ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 აპრილის №16 დადგენილებაში „ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 აპრილის №16 დადგენილებაში „ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 19
დოკუმენტის მიმღები ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 08/10/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/10/2020
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.128.016412
19
08/10/2020
ვებგვერდი, 09/10/2020
210020010.35.128.016412
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 აპრილის №16 დადგენილებაში „ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება 19

2020 წლის წლის 8 ოქტომბერი

დაბა ხარაგაული

 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 აპრილის №16 დადგენილებაში „ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის   საფუძველზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 აპრილის №16 დადგენილებაში „ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე ვებგვერდი 14/04/2015, სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.128.016217).

1. შეტანილ იქნეს ცვლილება დადგენილების პირველ მუხლში და ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„1. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვის მოსაკრებელი  (შემდგომში – მოსაკრებელი) შეადგენს:

ა) ინდივიდუალური საცხოვრებელ სახლის და დამხმარე ნაგებობების (მათ შორის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების) მშენებლობაზე 1 კვ. მეტრზე 1 ლარი

ბ)  სხვა ნაგებობების მშენებლობაზე (მათ შორის, კომერციული საქმიანობის) 1 კვ. მეტრზე 2  ლარი.

გ) ხაზობრივი ნაგებობის მშენებლობის შემთხვევაში, პროექტით გათვალისწინებული თითოეული გრძივი მეტრისათვის 1 ლარი.

დ) საკურორტო ზონაში, ინდივიდუალური საცხოვრებელ სახლის და დამხმარე ნაგებობების (მათ შორის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების) მშენებლობაზე 1 კვ. მეტრზე 1,5 ლარი.

ე) საკურორტო ზონაში, ხაზობრივი ნაგებობის მშენებლობის შემთხვევაში, პროექტით გათვალისწინებული თითოეული გრძივი მეტრისათვის 1,5 ლარი.

ვ) საკურორტო ზონაში, სხვა ნაგებობების მშენებლობაზე (მათ შორის, კომერციული საქმიანობის) 1 კვ. მეტრზე 2,5 ლარი.

ზ) საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტის მშენებლობისათვის 5 ლარი;

თ) ისეთი შენობა-ნაგებობის (გარდა ხაზობრივი ნაგებობისა) მშენებლობის შემთხვევაში, რომელსაც არ აქვს განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობი, მოსაკრებლის ოდენობა:

თ.ა) II კლასის ობიექტებისთვის − 50 ლარი,

თ.ბ) III კლასის ობიექტებისთვის − 200 ლარი,

თ.გ) IV კლასის ობიექტებისთვის − 400 ლარი.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემანანა ბარბაქაძე