„ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 ივლისის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 ივლისის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 29
დოკუმენტის მიმღები ადიგენის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 06/10/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/10/2020
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.137.016505
29
06/10/2020
ვებგვერდი, 08/10/2020
010260020.35.137.016505
„ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 ივლისის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ადიგენის მუნიციპალიტეტი
 

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №29

2020 წლის 6 ოქტომბერი

დაბა ადიგენი

 

„ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 ივლისის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება ,,ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 ივლისის №31 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 05/08/2014 010260020.35.137.016122)  კერძოდ:

დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-3 მუხლის  „ძ“ და  „წ“ პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ძ) ბავშვის უფლებების დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას, მათი განხორციელების კოორდინაციას, განხორციელების პროცესის მონიტორინგსა და შეფასებას, სამართლებრივ დახმარებას, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხადაჭერის ღონისძიებების განსაზღვრის მიზნით მიმდინარე ადმინისტრაციულ წარმოების ფარგლებში ინტერდისციპლინარული განხილვის პროცესს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის წარმოების ორგანიზებას და სამსახურის უფროსის გადაწყვეტილების პროექტების მომზადებას; ბავშვის ინდივიდუალური მხარდაჭერის გეგმის სამართლებრივ ექსპერტიზას; ბავშვის/ოჯახის სამართლებრივ კონსულტირებას.

წ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის განმახორციელებელი სოციალური მუშაკების ქსელის შექმნას და მათი სამოქმედო უბნების განსაზღვრას, ზედამხედველობას მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბავშვთა დაცვის მარეგულირებელ კანონმდებლობის შესრულებასთან დაკავშირებით.“ 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეიმედა მღებრიშვილი