ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, მესხეთის ქუჩის მონაკვეთისთვის, ნავთლუღის დასახლების VIII ქუჩის მონაკვეთისთვის, ოთხი შესახვევისთვის და ერთი ჩიხისთვის არქიტექტორის სვიმონ კლდიაშვილის სახელის მინიჭების შესახებ

დოკუმენტის ნომერი 296
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 01/10/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/10/2020
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016577
296
01/10/2020
ვებგვერდი, 12/10/2020
000000000.00.101.016577
ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, მესხეთის ქუჩის მონაკვეთისთვის, ნავთლუღის დასახლების VIII ქუჩის მონაკვეთისთვის, ოთხი შესახვევისთვის და ერთი ჩიხისთვის არქიტექტორის სვიმონ კლდიაშვილის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
 
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება 296

2020 წლის 1 ოქტომბერი

ქ. თბილისი

ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, მესხეთის ქუჩის მონაკვეთისთვის, ნავთლუღის დასახლების VIII  ქუჩის მონაკვეთისთვის, ოთხი შესახვევისთვის და ერთი ჩიხისთვის არქიტექტორის  სვიმონ კლდიაშვილის სახელის მინიჭების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის – „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად,  ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. ისნის რაიონში, მესხეთის ქუჩის მონაკვეთს, ნავთლუღის დასახლების VIII  ქუჩის მონაკვეთს (მესხეთის ქუჩის მონაკვეთი, ნავთლუღის დასახლების VIII  ქუჩის მონაკვეთი ჩამოყალიბდეს დამოუკიდებელ ქუჩად), ოთხ შესახვევს და ერთ ჩიხს მიენიჭოს არქიტექტორის  სვიმონ კლდიაშვილის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.

2. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

3. განკარგულება, ერთი თვის ვადაში, შეიძლება გასაჩივრდეს  თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით  აღმაშენებლის ხეივანი, №64).

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                     გიორგი ტყემალაძე