ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, მესხეთის შესახვევისთვის, ყვარლის შესახვევისთვის და ყვარლის II ჩიხისთვის საზოგადო მოღვაწის კონსტანტინე სიდამონ-ერისთავის სახელის მინიჭების შესახებ

ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, მესხეთის შესახვევისთვის, ყვარლის შესახვევისთვის და ყვარლის II ჩიხისთვის საზოგადო მოღვაწის კონსტანტინე სიდამონ-ერისთავის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 301
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 01/10/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/10/2020
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016582
301
01/10/2020
ვებგვერდი, 12/10/2020
000000000.00.101.016582
ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, მესხეთის შესახვევისთვის, ყვარლის შესახვევისთვის და ყვარლის II ჩიხისთვის საზოგადო მოღვაწის კონსტანტინე სიდამონ-ერისთავის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება  301

2020 წლის 1 ოქტომბერი

ქ. თბილისი

ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, მესხეთის შესახვევისთვის, ყვარლის შესახვევისთვის და ყვარლის II ჩიხისთვის საზოგადო მოღვაწის კონსტანტინე სიდამონ-ერისთავის  სახელის მინიჭების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის - „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად,  ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. ისნის რაიონში,  მესხეთის შესახვევს და ყვარლის შესახვევს მიენიჭოს საზოგადო მოღვაწის კონსტანტინე სიდამონ-ერისთავის ქუჩის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.

2. ისნის რაიონში, ყვარლის II ჩიხს მიენიჭოს საზოგადო მოღვაწის კონსტანტინე სიდამონ-ერისთავის I ჩიხის  სახელი, თანდართული რუკის თანახმად.

3. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

4. განკარგულება, ერთი თვის ვადაში, შეიძლება გასაჩივრდეს  თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით  აღმაშენებლის ხეივანი, 64).

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                   გიორგი ტყემალაძე