დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის №69/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 107/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 19/10/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/10/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430010000.22.022.017966 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის №69/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge; სარეგისტრაციო კოდი: 430010000.22.022.017693, 12/04/2019) და ბრძანების 11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. თვითშეფასების ანგარიშის ცენტრში წარმოდგენის ვალდებულება არ ვრცელდება: ა) იმ უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებსა და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამებთან მიმართებით, რომლებსაც აკრედიტაცია/პირობითი აკრედიტაცია მინიჭებული აქვთ ,,ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს“ და „სწავლის სფეროების კლასიფიკატორის“ მიხედვით; ბ) იმ უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებსა და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამებთან მიმართებით, რომლებზეც ამ ბრძანების №3 დანართით გათვალისწინებულ თვითშეფასების ანგარიშის წარდგენის ვადებამდე ან/და ამ ვადების პერიოდში ცენტრში წარდგენილი ექნებათ სააკრედიტაციო განაცხადი.“; |
| მუხლი 2 |
„ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის №69/ნ ბრძანების პირველი მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანართი №3 ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 3 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები