დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 18 |
| დოკუმენტის მიმღები | ხულოს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 15/10/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/10/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250040.35.136.016350 |
|
ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის საფუძველზე ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულო
ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ხულოს მუნიციპალიტეტის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ივლისის №5 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/07/2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250040.35.136.016132) შეტანილი იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის 48-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 48. საკრებულოს გასვლითი ან დისტანციური სხდომა 1. საკრებულოს სხდომა ტარდება საკრებულოს სხდომის დარბაზში, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ საკითხი ეხება კონკრეტული ადმინისტრაციული ერთეულის ძირეულ სოციალურ-ეკონომიკურ ინტერესებს და ხელს უწყობს მოქალაქეთა ჩართულობას ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში, ტარდება საკრებულოს გასვლითი სხდომა შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში. 2. საკრებულოს გასვლითი სხდომის ჩატარებაზე გადაწყვეტილებას იღებს საკრებულო საკრებულოს სხდომაზე ან საკრებულოს ბიურო საკრებულოს მორიგი სხდომებს შორის პერიოდში: ა) საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივით; ბ) საკრებულოს ფრაქციის ინიციატივით; გ) თვითმმართველ ერთეულში შემავალ ადმინისტრაციულ ერთეულში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 1%-ის მოთხოვნით. 3. საკრებულოს, საქართველოს კონსტიტუციით, „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონით და წინამდებარე რეგლამენტით გათვალისწინებული ეს უფლებამოსილება, ფორსმაჟორული სიტუაციის (დაუძლეველი ძალის) არსებობისას, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით შესაძლებელია განხორციელდეს დისტანციურად სათანადო ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით. 4. საკრებულოს გასვლითი ან დისტანციური სხდომების ჩატარებას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი.“. |
| მუხლი 2 |
„ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №21 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 16/11/2017 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.136.016241) შევიდეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის VII თავი:
„თავი VI 1 ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის მიერ პერსონალურ მონაცემთა დამუშავება კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებისას მუხლი 331 . ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის მიერ პერსონალურ მონაცემთა დამუშავება 1. ხულოს მუნიციპალიტეტის მერია უფლებამოსილია ერთიანი საქმისწარმოების პროგრამაში სწორი და უტყუარი მონაცემების აღრიცხვის და თავისი ფუნქციების შესრულების, მათ შორის: სოციალური დახმარების, ჯანმრთელობის დაცვის, სკოლამდელი აღზრდის ხელშეწყობის, სატრანსპორტო პოლიტიკის განხორციელების, ადამიანური რესურსების მართვის და სხვა მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან გაფორმებული სათანადო ხელშეკრულების საფუძველზე ელექტრონული სისტემის მეშვეობით მიიღოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან პერსონალური მონაცემები. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებში იგულისხმება: 1. სახელი; 2. გვარი; 3. პირადი ნომერი; 4. დაბადების თარიღი 5. სქესი; 6. მოქალაქეობა; 7. ინფორმაცია პირის მისამართზე რეგისტრაციის შესახებ; 8. ინფორმაცია საქართველოში კანონიერად ყოფნის საფუძვლის შესახებ; 9. ფოტოსურათი. 3. ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული მონაცემები შეიძლება დამუშავდე მხოლოდ იმ მოცულობით, რაც აუცილებელია შესაბამისი უფლებამოსილების განსახორციელებლად, ხულოს მუნიციპალიტეტის მერია ვალდებულია საქმისწარმოების პროგრამაში ცალკეული ფუნქციების გათვალისწინებით განსაზღვროს მონაცემთა კონკრეტული მოცულობა. 4. ამ მუხლის მიზნებისთვის ხულოს მუნიციპალიტეტის მერია მონაცემთა დამუშავებას ახორციელებს უშუალოდ ან უფლებამოსილი პირის მეშვეობით.“. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები