„სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 მარტის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 მარტის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 22
დოკუმენტის მიმღები სენაკის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 05/10/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/10/2020
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.108.016464
22
05/10/2020
ვებგვერდი, 06/10/2020
010250020.35.108.016464
„სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 მარტის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სენაკის მუნიციპალიტეტი
 

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №22

2020 წლის 5 ოქტომბერი

ქ. სენაკი

 

„სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 მარტის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის  შესაბამისად, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2017 წლის 10  მარტის №19 დადგენილებაში  (www.matsne.gov.ge; 15/03/2017 წ.,  სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.108.016298)  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:  

ა)  დადგენილებით   დამტკიცებული  დებულების  მე-3 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს   ,,ი“, ,,კ“ და  ,,ლ’’ ქვეპუნქტები და  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) უზრუნველყოს საკრებულოში ერთიანი საქმისწარმოება და ამ მიზნებისათვის საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის მართვა;

კ) უზრუნველყოს საკრებულოს და საკრებულოს თანამდებობის პირების სახელზე შემოსული წერილების, განცხადებების და სხვა დოკუმენტების დამუშავება და საქმისწარმოების ავტომატიზებული სისიტემის მეშვეობით, აყალიბებს საქმეთა ნომენკლატურას, შეიმუშავებს წინადადებებს საქმისწარმოების პროცესში გასატარებელი ღონისძიებებთან დაკავშირებით;

ლ) უზრუნველყოფს საკრებულოში შექმნილი და საკრებულოს თავმჯდომარის, საკრებულოს თანამდებობის პირებისა და აპარატის უფროსის  სახელზე შემოსული წერილების, განცხადებების და სხვა დოკუმენტების დამუშავებას ა(ა)იპ ,,მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს ელექტრონული მმართველობის ერთიანი სისტემა-MMMSDADA” მეშვეობით და შემსრულებლებისათვის გადაცემას, კორესპოდენციის მოძრაობას და კორესპონდენციის განხილვისათვის კანონით დადგენილი ვადების დაცვის კონტროლს, კორესპონდეციის გაგზავნას, საარქივო მასალების ანოტირებას და არქივის წარმოებას.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიბადრი კალანდარიშვილი