„სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის №51 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის №51 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 20
დოკუმენტის მიმღები სენაკის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 05/10/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/10/2020
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.108.016462
20
05/10/2020
ვებგვერდი, 06/10/2020
010260020.35.108.016462
„სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის №51 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
სენაკის მუნიციპალიტეტი
 

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №20

2020 წლის 5 ოქტომბერი

ქ. სენაკი

,,სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის №51 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–20 მუხლის  შესაბამისად, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,სენაკის მუნიციპალიტეტის  მერიის  დებულების  დამტკიცების  შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის №51 დადგენილებაში  (www.matsne.gov.ge; 10/11/2017წ., სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.108.016331) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:         

ა) დადგენილებით  დამტკიცებული დებულების 28-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 28. მერიის საქმისწარმოება

1.  მერიაში საქმისწარმოება ხორციელდება საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის მეშვეობით, გარდა ამავე მუხლით დადგენილი გამონაკლისებისა.

2. ელექტრონული დოკუმენტბრუნვა მერიაში ხორციელდება „სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის მინიმალური სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 21 თებერვლის №64 დადგენილების შესაბამისად.

3. ელექტრონული დოკუმენტბრუნვა ხორციელდება ა(ა)იპ ,,მუნიციპალური  სერვისების განვითარების სააგენტო“-ს  ,,ელექტრონული მმართველობის ერთიანი სისტემის – MMSDADA” მეშვეობით.

4. მერიის საქმისწარმოებაში გამოყენებული ელექტრონული დოკუმენტების სახეები და მათი გაფორმების სტანდარტები განისაზღვრება ამ მუხლის მე-2 პუნქტისა და ამავე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საქმისწარმოების ავტომატიზებული პროგრამის თავისებურებების გათვალისწინებით.

6. მერიის საქმისწარმოების პროცესში დოკუმენტები მატერიალური სახით შეიძლება მომზადდეს და გაფორმდეს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებსა და  მერიაში შექმნილ კომისიებში.”

ბ) დადგენილებით  დამტკიცებული  დებულების  29-ე  მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 29. მერიის მიერ პერსონალურ მონაცემთა დამუშავება

1. მერია უფლებამოსილია ერთიანი საქმისწარმოების პროგრამაში სწორი და უტყუარი მონაცემების აღრიცხვის  და თავისი ფუნქციების შესრულების, მათ შორის: სოციალური დახმარების, ჯანმრთელობის დაცვის, სკოლამდელი აღზრდის ხელშეწყობის, სატრანსპორტო პოლიტიკის განხორციელების, ადამიანური რესურსების მართვის და სხვა მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული  პირი – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან გაფორმებული სათანადო ხელშეკრულების საფუძველზე ელექტრონული სისტემის მეშვეობით მიიღოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან პერსონალური მონაცემები.

2.   ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებში იგულისხმება:

ა) სახელი;

ბ) გვარი;

გ) პირადი ნომერი;

დ) დაბადების თარიღი;

ე) სქესი;

ვ) მოქალაქეობა;

ზ) ინფორმაცია პირის მისამართზე რეგისტრაციის შესახებ;

თ) ინფორმაცია საქართველოში კანონიერად ყოფნის საფუძვლის შესახებ;

ი) ფოტოსურათი.

3.  ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული მონაცემები შეიძლება დამუშავდეს მხოლოდ იმ მოცულობით, რაც აუცილებელია შესაბამისი უფლებამოსილების განსახორციელებლად.   მერია   ვალდებული საქმისწარმოების პროგრამაში ცალკეული ფუნქციების გათვალისწინებით განსაზღვროს მონაცემთა კონკრეტული მოცულობა.

4. ამ მუხლის მიზნებისთვის მერია მონაცემთა დამუშავებას ახორციელებს უშუალოდ ან ულებამოსილი პირის მეშვეობით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიბადრი კალანდარიშვილი