„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 106/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
მიღების თარიღი 19/10/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/10/2020
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.017965
106/ნ
19/10/2020
ვებგვერდი, 19/10/2020
040030000.22.022.017965
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
 
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის

ბრძანება №106/ნ

2020 წლის 19 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2018 წლის 05 ივლისის №3024-რს საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი და მე-8 პუნქტებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში (სსმ, №112, 26/09/2005) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების მე-2 პუნქტით დამტკიცებული „საჯარო სკოლის წესდების“ (დანართი №1) 27-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. 2020-2021 სასწავლო წელს, იმ საჯარო სკოლებში, სადაც საბაზო ან/და საშუალო საფეხურებზე სასწავლო პროცესი ხორციელდება დისტანციური სწავლების სრულად ელექტრონული ან/და ჰიბრიდული მოდელით, მოსწავლეთა თვითმმართელობის არჩევნები ჩატარდეს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და საბაზო ან/და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა შესაბამის საჯარო სკოლებში სრულად დაშვების შემდეგ.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2020 წლის 15 ოქტომბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრიმიხეილ ჩხენკელი