10003) „იკაო-ს მეტეოროლოგიური ინფორმაციის გაცვლის ( IWXXM ) მოდელის შესახებ სახელმძღვანელოში“. შენიშვნა 2: გეოგრაფიული მარკირების ენა (GML) წარმოადგენს ღია გეოსივრცეთაშორისი კონსორციუმის კოდირების სტანდარტს (OGC).“. 36. 108-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. შეტყობინებები METAR და SPECI (მათ შორის, პროგნოზები“ TREND“) TAF, GAMET, SIGMET, და AIRMET, საკონსულტაციო ინფორმაცია ვულკანური ფერფლის და ტროპიკული ციკლონების შესახებ და კოსმოსური ამინდის შესახებ საკონსულტაციო ინფორმაცია უნდა წარედგინოთ შესაბამისი ნიმუშების შესაბამისად, რომლებიც მოცემულია ამ წესის XII-XVI თავებში. ასეთი მეტეოროლოგიური ინფორმაცია, მიღებული სხვა მეტეოროლოგიური ორგანოებისაგან, უნდა ჩაერთოს საფრენოსნო დოკუმენტაციაში ცვლილებების გარეშე.“. 37. 111-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 111. ინფორმაცია აეროდრომის კოშკურისათვის აეროდრომის მეტეოროლოგიური ორგანო უზრუნველყოფს აეროდრომის კოშკურას უახლესი მეტეოროლოგიური ინფორმაციით: ა) ადგილობრივი, რეგულარული და სპეციალური შეტყობინებებით, შეტყობინებებით METAR და SPECI, პროგნოზებით TAF და „ტრენდის“ ტიპის პროგნოზებით შესაბამის აეროდრომზე და მათი კორექტივებით; ბ) ინფორმაციით SIGMET და AIRMET, გაფრთხილებებით ქარის წანაცვლების შესახებ და გაფრთხილებებით აეროდრომზე; გ) ნებისმიერი დამატებითი მეტეოროლოგიური ინფორმაციით, რომელთა მიმართებაშიც არსებობს ადგილობრივი შეთანხმებები, მაგალითად, მიწისპირა ქარის პროგნოზი ადზ-ზე პირობების შესაძლო შეცვლის განსაზღვრისათვის; დ) მიღებული ინფორმაციით ვულკანური ფერფლის შესახებ, რომლებთან დაკავშირებითაც ჯერ არ იყო გამოცემული SIGMET; ე) მიღებული ინფორმაციით ვულკანური მოქმედების, რომელიც წინ უსწრებს ამოფრქვევას, და/ან ვულკანური ამოფრქვევის შესახებ, აეროდრომის მეტეოროლოგიურ ორგანოსა და სმმ-ის ორგანოს შორის შეთანხმებით.“. 38. 112-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 112. ინფორმაცია მისადგომის სამეთვალყურეო პუნქტისათვის მეტეოროლოგიური სამსახური უზრუნველყოფს აეროდრომის სამეთვალყურეო მისადგომის პუნქტს უახლესი მეტეოროლოგიური ინფორმაციით: ა) ადგილობრივი, რეგულარული და სპეციალური შეტყობინებებით, შეტყობინებებით METAR და SPECI, მათ შორის, წნევის მიმდინარე მონაცემებით, პროგნოზებით TAF-ი და “ტრენდის“ ტიპის პროგნოზებით და მათი კორექტივებით აეროდრომ(ებ)ზე; ბ) ინფორმაციით SIGMET და AIRMET, გაფრთხილებებით ქარის წანაცვლების შესახებ და გაფრთხილებებით აეროდრომზე; შესაბამისი სპეციალური შეტყობინებებით საჰაერო ხომალდებიდან იმ საჰაერო სივრცის შესახებ, რომელიც განეკუთვნება მისადგომის სამეთვალყურეო პუნქტის მომსახურების ზონას; გ) ნებისმიერი დამატებითი მეტეოროლოგიური ინფორმაციით, რომელთა მიმართებაშიც არსებობს ადგილობრივი შეთანხმებები, მაგალითად, მიწისპირა ქარის პროგნოზი ადზ-ზე პირობების შესაძლო შეცვლის განსაზღვრისათვის; დ) მიღებული ინფორმაციით ვულკანური ფერფლის შესახებ, რომლებთან დაკავშირებითაც ჯერ არ იყო გამოცემული SIGMET; ე) მიღებული ინფორმაციით ვულკანური მოქმედების, რომელიც წინ უსწრებს ამოფრქვევას, და/ან ვულკანური ამოფრქვევის შესახებ, მეტეოროლოგიურ სამსახურსა და სმმ-ის ორგანოს შორის შეთანხმებით.“. 39. 113-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მეტეოროლოგიური სამსახური უზრუნველყოფს აეროდრომის საფრენოსნო ინფორმაციის ცენტრს ან რაიონულ სამეთვალყურეო ცენტრს უახლესი მეტეოროლოგიური ინფორმაციით: ა) შეტყობინებებით METAR და SPECI, მათ შორის წნევის მიმდინარე მონაცემებით აეროდრომზე და სხვა წერტილებზე, პროგნოზებით TAF და „ტრენდის“ ტიპის პროგნოზებით და მათი კორექტივებით აეროდრომ(ებ)ზე, რომლებიც მოიცავს საფრენოსნო ინფორმაციის ცენტრს ან რაიონულ სამეთვალყურეო ცენტრს რეგიონული სააერნაოსნო შეთანხმების საფუძველზე, რომელიც მოიცავს აეროდრომებს მეზობელ საფრენოსნო ინფორმაციის რაიონებში; ქარის სიჩქარის და მიმართულების უახლესი მონაცემებით; ბ) სიმაღლეებზე ქარის და ტემპერატურის პროგნოზებით, ფრენის მარშრუტზე ამინდის განსაკუთრებული მოვლენების პროგნოზებით და მათი კორექტივებით, განსაკუთრებით იმ მოვლენების შესახებ, რომლებსაც შეუძლიათ ხელი შეუშალონ ფრენების ვიზუალური წესებით შესრულებას. ინფორმაციით SIGMET და AIRMET, გაფრთხილებებით ქარის წანაცვლების შესახებ და გაფრთხილებებით აეროდრომზე; შესაბამისი სპეციალური შეტყობინებებით საჰაერო ხომალდებიდან საფრენოსნო ინფორმაციის ან სამეთვალყურეო რაიონში და რეგიონული სააერნაოსნო შეთანხმების და საფრენოსნო ინფორმაციის ცენტრის ან რაიონული სამეთვალყურეო ცენტრის მოთხოვნის შესაბამისად.“. 40. 115-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 115. ინფორმაცია სააერნაოსნო ინფორმაციის სამსახურებისათვის სააერნაოსნო ინფორმაციის სამსახურებს მიეწოდება შემდეგი ინფორმაცია: ა) საერთაშორისო აერნაოსნობის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის შესახებ, რომელიც განკუთვნილია საქართველოს სააერნაოსნო ინფორმაციის კრებულში (AIP GEORGIA) ჩასართავად; ბ) აუცილებელი ინფორმაციით NOTAM-ის და ASHTAM-ის მოსამზადებლად, მათ შორის, ინფორმაციით: ბ.ა) შემოღების, შეწყვეტის და მნიშვნელოვანი ცვლილებების შესახებ საავიაციო მეტეოროლოგიური მომსახურების ორგანიზებაში. აღნიშნული ინფორმაცია მიეწოდებათ სააერნაოსნო ინფორმაციის სამსახურებს დროულად, ძალაში შესვლის ვადამდე, რათა საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 ოქტომბრის №471 დადგენილების „ჰაერსანაოსნო მონაცემების და ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მიმწოდებლების, მათი უფლებამოვალეობების და ჰაერსანაოსნო მონაცემების და ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მიწოდების წესის“ მე-8 მუხლის შესაბამისად იყოს NOTAM-ის გამოცემის შესაძლებლობა; ბ.ბ) ვულკანური მოქმედების წარმოშობის შესახებ; ბ.გ) ატმოსფეროში რადიოაქტიური ნივთიერების ავარიულად მოხვედრის შესახებ მიღებული ინფორმაციით; გ) აუცილებელი ინფორმაციით სააერნაოსნო ინფორმაციის ცირკულარების მოსამზადებლად; მათ შორის,ინფორმაციით: გ.ა) საავიაციო მეტეოროლოგიურ მომსახურებაში მნიშვნელოვანი ცვლილებების შესახებ, მისი ორგანიზების წესებისა და საშუალებების შესახებ, და: გ.ბ) საჰაერო ხომალდების ფრენების შესრულებაზე განსაზღვრული მეტეოროლოგიური ორგანოების ზემოქმედების შესახებ.“. 41. 116-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 116. აუცილებელი დრო მეტეოროლოგიური ინფორმაციის გადასაცემად ოპერატიული მეტეოროლოგიური ინფორმაციის შემცველი შეტყობინებებისა და ბიულეტენების გადაცემის დრო არ უნდა აღემატებოდეს 5 წუთს.“. 42. 117-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ოპერატიული მეტეოროლოგიური ინფორმაციის შემცველი ბიულეტენები უნდა გავრცელდეს საავიაციო ფიქსირებული მომსახურების (AFS) საშუალებით.“. 43. დანართი №3 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. 44. დაემატოს დანართი №4 თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
1. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, გარდა ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-18 პუნქტით გათვალისწინებული 66-ე მუხლის მე-5 პუნქტისა, მე-19 პუნქტით გათვალისწინებული 68-ე მუხლის მე-2 პუნქტისა, მე-20 პუნქტით გათვალისწინებული 69-ე მუხლის პირველი პუნქტისა, 21-ე პუნქტით გათვალისწინებული 73-ე მუხლის მე-3 პუნქტისა, 25-ე პუნქტით გათვალისწინებული 92-ე მუხლის მე-2 პუნქტისა, 28-ე პუნქტით გათვალისწინებული 98-ე მუხლის მე-8 პუნქტისა, 31-ე პუნქტით გათვალისწინებული 99-ე მუხლის მე-8 პუნქტისა და 35-ე პუნქტით გათვალისწინებული 107-ე მუხლის მე-4 პუნქტისა.
2. ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-18 პუნქტით გათვალისწინებული 66-ე მუხლის მე-5 პუნქტი, მე-19 პუნქტით გათვალისწინებული 68-ე მუხლის მე-2 პუნქტი, მე-20 პუნქტით გათვალისწინებული 69-ე მუხლის პირველი პუნქტი, 25-ე პუნქტით გათვალისწინებული 92-ე მუხლის მე-2 პუნქტი და 35-ე პუნქტით გათვალისწინებული 107-ე მუხლის მე-4 პუნქტი ამოქმედდეს 2021 წლის 4 ნოემბრიდან; 21-ე პუნქტით გათვალისწინებული 73-ე მუხლის მე-3 პუნქტი, 28-ე პუნქტით გათვალისწინებული 98-ე მუხლის მე-8 პუნქტი და 31-ე პუნქტით გათვალისწინებული 99-ე მუხლის მე-8 პუნქტი ამოქმედდეს 2020 წლის 5 ნოემბრიდან. 3. ამ დადგენილების პირველი მუხლის 23-ე პუნქტით გათვალისწინებული 85-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ძალაშია 2021 წლის 4 ნოემბრამდე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები