„ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 29 ივნისის N35 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე

„ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 29 ივნისის N35 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 09
დოკუმენტის მიმღები ქობულეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 08/10/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/10/2020
ძალის დაკარგვის თარიღი 14/04/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.131.016306
09
08/10/2020
ვებგვერდი, 09/10/2020
010250020.35.131.016306
„ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 29 ივნისის N35 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე
ქობულეთის მუნიციპალიტეტი
 

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №9

2020 წლის 8 ოქტომბერი

ქ. ქობულეთი

„ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 29 ივნისის N35 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს დამატება„ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018  წლის 29 ივნისის №35 დადგენილებაში  და მეხუთე თავს დაემატოს შემდეგი შინაარსიის 211 მუხლი:

,,211 მუხლი. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ პერსონალურ მონაცემთა დამუშავება კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებისას ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ პერსონალურ მონაცემთა დამუშავება

1.ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია უფლებამოსილია ერთიანი საქმისწარმოების პროგრამაში სწორი და უტყუარი მონაცემების აღრიცხვის და თავისი ფუნქციების შესრულების, მათ შორის: სოციალური დახმარების, ჯანმრთელობის დაცვის, სკოლამდელი აღზრდის ხელშეწყობის, სატრანსპორტო პოლიტიკის განხორციელების, ადამიანური რესურსების მართვის და სხვა მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან გაფორმებული სათანადო ხელშეკრულების საფუძველზე ელექტრონული სისტემის მეშვეობით მიიღოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან პერსონალური მონაცემები.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებში იგულისხმება:

1) სახელი;

2) გვარი;

3) პირადი ნომერი;

4) დაბადების თარიღი;

5) სქესი;

6) მოქალაქეობა;

7) ინფორმაცია პირის მისამართზე რეგისტრაციის შესახებ;

8) ინფორმაცია საქართველოში კანონიერად ყოფნის საფუძვლის შესახებ;

9) ფოტოსურათი;

3. ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული მონაცემები შეიძლება დამუშავდეს მხოლოდ იმ მოცულობით, რაც აუცილებელია შესაბამისი უფლებამოსილების განსახორციელებლად. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია ვალდებულია საქმისწარმოების პროგრამაში ცალკეული ფუნქციების გათვალისწინებით განსაზღვროს მონაცემთა კონკრეტული მოცულობა.

4. ამ მუხლის მიზნებისთვის ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია მონაცემთა დამუშავებას ახორციელებს უშუალოდ ან უფლებამოსილი პირის მეშვეობით. “.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით მჭედლიშვილი