დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 აპრილის N33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 27 |
| დოკუმენტის მიმღები | ბორჯომის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 05/10/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/10/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.139.016382 |
|
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 აპრილის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის, თანახმად ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნას ცვლილება ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 აპრილის N33 დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებულ დანართში (www.matsne.gov.ge, 010250020.35.139.016291, 30/04/2018 წელი) და დაემატოს VI1 თავი:
VI1 თავი ბორჯომის მერიის მიერ პერსონალურ მონაცემთა დამუშავება კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებისას მუხლი 411. ბორჯომის მერიის მიერ პერსონალურ მონაცემთა დამუშავება 1. ბორჯომის მერია უფლებამოსილია ერთიანი საქმისწარმოების პროგრამაში სწორი და უტყუარი მონაცემების აღრიცხვის და თავისი ფუნქციების შესრულების, მათ შორის: სოციალური დახმარების, ჯანმრთელობის დაცვის, სკოლამდელი აღზრდის ხელშეწყობის, სატრანსპორტო პოლიტიკის განხორციელების, ადამიანური რესურსების მართვის და სხვა მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან გაფორმებული სათანადო ხელშეკრულების საფუძველზე ელექტრონული სისტემის მეშვეობით მიიღოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან პერსონალური მონაცემები. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებში იგულისხმება: 1. სახელი; 2. გვარი; 3. პირადი ნომერი; 4. დაბადების თარიღი 5. სქესი; 6. მოქალაქეობა; 7. ინფორმაცია პირის მისამართზე რეგისტრაციის შესახებ; 8. ინფორმაცია საქართველოში კანონიერად ყოფნის საფუძვლის შესახებ; 9. ფოტოსურათი; 3. ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული მონაცემები შეიძლება დამუშავდეს მხოლოდ იმ მოცულობით, რაც აუცილებელია შესაბამისი უფლებამოსილების განსახორციელებლად. ბორჯომის მერია ვალდებულია საქმისწარმოების პროგრამაში ცალკეული ფუნქციების გათვალისწინებით განსაზღვროს მონაცემთა კონკრეტული მოცულობა. 4. ამ მუხლის მიზნებისთვის ბორჯომის მერია მონაცემთა დამუშავებას ახორციელებს უშუალოდ ან უფლებამოსილი პირის მეშვეობით. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები