„მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 22
დოკუმენტის მიმღები მცხეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 06/10/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/10/2020
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.153.016542
22
06/10/2020
ვებგვერდი, 07/10/2020
010250050.35.153.016542
„მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მცხეთის მუნიციპალიტეტი
 

მცხეთის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №22

2020 წლის 6 ოქტომბერი

ქ. მცხეთა

 

„მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და  „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს  კანონის   მე-4 მუხლის  საფუძველზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნას ცვლილება   „მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის 4 დადგენილებაში (matsne.gov.ge, 010250050.35.153.016376, 22/11/2017), კერძოდ: დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებულ „მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებას“ დაემატოს შემდეგი შინაარსის  241 მუხლი:

„241. მცხეთის მუნიციპალიტეტის  მერიის მიერ პერსონალურ მონაცემთა დამუშავება

1. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია უფლებამოსილია ერთიანი საქმისწარმოების პროგრამაში სწორი და უტყუარი მონაცემების აღრიცხვის და თავისი ფუნქციების შესრულების, მათ შორის:  სოციალური დახმარების, ჯანმრთელობის დაცვის, სკოლამდელი აღზრდის ხელშეწყობის, სატრანსპორტო პოლიტიკის განხორციელების, ადამიანური რესურსების მართვის და სხვა მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან გაფორმებული სათანადო ხელშეკრულების საფუძველზე ელექტრონული სისტემის მეშვეობით მიიღოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან პერსონალური მონაცემები.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებში იგულისხმება:

1) სახელი;

2) გვარი;

3) პირადი ნომერი;

4) დაბადების თარიღი

5) სქესი;

6) მოქალაქეობა;

7) ინფორმაცია პირის მისამართზე რეგისტრაციის შესახებ;

8) ინფორმაცია საქართველოში კანონიერად ყოფნის საფუძვლის შესახებ;

9) ფოტოსურათი.

3.  ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული მონაცემები შეიძლება დამუშავდეს მხოლოდ იმ მოცულობით, რაც აუცილებელია შესაბამისი უფლებამოსილების განსახორციელებლად. მცხეთის მუნიციპალიტეტის  მერია ვალდებულია საქმისწარმოების პროგრამაში ცალკეული ფუნქციების გათვალისწინებით განსაზღვროს მონაცემთა კონკრეტული მოცულობა.

4. ამ მუხლის მიზნებისთვის მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია მონაცემთა დამუშავებას ახორციელებს უშუალოდ ან უფლებამოსილი პირის მეშვეობით.  

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის დროებით მოვალეობის შემსრულებელითამაზ ფოლოდაშვილი