„თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ “ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ “ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 17
დოკუმენტის მიმღები თერჯოლის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 07/10/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/10/2020
სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.126.016335
17
07/10/2020
ვებგვერდი, 08/10/2020
010250040.35.126.016335
„თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ “ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
თერჯოლის მუნიციპალიტეტი
 

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №17

2020 წლის 7 ოქტომბერი

ქ. თერჯოლა

 

„თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნას ცვლილება „თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლს 24 ივლისის №7 დადგენილებაში (ვებგვერდი სსმ, 25/07/2014, სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.126.016092) და დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტში და რეგლამენტის:

1. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5. საკრებულოს სამუშაო  და საქმისწარმოების ენა, საკრებულოს საქმისწარმოება

1.საკრებულოს სამუშაო და საქმისწარმოების ენაა საქართველოს სახელმწიფო ენა.

2. საკრებულოში ხორციელდება ელექტრონული საქმისწარმოება.

3. ელექტრონული დოკუმენტბრუნვა საკრებულოში ხორციელდება „სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის მინიმალური სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 21 თებერვლის №64 დადგენილების შესაბამისად.

4. ელექტრონული დოკუმენტბრუნვა ხორციელდება ა(ა)იპ – მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს „ელექტრონული მმართველობის ერთიანი  სისტემა – MSDA-ს მეშვეობით.

5. საკრებულოს საქმისწარმოებაში გამოყენებული ელექტრონული დოკუმენტების სახეები, მათი გაფორმების სტანდარტები განისაზღვრება ხორციელდება ა(ა)იპ – მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს „ელექტრონული მმართველობის ერთიანი  სისტემა – MSDA-ით.

6. საკრებულოს ელექტრონულ საქმისწარმოებას დადგენილი სტანდარტების შესაბამისად უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი.“

2. მე-5 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5​მუხლი:

„მუხლი 51. თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ პერსონალურ მონაცემთა დამუშავება

1. თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია ერთიანი საქმისწარმოების პროგრამაში სწორი და უტყუარი მონაცემების აღრიცხვის და თავისი ფუნქციების შესრულების, მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან გაფორმებული სათანადო ხელშეკრულების საფუძველზე ელექტრონული სისტემის მეშვეობით მიიღოს, საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან, პერსონალური მონაცემები.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პერსონალური მონაცემები განიმარტება ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით და ის არის ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს. პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, კერძოდ, საიდენტიფიკაციო ნომრით ან პირის მახასიათებელი ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური ნიშნებით.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემები შეიძლება დამუშავდეს მხოლოდ იმ მოცულობით, რაც აუცილებელია შესაბამისი უფლებამოსილების განსახორციელებლად. თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ვალდებულია საქმისწარმოების პროგრამაში ცალკეული ფუნქციების გათვალისწინებით განსაზღვროს მონაცემთა კონკრეტული მოცულობა.

4. ამ მუხლის მიზნებისთვის თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულო მონაცემთა დამუშავებას ახორციელებს უშუალოდ დაწესებულების ხელმძღვანელი ან ამ მიზნით განსაზღვრული უფლებამოსილი პირი.

3. 108-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 108. საკრებულოს სამართლებრივი აქტების,  სამართლებრივი აქტების პროექტების და ამ რეგლამენტის 135-ე მუხლით გათვალიწინებული ინფორმაციის გამოქვეყნება

1. საკრებულოს ნორმატიული აქტის პროექტი ქვეყნდება თერჯოლის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე www.terjola.gov.ge-ზე და გაზეთ „თერჯოლაში“ საკრებულოს აპარატში მისი რეგისტრაციიდან 5 დღის ვადაში, თუ ამ რეგლამენტით უფრო მოკლე ვადა არ არის დადგენილი.

2. თუ ნორმატიული აქტის პროექტი დიდი მოცულობისაა, პროექტი ქვეყნდება თერჯოლის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე, ხოლო გაზეთში ქვეყნდება მხოლოდ მისი დასახელება, მოკლე შინაარსი და მითითება, რომ პროექტის გაცნობა შესაძლებელია საკრებულოს აპარატში.

3. ნორმატიული აქტების პროექტის გამოქვეყნებასთან ერთად თერჯოლის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და გაზეთში, ასევე ამ რეგლამენტის 135-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით, სავალდებულოა გამოქვეყნდეს ცნობა, რომელშიც მითითებული უნდა იყოს საკრებულოს ის კომისია (კომისიები), რომელსაც გადაეცა პროექტი განსახილველად, კომისიაში პროექტის განხილვის ვადები, კომისიის (კომისიათა) ადგილსამყოფელი და სხდომების გრაფიკი, პროექტის საკრებულოს სხდომაზე გატანის დრო, საკრებულოს აპარატის მისამართი სადაც შეიძლება წარდგენილი იქნეს მოსაზრებები პროექტთან დაკავშირებით, მოსაზრებების წარდგენის ვადა.

4. საკრებულოს ნორმატიული აქტი-საკრებულოს დადგენილება ქვეყნდება საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე www.matsne.gov.ge, ხოლო საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნების შემდეგ, ასევე, თერჯოლის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე www.terjola.gov.ge-ზე და გაზეთ „თერჯოლაში“.

5. საკრებულოს ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი – საკრებულოს განკარგულება და საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანება, აგრეთვე საკრებულოს ბიუროს და საკრებულოს კომისიების ორგანიზაციულ საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებები ქვეყნდება თერჯოლის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე www.terjola.gov.ge და გაზეთ „თერჯოლაში“, საკრებულოს აპარატში მისი რეგისტრაციიდან 5 დღის ვადაში თუ ამ რეგლამენტით უფრო მოკლე ვადა არ არის დადგენილი.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენინო ჯანელიძე