„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის გრიფირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 16 თებერვლის №28/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის გრიფირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 16 თებერვლის №28/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 108/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
მიღების თარიღი 19/10/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/10/2020
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.017967
108/ნ
19/10/2020
ვებგვერდი, 20/10/2020
430210000.22.022.017967
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის გრიფირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 16 თებერვლის №28/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის

ბრძანება №108/ნ

2020 წლის 19 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის გრიფირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 16 თებერვლის №28/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” 2018 წლის 5 ივლისის №3024-რს საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი და მე-8 პუნქტებს საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის გრიფირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 16 თებერვლის №28/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 16/02/2017, სარეგისტრაციო კოდი: 430210000.22.022.017282) და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის გრიფირების წესის“:

1. მე-2 მუხლის:

ა) ,,ც“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ც) გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის შერჩევა − მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადაში, გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოებიდან/სერიებიდან სკოლის მიერ სასწავლო პროცესისათვის კონკრეტული გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის არჩევა. იმ შემთხვევაში, თუ სკოლის მიერ არ/ვერ განხორციელდა შესაბამის ვადაში სახელმძღვანელოს/სერიის არჩევა, სკოლის მიმართვის საფუძველზე სამინისტროს ტერიტორიული ორგანო − საგანმანათლებლო რესურსცენტრი (შემდგომში − რესურსცენტი) ახორციელებს არჩევანის დაფიქსირებას ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში;“;

ბ) ,,ჰ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) „ჰ1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს  შემდეგი შინაარსის „ჰ2“ ქვეპუნქტი:

,,ჰ2) საჯარო განხილვა – ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის ( ანონიმური ეგზემპლარი) საჯარო სივრცეში გაცნობისა და არგუმენტირებული შენიშვნების ან/და მოსაზრებების გამოხატვის შესაძლებლობა.“;

2. მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ე1“ ქვეპუნქტი:

,,ე1) თანახმაა, საჯარო განხილვის მიზნებისათვის გასაჯაროვდეს სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტი (ანონიმური ეგზემპლარი);“;

3. 92 მუხლი ამოღებულ იქნეს;

4. . 92 მუხლიშემდეგ დაემატოს  შემდეგი შინაარსის  93  მუხლი:

,,მუხლი 93. საჯარო განხილვა

1. სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტი (ანონიმური ეგზემპლარი), მინისტრის მიერ დადგენილი ვადით ქვეყნდება საჯარო განხილვისათვის.

 2. ნებისმიერი დაინტერესებული პირი უფლებამოსილია სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტზე (ანონიმურ ეგზემპლარზე) საკუთარი შენიშვნა ან/და მოსაზრება დააფიქსიროს ელექტრონულად.

3. სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის საჯარო განხილვის შედეგები თანაბრად ხელმისაწვდომია განმცხადებლისა და შინაარსობრივი რეცენზიის განმახორციელებელი რეცენზენტთა საგნობრივი ჯგუფისათვის.

4. საჯარო განხილვის შედეგების გაზიარების შესახებ რეკომენდაცია მიიღება რეცენზენტთა შესაბამისი საგნობრივი ჯგუფის მიერ სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის რეცენზირების წესით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.“

5. მე-14 მუხლის:

ა) მე-6 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ბ1“ ქვეპუნქტი:

,,ბ1) საჯარო განხილვის მიზნით, გაასაჯაროვოს სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტი (ანონიმური ეგზემპლარი) და განახორციელოს განხილვის პროცესის მონიტორინგი;“;

ბ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,10. პროგრამის ბენეფიციარი სკოლისათვის გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის შეცვლა ალტერნატიული გრიფმინიჭებული  სახელმძღვანელოთი/სერიით ან საგნის ცვლილების/დამატების გამო შესაბამისი სახელმძღვანელოს/სერიის შერჩევა  დაიშვება სამინისტროს თანხმობით, ობიექტური გარემოებების არსებობის შემთხვევაში, სკოლის დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე. სამინისტრო გრიფმინიჭებული  სახელმძღვანელოს/სერიის  შეცვლაზე/შერჩევაზე  თანხმობის გაცემის შესახებ ინფორმაციას  უგზავნის  სკოლას, შესაბამის რესურსცენტრსა და მართვის სისტემას. რესურსცენტრი უზრუნველყოფს აღნიშნული  თანხმობის   მიღებიდან   3   სამუშაო   დღის  განმავლობაში  ზოგადი განათლების  მართვის საინფორმაციო სისტემაში გრიფმინიჭებული   სახელმძღვანელოს/სერიის   შეცვლის/შერჩევის შესახებ ინფორმაციის ასახვას. ყველა დანარჩენი სკოლისათვის გრიფმინიჭებული     სახელმძღვანელოს/სერიის ალტერნატიული  გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოთი/სერიით შეცვლა/შერჩევა შესაძლებელია მართვის სისტემის მიერ განსაზღვრულ  ვადაში, რესურსცენტრის მიერ ინფორმაციის ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ასახვის გზით.“;

გ) მე-11 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12 პუნქტი:

,,12. სკოლა უფლებამოსილია, უცხოური ენების სწავლებისას, შესაბამისი კლასის საჭიროებიდან გამომდინარე, გამოიყენოს განსხვავებული კლასის სახელმძღვანელო/სახელმძღვანელოები. სკოლა, განსხვავებული კლასის სახელმძღვანელოს/სახელმძღვანელოების შესახებ ინფორმაციას ასახავს ზოგადი  განათლების  მართვის საინფორმაციო სისტემაში გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის შერჩევისთვის დადგენილ ვადაში.“;

6. მე-17 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. თითოეულ საგანში შინაარსობრივ რეცენზირებაში საუკეთესო შედეგების მქონე გრიფმინიჭებული სახელმძღვანელო/სერია   შესაძლებელია ითარგმნოს   რუსულ,   სომხურ   და აზერბაიჯანულ ენებზე არაქართულენოვანი სკოლების/სექტორების  მოსწავლეებისთვის/მასწავლებლებისათვის.  თარგმანი ხორციელდება   პრინციპით:  1  საგანი − 1 სახელმძღვანელო/სერია.  იგივე  პრინციპი  გამოიყენება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მოსწავლეთათვის გადასამუშავებელი სახელმძღვანელოს განსასაზღვრად.  იმ  შემთხვევაში, თუ შინაარსობრივი  რეცენზირებისას საუკეთესო შედეგის მქონე სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის რაოდენობა  ერთზე მეტია, თარგმნას/გადამუშავებას ექვემდებარება ერთი სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტი, რომელიც გამოვლინდება შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შინაარსობრივი რეცენზირებისას  საუკეთესო  შედეგის  მქონე სახელმძღვანელოს/სერიის ავტორ-გამომცემლობებისა და სამინისტროს წარმომადგენლის/წარმომადგენლების თანდასწრებით.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრიმიხეილ ჩხენკელი