დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტი საკრებულოს 2018 წლის 30 მარტის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 21 |
| დოკუმენტის მიმღები | სენაკის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 05/10/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/10/2020 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 07/08/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.108.016463 |
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–20 მუხლის შესაბამისად, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 მარტის N26 დადგენილებაში (www. matsne.gov ge; 04/04/2018წ., სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.108.016390) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის ,,ზ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ზ) ერთიან საქმისწარმოებას და ამ მიზნებისთვის საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის მართვას, საქმეთა ნომენკლატურის შედგენას და არქივირებას; ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4. სამსახურის საქმისწარმოების განყოფილების ფუნქციები სამსახურის საქმისწარმოების განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: „ა) შემოსული წერილების, განცხადებების და სხვა დოკუმენტების დამუშავებას ა(ა)იპ ,,მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო“-ს ,,ელექტრონული მმართველობის ერთიანის სისტემა - MSDAD“ მეშვეობით; ბ) დოკუმენტების შესრულების კონტროლს და შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადებას; გ) გასული დოკუმენტების გაგზავნას; დ) საქმეთა მომზადებას არქივისათვის ჩასაბარებლად; ე) საქმეთა ნომენკლატურის შედგენას; ადმინისტრაციული წარმოების წესების და პროცედურების დაცვას; ვ) საქმისწარმოებაში ბეჭდების, შტამპების, ბლანკების სათანადო გამოყენებას; ზ) თვითმართველობის მოხელეთათვის საქმისწარმოების წესის გაცნობას და კონტროლს მათ დაცვაზე; თ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები