„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 256
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 15/10/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/10/2020
სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.017385
256
15/10/2020
ვებგვერდი, 16/10/2020
200090000.22.033.017385
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება  №256

2020 წლის 15 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, 200090000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 38-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მე-5 სვეტში აისახება შემოსავლების მიმღებ პირთა კატეგორია. კერძოდ, რეზიდენტი ფიზიკური პირები – დაქირავებით მომუშავე ფიზიკური პირები, საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე საწარმოში დაქირავებით მომუშავე ფიზიკური პირები, რომელთა საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე საწარმოში დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ხელფასი იბეგრება 5%-ით, ფიზიკური პირები, გარდა ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებული ფიზიკური პირებისა, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირებისა, ნოტარიუსებისა, კერძო აღმასრულებლებისა, მიკრობიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირებისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირებისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში, რომლებიც ეწევიან მომსახურებას და რომელთა შემოსავალი იბეგრება 20%-ით, ფიზიკური პირები, გარდა ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებული ფიზიკური პირებისა, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირებისა, ნოტარიუსებისა, კერძო აღმასრულებლებისა, მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირებისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირებისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში, რომლებიც ეწევიან მომსახურებას და რომელთა შემოსავალი იბეგრება 5%-ით, ფიზიკური პირები, რომელთა მიერ საქონლის მიწოდებით მიღებული შემოსავალი  საქონლის შემძენი პირის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 133​3 მუხლის შესაბამისად იბეგრება გადახდის წყაროსთან 3-პროცენტიანი განაკვეთით, სასტუმროს აქტივების/მათი ნაწილის მესაკუთრე ფიზიკური პირი, სხვა ფიზიკური პირები; რეზიდენტი ორგანიზაციები; არარეზიდენტები – შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნებში რეგისტრირებული იურიდიული პირები, შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნებში რეგისტრირებული ფიზიკური პირები, საქართველოში მუდმივი დაწესებულების არმქონე სხვა არარეზიდენტი იურიდიული პირები, საქართველოში მუდმივი დაწესებულების არმქონე არარეზიდენტი ფიზიკური პირები; ფიზიკური პირი – „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთობისა და გაზის ოპერაციების განმახორციელებელი არარეზიდენტი ქვეკონტრაქტორი; მეწარმე ფიზიკური პირის მიერ საერთაშორისო კავშირგაბმულობის ტელესაკომუნიკაციო მომსახურებისათვის და საერთაშორისო გადაზიდვების სატრანსპორტო მომსახურებისათვის გადახდილი თანხების მიმღები პირი; იურიდიული პირი – „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთობისა და გაზის ოპერაციების განმახორციელებელი არარეზიდენტი ქვეკონტრაქტორი; საწარმოს, ორგანიზაციის  მიერ საერთაშორისო კავშირგაბმულობის ტელესაკომუნიკაციო მომსახურებისათვის და საერთაშორისო გადაზიდვების სატრანსპორტო მომსახურებისათვის გადახდილი თანხების მიმღები პირი;“.

2. VII3 კარის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის VII4 კარი:

„კარი VII4

საერთაშორისო კომპანიის სტატუსი

მუხლი 1117. საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მინიჭება

საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მისაღებად დაინტერესებული პირი შემოსავლების სამსახურს მიმართავს №VII4-01 დანართით გათვალისწინებული ფორმის განცხადებით.

მუხლი 1118. საერთაშორისო კომპანიაში დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული შემოსავლის დაბეგვრის წესი

1. საერთაშორისო კომპანიაში დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული შემოსავალი 5 პროცენტით იბეგრება.

2. საერთაშორისო კომპანიის მიერ დაქირავებით მომუშავე ფიზიკურ პირებზე ხელფასის/სარგებლის (ფულადი ან ნატურალური) სახით გაცემული ანაზღაურება აისახება ამ ინსტრუქციის 37-ე მუხლით გათვალისწინებულ გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების დეკლარაციაში, რომელიც ივსება ამავე ინსტრუქციის 38-ე მუხლის შესაბამისად.

3. საერთაშორისო კომპანიის მიერ დაქირავებულების შესახებ ინფორმაცია აისახება ამ ინსტრუქციის 37-ე მუხლით გათვალისწინებულ გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების დეკლარაციის „ა“ დანართში, რომელიც ივსება ამავე ინსტრუქციის 38-ე მუხლის შესაბამისად.“.

3. ინსტრუქციას დაემატოს თანდართული რედაქციის №VII4-01 დანართი.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრიივანე მაჭავარიანი




დანართი VII4-01

განცხადება

საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მინიჭების მოთხოვნის თაობაზე

საწარმოს სარეგისტრაციო მონაცემები:

სახელწოდება

 

სამართლებრივი ფორმა

 

საიდენტიფიკაციო კოდი

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

იურიდიული მისამართი

 

ფაქტობრივი მისამართი

 

ტელეფონი

 

ელ. ფოსტის მისამართი

 

 

მონიშნეთ ნებადართული საქმიანობის სახე, რომელზეც გსურთ სტატუსის მიღება*:

*დასაშვებია ერთი ან რამდენიმე საქმიანობის სახის მონიშვნა

მომსახურება საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში, რომელიც გაეწევა  პირ(ებ)ს, რომლის/რომელთა რეგისტრაციის ადგილი ან მართვის ადგილი არის საქართველოს ფარგლებს გარეთ. აღნიშნული მომსახურება შესაძლებელია მოიცავდეს რომელიმე შემდეგი სახის საქმიანობას:

  

 

1. პროგრამული უზრუნველყოფის გამოცემა

2. კომპიუტერული თამაშების გამოცემა

3. სხვა პროგრამული უზრუნველყოფის გამოცემა

4. კომპიუტერული დაპროგრამება, კონსულტირება და მათთან დაკავშირებული საქმიანობები

5. კომპიუტერული დაპროგრამების საქმიანობები

6. საკონსულტაციო საქმიანობები კომპიუტერული ტექნოლოგიების დარგში

7. კომპიუტერული საშუალებების მართვის საქმიანობები

8. საინფორმაციო ტექნოლოგიების და კომპიუტერული მომსახურების სხვა საქმიანობები

9. ციფრული პროდუქტის დამზადება ან/და მიწოდება, პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერისა და მისი განახლებული ვერსიის მიწოდების ჩათვლით

10. ვებგვერდის დამზადება ან/და მიწოდება

11. ვებჰოსთინგი, პროგრამული უზრუნველყოფისა და აპარატურის დისტანციური ტექნიკური მომსახურება

12. პროგრამული უზრუნველყოფა და შესაბამისი განახლება

13. გამოსახულებების, ტექსტებისა და ინფორმაციის მიწოდება მონაცემთა ბაზის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით

14. სისტემის დისტანციური ადმინისტრირება

15. მეხსიერების გამოყოფილი მოცულობის ონლაინ მიწოდება

16. პროგრამულ უზრუნველყოფაზე წვდომა ან ჩამოტვირთვა (შესყიდვების/ ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამების ან ანტივირუსული პროგრამები ჩათვლით) და მისი განახლებები

17. ბანერული რეკლამების ბლოკირების პროგრამები

18. ჩამოსატვირთი დრაივერები, როგორიცაა პროგრამული უზრუნველყოფები, რომლებიც კომპიუტერებს უკავშირებს პერიფერულ მოწყობილობებს (როგორიცაა, მაგ., პრინტერი)

19. ვებსაიტებზე ფილტრების ავტომატური ონლაინინსტალაცია

20. ბრენდმაუერების (ფაიერვოლების) ავტომატური ონლაინინსტალაცია

გემთმფლობელის მიერ ან/და მისთვის გემის ფლობასთან დაკავშირებული კომერციული და ტექნიკური მომსახურებები

 

საწარმოს ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირი:

____________________________________________________________________________

უფლებამოსილი პირის ხელმოწერა:

___________________________

თარიღი: _______________

 


ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.