„საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ზოგიერთი გადაწყვეტილების ნორმატიული აქტებისათვის მიკუთვნების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 12
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო
მიღების თარიღი 07/10/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/10/2020
სარეგისტრაციო კოდი 010210060.74.086.016012
12
07/10/2020
ვებგვერდი, 12/10/2020
010210060.74.086.016012
„საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ზოგიერთი გადაწყვეტილების ნორმატიული აქტებისათვის მიკუთვნების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო
 
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს

დადგენილება №12

2020 წლის 7 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ზოგიერთი გადაწყვეტილების ნორმატიული აქტებისათვის მიკუთვნების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ზოგიერთი გადაწყვეტილების ნორმატიული აქტებისათვის მიკუთვნების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31იანვრის №1 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 11/02/2020, სარეგისტრაციო კოდი: 010210060.74.086.016001) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების დანართი 11-ით დამტკიცებული „ნაფიცი მსაჯულის (მსაჯულობის კანდიდატის) დღიური, სამგზავრო და სხვა პირდაპირი ხარჯების ანაზღაურების წესის“ მე-4 მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ნაფიცი მსაჯულისა და მსაჯულობის კანდიდატის საქმის განმხილველი სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიის ფარგლებს გარეთ, მაგრამ დასავლეთ ან აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში მგზავრობის შემთხვევაში, სამგზავრო ხარჯი ანაზღაურდება 30 ლარის ოდენობით, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“;

ბ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

„51. ნაფიცი მსაჯულისა და მსაჯულობის კანდიდატის დასავლეთ ან აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთ მგზავრობის შემთხვევაში, სამგზავრო ხარჯი ანაზღაურდება 60 ლარის ოდენობით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანიგიორგი მიქაუტაძე