დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 625 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 15/10/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/10/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 330110000.10.003.022345 |
|
„საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებაში (სსმ, №154, 25/11/2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების“ დანართ №3-ში:
1. პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. 2. დაემატოს 31 პუნქტი შემდეგი რედაქციით: „31. ქვეყანაში არსებული პანდემიის გათვალისწინებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პირველადი ჯანდაცვის ექიმების ცხელი ხაზის მოკლე ნომერი – 1522, რომელიც ამ დადგენილების ძალაში შესვლიდან ერთი წლის განმავლობაში ფუნქციონირებს „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით საგანგებო (ექსტრემალური) სამსახურების ერთიანი სამნიშნა მოკლე ნომრების მიმართ განსაზღვრული რეგულაციებით, ხოლო შემდეგ გააგრძელებს ფუნქციონირებას როგორც საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების ცხელი ხაზის მოკლე ნომერი.“. 3. მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების ცხელი ხაზების ნუმერაცია:
.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები