„იპოთეკური კრედიტების მხარდაჭერის მექანიზმის“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 ივნისის №387 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„იპოთეკური კრედიტების მხარდაჭერის მექანიზმის“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 ივნისის №387 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 628
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 15/10/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/10/2020
სარეგისტრაციო კოდი 190000000.10.003.022346
628
15/10/2020
ვებგვერდი, 19/10/2020
190000000.10.003.022346
„იპოთეკური კრედიტების მხარდაჭერის მექანიზმის“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 ივნისის №387 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №628

2020 წლის 15 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„იპოთეკური კრედიტების მხარდაჭერის მექანიზმის“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 ივნისის №387 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „იპოთეკური კრედიტების მხარდაჭერის მექანიზმის“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 ივნისის №387 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 26/06/2020, 190000000.10.003.022101) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ სახელმწიფო პროგრამაში – „იპოთეკური კრედიტების მხარდაჭერის მექანიზმი“ მე-5 მუხლის მე-4, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. კომერციული ბანკის მიერ ამ კომპონენტის მიხედვით კრედიტის დამტკიცების შემთხვევაში, სააგენტო, ამავე მუხლით განსაზღვრული მოცულობების ფარგლებში, ახორციელებს კომერციული ბანკის მიერ კომპონენტის ბენეფიციარისთვის გაცემულ კრედიტზე დარიცხული საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას, სესხის გაცემიდან 60 (სამოცი) თვის განმავლობაში (ამასთან, თუ კომერციული ბანკის მიერ გაცემული სესხის ვადა 60 (სამოცი) თვეზე ნაკლებია, სააგენტო განახორციელებს გაცემულ კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას გაცემული სესხის ვადით), არაუმეტეს 4 %-ისა, შემდეგი წესით:

ა) მცურავ საპროცენტო განაკვეთში გაცემული სესხ(ებ)ის შემთხვევაში – სააგენტოს თანადაფინანსების წილი განისაზღვრება დარიცხულ რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 4.25 პროცენტის ოდენობით, იმ დრომდე, სანამ დარიცხული რეფინანსირების განაკვეთი გაუტოლდება 5 %-ს;

ბ) ფიქსირებულ საპროცენტო განაკვეთში გაცემული სესხ(ებ)ის შემთხვევაში – სააგენტოს თანადაფინანსების წილი განისაზღვრება ფიქსირებულად, სესხის ხელშეკრულების გაფორმების დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 4.25 პროცენტის ოდენობით;

გ) ფიქსირებულ საპროცენტო განაკვეთში გაცემული სესხის მცურავ საპროცენტო განაკვეთში გადაყვანის შემთხვევაში – სააგენტოს თანადაფინანსების წილი საპროცენტო განაკვეთის ცვლილების დღემდე განისაზღვრება ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად, ხოლო საპროცენტო განაკვეთის ცვლილების შემდეგ ამავე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად;

დ) მცურავ საპროცენტო განაკვეთში გაცემული სესხის ფიქსირებულ საპროცენტო განაკვეთში გადაყვანის შემთხვევაში – სააგენტოს თანადაფინანსების წილი საპროცენტო განაკვეთის ცვლილების დღემდე განისაზღვრება ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად, ხოლო საპროცენტო განაკვეთის ცვლილების შემდეგ ამავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

5. რეფინანსირების განაკვეთის ცვლილების შემთხვევაში, მცურავ საპროცენტო განაკვეთში გაცემული სესხის შემთხვევაში სააგენტოს თანადაფინანსების წილი განისაზღვრება შეცვლილი რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 4.25%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 4%-ისა.

6. რეფინანსირების განაკვეთის ცვლილება არ იწვევს სააგენტოს თანადაფინანსების წილის ცვლილებას ფიქსირებულ საპროცენტო განაკვეთში გაცემულ სესხებზე.

7. რეფინანსირების განაკვეთის 5%-მდე შემცირების შედეგად სააგენტოს მიერ ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად გაცემული სესხისთვის შეწყვეტილი თანადაფინანსება განახლდება რეფინანსირების განაკვეთის 5%-ზე მეტად გაზრდისთანავე, თანადაფინანსების დარჩენილი ვადით.“.

მუხლი 2
1. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. დადგენილების მოქმედება ვრცელდება საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 ივნისის №387 დადგენილებით დამტკიცებული „იპოთეკური კრედიტების მხარდაჭერის მექანიზმის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 2020 წლის 26 ივნისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.


პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია