„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2017 წლის 12 აპრილის №01-76 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2017 წლის 12 აპრილის №01-76 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 01-176
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 08/10/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/10/2020
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.030.016213
01-176
08/10/2020
ვებგვერდი, 12/10/2020
010320040.22.030.016213
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2017 წლის 12 აპრილის №01-76 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის

ბრძანება  01-176

2020 წლის 8 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2017 წლის 12 აპრილის 01-76 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული  აქტების  შესახებ“  საქართველოს  კანონის  მე-20  მუხლის  მე-4 პუქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2017 წლის 12 აპრილის №01-76 ბრძანების (ვებგვერდი, 13/04/2017, სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.030.016161) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ წესს დაემატოს 181 მუხლი შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 181. გარდამავალი დებულება

1. სამინისტროს ცენტრალურ აპარატში სამინისტროს მიერ  2020 წლის ნოემბრის თვეში გამოსაცხადებელი სტაჟირების ღია კონკურსის გამოცხადებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღება ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით.

2. 2019 წლის დეკემბერში სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურულ ქვედანაყოფებში გამოცხადებული სტაჟირების ღია კონკურსის ფარგლებში კომისიის მიერ შერჩეული კანდიდატებისათვის, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, სტაჟირების დაწყების თარიღია 2020 წლის 15 ოქტომბერი.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული კანდიდატები სტაჟირებას გაივლიან დისტანციური ორთვიანი პროგრამის შესაბამისად, რომელიც შედგება საორიენტაციო შეხვედრისაგან, თეორიული და პრაქტიკული კომპონენტებისგან.

4. ონლაინ საორიენტაციო შეხვედრას სტაჟიორებთან მართავს სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დირექტორი, რომელიც აწვდის ინფორმაციას სტაჟიორებს:

ა) სამინისტროს ორგანიზაციული მოწყობის, ძირითადი მისიის, დიპლომატიური სამსახურის მუშაობის სპეციფიკის, ორგანიზაციული კულტურის, სტაჟირების მიზნების, კარიერული და პროფესიული განვითარების     შესაძლებლობების     შესახებ;

ბ) სამუშაო ადგილზე გამოცხადების შემთხვევაში პრევენციული ზომების შესახებ, ინფიცირების თავიდან აცილების მიზნით.

5. თეორიული კომპონენტის ფარგლებში:

ა) სტაჟიორები შეძლებენ სსიპ – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინიტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის (შემდგომში – ინსტიტუტი) მიერ სპეციალურად მათთვის მომზადებული   სამკვირიანი ონლაინ   სასწავლო კურსის გავლას, ასევე ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა ონლაინლექციებსა და სემინარებზე დასწრებას;

ბ) სტაჟიორებისთვის ყოველკვირეულად დაიგეგმება ერთსაათიანი დისტანციური შეხვედრა სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელთან, რომლებიც ისაუბრებენ მათი დეპარტამენტების საქმიანობის სპეციფიკაზე, ძირითად ამოცანებსა და პრიორიტეტებზე. აღნიშნული შეხვედრების შემდეგ სტაჟიორებს შესაძლებლობა ექნებათ დასვან კითხვები მათთვის საინტერესო თემებზე.

გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეხვედრების ორგანიზებასა და ადმინისტრირებას უზრუნველყოფს ინსტიტუტი.

6. პრაქტიკული კომპონენტის მიზანია სტაჟიორის ჩართვა დეპარტამენტის სამუშაო პროცესში, რაც გულისხმობს შესაბამისი დეპარტამენტის საქმიანობის გაცნობას და კონკრეტული დავალებების როგორც დისტანციურად, ასევე სამუშაო ადგილზე შესრულებას.

7. სტაჟირების ბოლოს, მეორე თვის განმავლობაში მიზანშეწონილია სტაჟიორის საქმიანობის არეალის ეტაპობრივად გაფართოება და უფრო საპასუხისმგებლო დავალებების გაცემა.

8. სტაჟიორის საქმიანობის ზედამხედველობას და საქმიანობის შეფასებას ახორციელებს მენტორი.

9. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ პერიოდში, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამოსწორების შემთხვევაში,  ამავე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სტაჟიორები მომდევნო სამი თვე სტაჟირებას გაივლიან ამ წესით  დადგენილი პირობების შესაბამისად.“.

;

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საგარეო საქმეთა მინისტრიდავით ზალკალიანი