„მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურის, სპორტის, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №38 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურის, სპორტის, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №38 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 26
დოკუმენტის მიმღები მარნეულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 06/10/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/10/2020
ძალის დაკარგვის თარიღი 10/06/2024
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.159.016431
26
06/10/2020
ვებგვერდი, 07/10/2020
010260020.35.159.016431
„მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურის, სპორტის, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №38 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მარნეულის მუნიციპალიტეტი
 

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №26

2020 წლის 6 ოქტომბერი

ქ. მარნეული

 

,,მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურის, სპორტის, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №38 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-პირველი ნაწილის „გ“ პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტის, „ა.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება, ,,მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურის, სპორტის, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №38 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 24/11/2017, სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.159.016287) და,

1. დადგენილების დანართი №1-ის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურის, სპორტის, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახური (შემდგომში - სამსახური) წარმოადგენს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომში -მერია) სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს მარნეულის მუნიციპალიტეტის (შემდგომში - მუნიციპალიტეტი) განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის, ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის და მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას. ასევე ბავშვის უფლებების დაცვის ღონისძიებების და ბავშვის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამების განხორციელებას.“.

2. დადგენილების დანართი №1-ის მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 2. სამსახურის ფუნქციები

სამსახურის ფუნქციებია:

ა) განათლების, კულტურისა და სპორტის მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება;

ბ) მუნიციპალური მუზეუმების, თეატრების, ბიბლიოთეკების და კულტურის სხვა დაწესებულებების მართვა;

გ) მუნიციპალური სპორტული დაწესებულებების მართვა;

დ) წინადადებების შემუშავება კულტურის, განათლებისა და სპორტის დაწესებულებების შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე;

ე) წინადადებების შემუშავება ახალგაზრდობის და გენდერული თანასწორობის საკითხებზე;

ვ)  ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტისა და მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება;

ზ) მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით წინადადებების შემუშავება;

თ)  ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება;

ი) მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის უფლებამოსილებათა განხორციელება;

კ) ჯანდაცვის მუნიციპალური ობიექტების მართვა;

ლ) უმუშევართა რეგისტრაცია, მათი პროფესიული გადამზადება და სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობა;

მ) წინადადებების შემუშავება ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დაწესებულებათა შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე;

ნ) უსახლკაროთა რეგისტრაცია და მათი თავშესაფრით უზრუნველყოფა;

ო) ბავშვის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის-მხარდაჭერის სისტემის მართვის მიზნით, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამების შემუშავება-მართვა და მათი განხორციელების კონტროლი, მუნიციპალიტეტის საკუთარი ან დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში;

პ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.“.

3.  დადგენილების დანართი №1-ის მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 4. განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილება

განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილება:

ა) განათლების მუნიციპალური პროგრამების შემუშავება;

ბ) განათლების მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაცია;

გ) სააღმზრდელო დაწესებულებების მართვა;

დ) კულტურის მუნიციპალური პროგრამების შემუშავება;

ე) კულტურის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაცია;

ვ) მუნიციპალური მუზეუმების, კულტურის სახლების, თეატრების, სახელოვნებო სკოლების და კულტურის სხვა დაწესებულებების მართვა;

ზ) სპორტის მუნიციპალური პროგრამების შემუშავება;

თ) სპორტის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაცია;

ი) მუნიციპალური სტადიონების, სპორტული მოედნების, საცურაო აუზების, სპორტული კომპლექსების მართვა;

კ) მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობა;

ლ) ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობის მიზნით წინადადებებისა და მუნიციპალურ პროგრამათა შემუშავება;

მ) ახალგაზრდულ საკითხებზე მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კორდინაცია;

ნ) ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტის, გრძელვადიანი სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შემუშავება და განხორციელების კორდინაცია;

ო) ახალგაზრდული საქმიანობის სფეროში მომუშავე სახელმწიფო უწყებებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ახალგაზრდულ ჯგუფებთან, ფიზიკურ პირებთან და ახალგაზრდული საქმიანობის სფეროში ჩართულ სხვა სუბიექტებთან აქტიური კომუნიკაცია და თანამშრობლობა;

პ) არაფორმალური განათლების მეთოდების გამოყენებით ახალგაზრდების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მათი მონაწილეობის ხელშეწყობა;

ჟ) ახალგაზრდობის პრობლემების შესწავლა, წინადადებათა შემუშავება არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით;

რ) გენდერული თანასწორობის მდგომარეობის შესწავლას და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის მიზნით შესაბამის ღონისძიებათა დაგეგმვა;

ს) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღწერა, მოვლა-პატრონობის ღონისძიებების განხორციელების კონტროლი/პოლიტიკის შემუშავება;

ტ) მუნიციპალიტეტში ტურზიმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება;

ტ) მუნიციპალიტეტში არსებული ტურისტული ინფრასტრუქტურის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების და დაცული ტერიტორიების შესახებ საინფორმაციო ბაზის შექმნა და უცხოელი და ადგილობრივი ტურისტების ინფორმირება;

უ) მუნიციპალიტეტში ტურისტული მარშუტების შემუშავება და მათი განხორციელება;

ფ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეამირან გიორგაძე