„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 11 დეკემბრის №99 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 145
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 19/10/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/10/2020
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.034.017074
145
19/10/2020
ვებგვერდი, 20/10/2020
010320040.22.034.017074
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 11 დეკემბრის №99 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება  №145

2020 წლის 19 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 11 დეკემბრის №99 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლი მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 11 დეკემბრის №99 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 11/12/2019, 010320040.22.034.016924) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს ცვლილება და წესის:

1. მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. ამ მუხლის მე-4 პუნტის საფუძველზე, სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და ტერიტორიულ ორგანოებში სტაჟირების გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი – სერტიფიკატი გაიცემა დანართი №3-ის შესაბამისად, ხოლო სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში − ამავე დანაყოფების ხელმძღვანელების ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად.“ 

2. მე-14 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. ამ მუხლის მე-3 პუნტის საფუძველზე, სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და ტერიტორიულ ორგანოებში სასწავლო პრაქტიკის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი – სერტიფიკატი გაიცემა დანართი №4-ის შესაბამისად, ხოლო სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში − ამავე დანაყოფების ხელმძღვანელების ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური