ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, თამუნა დოლიძის ქუჩისთვის რეხის სახელის მინიჭების შესახებ

ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, თამუნა დოლიძის ქუჩისთვის რეხის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 299
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 01/10/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/10/2020
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016580
299
01/10/2020
ვებგვერდი, 12/10/2020
000000000.00.101.016580
ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, თამუნა დოლიძის ქუჩისთვის რეხის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო

განკარგულება №299

2020 წლის 1 ოქტომბერი 

ქ. თბილისი

ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, თამუნა დოლიძის ქუჩისთვის რეხის სახელის მინიჭების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად,  ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. ჩუღურეთის რაიონში, თამუნა დოლიძის ქუჩას მიენიჭოს რეხის  სახელი, თანდართული რუკის თანახმად.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 24 მაისის №155 განკარგულება „ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, რეხის I ქუჩის მონაკვეთისთვის 9 აპრილს ტრაგიკულად დაღუპული თამუნა დოლიძის სახელის მინიჭების შესახებ“.

3. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

4. განკარგულება, ერთი თვის ვადაში, შეიძლება გასაჩივრდეს  თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით  აღმაშენებლის ხეივანი, №64).

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                     გიორგი ტყემალაძე