დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 244 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 05/10/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/10/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 200090000.22.033.017378 |
|
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, 200090000.22.033.016112) დამტკიცებული ინსტრუქციის მე-19 მუხლის:
1. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 19. წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემა“. 2. პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დაინტერესებული პირი, წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემის მოთხოვნით მიმართავს შემოსავლების სამსახურს დანართი №I-15-ით გათვალისწინებული ფორმით, რომელიც ივსება დანართი №I-151-ით დადგენილი წესის შესაბამისად, განსახორციელებელი ან განხორციელებული ოპერაციის მიხედვით: ა) საქართველოს საგადასახადო კოდექსით და საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული ანგარიშგების წესების ან/და შესასრულებელი საგადასახადო/საბაჟო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით; ბ) იმ მოსაკრებელთან დაკავშირებული ანგარიშგების წესების ან/და შესასრულებელი ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით, რომლის ადმინისტრირებასაც საგადასახადო ორგანო ახორციელებს.“. 3. მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ხარვეზის არსებობის ან/და დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის საჭიროების შემთხვევაში, შემოსავლების სამსახური პირს ხარვეზის აღმოსაფხვრელად ან/და ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარმოსადგენად განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 15 სამუშაო დღეს. შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია წინასწარი გადაწყვეტილების მოთხოვნის წარმომდგენის მოთხოვნით, მხოლოდ ერთხელ, მაგრამ არაუმეტეს 15 სამუშაო დღით, გააგრძელოს აღნიშნული ვადა. ხარვეზის აღმოსაფხვრელად ან/და ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარმოსადგენად განსაზღვრული ვადით ჩერდება წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემის ვადის დინება, რომელიც განახლდება პირის მიერ ხარვეზის აღმოფხვრის ან/და მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარმოდგენის მომდევნო სამუშაო დღიდან.“. 4. მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. სამუშაო ჯგუფი უფლებამოსილია წინასწარი გადაწყვეტილების მოთხოვნის განხილვისას. საჭიროების შემთხვევაში, მესამე პირისგან მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია ან დოკუმენტაცია. აღნიშნული ინფორმაციის/ დოკუმენტაციის წარმოდგენამდე ჩერდება წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემის ვადის დინება, რომელიც განახლდება შესაბამისი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარმოდგენის მომდევნო სამუშაო დღიდან.“. 5. მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი: „61. წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემამდე, წინასწარი გადაწყვეტილების მოთხოვნის წარმომდგენი უფლებამოსილია, წინასწარი გადაწყვეტილების მოთხოვნაში ასახული ინფორმაციის დაზუსტების ან/და დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენის მიზნით შეაჩეროს წინასწარი გადაწყვეტილების მოთხოვნის განხილვა. ამ შემთხვევაში ჩერდება წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემის ვადის დინება, რომელიც განახლდება წინასწარი გადაწყვეტილების მოთხოვნის წარმომდგენის მიერ დაზუსტებული ინფორმაციის ან/და დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენის მომდევნო სამუშაო დღიდან.“. 6. მე-10 და მე-11 პუნქტები ამოღებულ იქნეს. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები