„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემისა და ფასის გადახდის წესის, სანებართვო მოწმობის, უწყებრივი სანებართვო რეესტრის (ჟურნალის) და კონკურსის წესით გამოვლენილ გამარჯვებულთან გასაფორმებელი ხელშეკრულების ფორმების და სანებართვო მოწმობის შევსებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 ივნისის №50 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 36
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 16/10/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/10/2020
სარეგისტრაციო კოდი 310150000.35.132.016497
36
16/10/2020
ვებგვერდი, 19/10/2020
310150000.35.132.016497
„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემისა და ფასის გადახდის წესის, სანებართვო მოწმობის, უწყებრივი სანებართვო რეესტრის (ჟურნალის) და კონკურსის წესით გამოვლენილ გამარჯვებულთან გასაფორმებელი ხელშეკრულების ფორმების და სანებართვო მოწმობის შევსებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 ივნისის №50 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №36

2020 წლის 16 ოქტომბერი

ქ. ბათუმი

„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემისა და ფასის გადახდის წესის, სანებართვო მოწმობის, უწყებრივი სანებართვო რეესტრის (ჟურნალის) და კონკურსის წესით გამოვლენილ გამარჯვებულთან გასაფორმებელი ხელშეკრულების ფორმების და სანებართვო მოწმობის შევსებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 ივნისის №50 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო :

მუხლი 1
„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემისა და ფასის გადახდის წესის, სანებართვო მოწმობის, უწყებრივი სანებართვო რეესტრის (ჟურნალის) და კონკურსის წესით გამოვლენილ გამარჯვებულთან გასაფორმებელი ხელშეკრულების ფორმების და სანებართვო მოწმობის შევსებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 ივნისის №50 დადგენილებაში (გამოქვეყნების წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 06/07/2018, სარეგისტრაციო კოდი: 310150000.35.132.016398) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის:

ა) მე-2 მუხლისდაქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) ნებართვის გამცემი – მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით გასცემს ნებართვას;

„ქ) ხელშეკრულება – დოკუმენტი, რომელიც ფორმდება მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსა და კონკურსში გამარჯვებულს შორის და რომლითაც ზუსტდება მხარეთა გარკვეული უფლებები და მოვალეობები.“;

ბ) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ნებართვა გაიცემა მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილებით დამტკიცებულ მარშრუტებზე.“;

გ) მე-4 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო.

3. კონკურსის ორგანიზატორია მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო.“;

დ) მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) ყველა სხვა დოკუმენტი, რომლებიც წინამდებარე წესის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს სამართლებრივი აქტით იქნება განსაზღვრული;“;

ე) მე-6 მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. იმ შემთხვევაში, თუ კონკურსის პირობებით დადგენილ ვადაში არ იქნა წარდგენილი განცხადება სამარშრუტო ხაზზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, კონკურსი ითვლება ჩაშლილად. მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ასეთ შემთხვევაში იღებს გადაწყვეტილებას კონკურსის ჩაშლილად გამოცხადების შესახებ, რის თაობაზეც ინფორმაცია ქვეყნდება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში, აგრეთვე ვრცელდება ინტერნეტის ქსელით. განმეორებითი კონკურსი ჩატარდება მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს გადაწყვეტილებით, წინამდებარე წესის შესაბამისად.“;

ვ) მე-8 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული „საკონკურსო შეფასების კრიტერიუმების“ ცხრილის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა)

2013-2020 წ.წ.

10

2. კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემები

ა)

მგზავრთა სალონის გამართული კონდიცირების სისტემა, ლუქი სახურავზე და 4 (ოთხი) გასაღები ფანჯარა

4

ბ)

4 (ოთხი) და მეტი გასაღები ფანჯარა და ლუქი სახურავზე

1

M2 კატეგორიის ავტობუსი, რომელიც ვერ დააკმაყოფილებს ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებს ნებართვა არ გაიცემა

ზ) მე-12 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. კომისიის ოქმი კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ დასამტკიცებლად ეგზავნება მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს, ცხადდება საჯაროდ და ეგზავნება კონკურსის ყველა მონაწილეს. კონკურსში გამარჯვებულს ნებართვის მიღებამდე უფლება არა აქვს განახორციელოს აღნიშნული საქმიანობა.“;

თ) მე-15 მუხლის პირველი, მე-3 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი  რედაქციით:

„1. ნებართვა გაიცემა კონკურსში გამარჯვებულ ნებართვის მაძიებელზე, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ კონკურსში გამარჯვებულებად გამოცხადების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილებისა და ნებართვის გამცემსა და კონკურსში გამარჯვებულს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.

3. კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადების შესახებ მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს გადაწყვეტილების მიღებიდან 30 სამუშაო დღის განმავლობაში კონკურსში გამარჯვებულს ან ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად საქართველოში დაფუძნებულ საწარმოსა და მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს შორის ფორმდება ხელშეკრულება.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში კონკურსი ითვლება ჩაშლილად. მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ასეთ შემთხვევაში იღებს გადაწყვეტილებას კონკურსის ჩაშლილად გამოცხადების შესახებ, რის თაობაზეც ინფორმაცია ქვეყნდება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში, აგრეთვე ვრცელდება ინტერნეტის ქსელით. განმეორებითი კონკურსი ჩატარდება მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს გადაწყვეტილებით, წინამდებარე წესის შესაბამისად, არაუგვიანეს ექვსი თვის ვადაში.“;

ი) მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

კ) 24-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაგციით:

„მუხლი 24. ნებართვის გაცემის ფასის გამოანგარიშების წესი

1. ნებართვის გაცემის ფასი გამოიანგარიშება ყოველთვიურად კონკრეტულ სამარშრუტო ხაზზე M2 და M3 კატეგორიის ავტობუსების მიმდინარე საერთო რაოდენობის გადამრავლებით ნებართვის გაცემის ფასის განაკვეთზე (M2 კატეგორიის ავტობუსების საერთო რაოდენობა სამარშრუტო ხაზების მიხედვით შესაძლებელია იყოს ცვალებადი).

2. ინფორმაციას M2 კატეგორიის ავტობუსების მიმდინარე საერთო რაოდენობაზე სამარშრუტო ხაზების მიხედვით ნებართვის გამცემს ყოველთვიურად წერილობით აწვდის ნებართვის მფლობელი.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული №2 დანართის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაგციით:

„3. სანებართვო მოწმობას ხელს აწერს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერი.“.

3. დადგენილებით დამტკიცებული №3 დანართი ჩამოყალიბდეს ამ დადგენილებაზე თანდართული რედაქციით.

4. დადგენილებით დამტკიცებული №5 დანართის:

ა) პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ერთის მხრივ, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, ქალაქ ბათუმის  მუნიციპალიტეტის  მერის  ---------------------------------  სახით  და  მეორეს  მხრივ, კონკურსში გამარჯვებული (შპს ან/და ფიზიკური პირი – ი/მ) „------------------------------------------------------„ (შემდგომში – „გადამზიდავი“) მისი დირექტორის ან/და ფიზიკური პირის ------------------------ სახით, ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე:“.

ბ) მე-2 პუნქტის 2.5 ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-3 პუნქტის 3.4, 3.5 და 3.6 ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

დ) მე-3 პუნქტის 3.57 ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 3.58  ქვეპუნქტი:

„3.58 კონკურსის წესის საფუძველზე გამოვლენილი გამარჯვებული ნებართვის მაძიებლის M2 კატეგორიის ავტობუსებში, რომელთაც დადგენილი გრაფიკის შესაბამისად მოუწევთ სამარშრუტო ხაზზე მუშაობა, ვალდებული იქნებიან, ჩართული ჰქონდეთ GPS მონიტორინგის სისტემა. სამარშრუტო ხაზზე გამორთული GPS მონიტორინგის სისტემით მომსახურების გაწევა კი იქნება მკაცრად კონტროლირებადი და ჩაითვლება სანებართვო პირობების დარღვევად.“;

ე) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. პასუხისმგებლობა სანებართვო პირობების დარღვევისათვის. ნებართვის გაუქმება

4.1. ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შეუსრულებლობა და ნებართვის ფასის გადახდის ვადების დარღვევა გამოიწვევს პასუხისმგებლობას მოქმედი ნორმატიული აქტებისა და ნებართვის მფლობელთან გაფორმებული წინამდებარე ხელშეკრულების შესაბამისად.

4.2. ნებართვა შეიძლება ვადის გასვლამდე გაუქმებულ იქნეს:

 ა) ნებართვის მფლობელის მოთხოვნის შემთხვევაში;

ბ) ნებართვის მფლობელის ლიკვიდაციისას, ფიზიკური პირის შემთხვევაში მისი გარ დაცვალებისას;

გ) კონკურსის წესით და წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული სანებართვო პირობების ნებისმიერი პუნქტის/ქვეპუნქტის შეუსრულებლობა კონრეტულ სამარშრუტო ხაზზე (სამი ან მეტი დარღვევის შემთხვევაში დაფიქსირებული შესაბამისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმით (საჯარიმო ქვითრით) გამოიწვევს კონკურსის წესის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად მთლიანი სამარშრუტო ხაზისათვის გაცემული ნებართვის გაუქმებას;

დ) კონკურსის წესის 25-ე მუხლით განსაზღვრული ნებართვის ფასის გადახდის წესის და ვადების დარღვევა კონკრეტულ სამარშრუტო ხაზზე (იმ შემთხვევაში თუ ნებართვის მფლობელი გაფრთხილებიდან 10 კალენდარულ დღეში არ დაფარავს დაკისრებულ ვალდებულებას) გამოიწვევს კონკურსის წესის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად მთლიანი სამარშრუტო ხაზისთვის გაცემული ნებართვის გაუქმებას;

ე) ნებართვის მფლობელს, რომელსაც ამ ქვეპუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად ნებართვის მოქმედების ვადაში გაუუქმდება ადგილობრივი საქალაქო სამგზავრო გადაყვანის ნებართვა რომელიმე კონკრეტულ სამარშრუტო ხაზზე, ჩაითვლება არასანდო პარტნიორად და მომავალში არ ექნება უფლება მონაწილეობა მიიღოს ანალოგიური სახის კონკურსებში მინიმუმ 3 წლის განმავლობაში;

ვ) საქმიანობის უფლების ჩამორთმევის თაობაზე სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემთხვევაში;

ზ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევებში.

4.3. ნებართვის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

4.4. ნებართვის გაუქმება ფორმდება მისი გამცემის მიერ, რაც ეცნობება ნებართვის მფლობელს.

4.5. ნებართვის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ სანებართვო მოწმობა უბრუნდება ნებართვის გამცემს.

4.6. სანებართვო მოწმობის ნებართვის გამცემისათვის დადგენილ ვადაში ჩაუბარებლობისას მომსახურების განხორციელების შემთხვევაში მისი მფლობელი პასუხს აგებს უნებართვო საქმიანობისთვის.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესულიკო თებიძე