„შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 დეკემბრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 12
დოკუმენტის მიმღები შუახევის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 05/10/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/10/2020
ძალის დაკარგვის თარიღი 01/05/2022
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.135.016256
12
05/10/2020
ვებგვერდი, 07/10/2020
010260020.35.135.016256
„შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 დეკემბრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
შუახევის მუნიციპალიტეტი
 
შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №12

2020 წლის 5 ოქტომბერი

დაბა შუახევი

„შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 დეკემბრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 დეკემბრის №22 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში (გამოქვეყნებული ვებგვერდზე matsne.gov.ge.; სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.135.016195) შევიდეს ცვლილებები და მე-2 მუხლის მე-12 და მე-13 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. სამსახურის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს მუნიციპალიტეტის მერი.

13. სამსახურის სტრუქტურასა და საშტატო განრიგს მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი დავითაძე