„გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 13 აპრილის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 13 აპრილის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 26
დოკუმენტის მიმღები გარდაბნის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 06/10/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/10/2020
ძალის დაკარგვის თარიღი 02/05/2022
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.161.016479
26
06/10/2020
ვებგვერდი, 07/10/2020
010260020.35.161.016479
„გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 13 აპრილის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
გარდაბნის მუნიციპალიტეტი
 

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №26

2020 წლის 6 ოქტომბერი

ქ.გარდაბანი

 

„გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 13 აპრილის N21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 13 აპრილის N21 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge) 20/04/2018; სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.161.016400), დადგენილებით დამტკიცებულ დებულებას დაემატოს 231 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 231 . მერიის მიერ პერსონალურ მონაცემთა დამუშავება

1. მერია უფლებამოსილია ერთიანი საქმისწარმოების პროგრამაში სწორი და უტყუარი მონაცემების აღრიცხვის და თავისი ფუნქციების შესრულების, მათ შორის: სოციალური დახმარების, ჯანმრთელობის დაცვის, სკოლამდელი აღზრდის ხელშეწყობის, სატრანსპორტო პოლიტიკის განხორციელების, ადამიანური რესურსების მართვის და სხვა მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან გაფორმებული სათანადო ხელშეკრულების საფუძველზე ელექტრონული სისტემის მეშვეობით მიიღოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან პერსონალური მონაცემები.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებში იგულისხმება:

1) სახელი;

2) გვარი;

3) პირადი ნომერი;

4) დაბადების თარიღი;

5) სქესი;

6) მოქალაქეობა;

7) ინფორმაცია პირის მისამართზე რეგისტრაციის შესახებ;

8) ინფორმაცია საქართველოში კანონიერად ყოფნის საფუძვლის შესახებ;

9) ფოტოსურათი.

3. ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული მონაცემები შეიძლება დამუშავდეს მხოლოდ იმ მოცულობით, რაც აუცილებელია შესაბამისი უფლებამოსილების განსახორციელებლად. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია ვალდებულია საქმისწარმოების პროგრამაში ცალკეული ფუნქციების გათვალისწინებით განსაზღვროს მონაცემთა კონკრეტული მოცულობა.

4. ამ მუხლის მიზნებისთვის გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია მონაცემთა დამუშავებას ახორციელებს უშუალოდ ან უფლებამოსილი პირის მეშვეობით“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეტარიელ ჯანხოთელი