დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ზოგიერთი კატეგორიის მოსამსახურეთა ამომრჩეველთა სპეციალური სიის შედგენისა და საოლქო საარჩევნო კომისიისათვის წარდგენის, აგრეთვე მათი არჩევნებში მონაწილეობისათვის სათანადო პირობების შექმნის წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 24 აგვისტოს №410 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 610 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 02/10/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/10/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010190020.10.003.022330 |
|
„ზოგიერთი კატეგორიის მოსამსახურეთა ამომრჩეველთა სპეციალური სიის შედგენისა და საოლქო საარჩევნო კომისიისათვის წარდგენის, აგრეთვე მათი არჩევნებში მონაწილეობისათვის სათანადო პირობების შექმნის წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 24 აგვისტოს №410 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ზოგიერთი კატეგორიის მოსამსახურეთა ამომრჩეველთა სპეციალური სიის შედგენისა და საოლქო საარჩევნო კომისიისათვის წარდგენის, აგრეთვე მათი არჩევნებში მონაწილეობისათვის სათანადო პირობების შექმნის წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 24 აგვისტოს №410 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 24/08/2016, 010190020.10.003.019475) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესისა და პირობების:
1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებისა და სპეციალური წოდების მქონე პირების (შემდგომში – მოსამსახურე) იმ სამსახურებრივი პირობების ჩამონათვალს, რომლებიც არჩევნების დღეს მოითხოვს მათ ყოფნას რეგისტრაციის ადგილისაგან განსხვავებულ მისამართზე; ამ მოსამსახურეების სიის შედგენისა და საოლქო საარჩევნო კომისიისათვის გადაცემის, მათთვის არჩევნებში მონაწილეობისათვის სათანადო პირობების შექმნის წესსა და პირობებს; აგრეთვე იმ განსაკუთრებული სამსახურებრივი პირობების ჩამონათვალსა და შესაბამის პირთა კატეგორიებს, რომლებიც ვერ დატოვებენ კენჭისყრის დღეს სამუშაო ადგილს ამ პირობების გამო.“. 2. მე-2 მუხლის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარ სამმართველოში დასაქმებული პირების სამორიგეო ცვლაში ყოფნა, რომლებიც დაკისრებულ მოვალეობებს არ ასრულებენ პენიტენციურ დაწესებულებაში და ახორციელებენ სპეციალური პენიტენციური სამსახურის ობიექტების დაცვას; თ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის (შემდგომში – სპეციალური პენიტენციური სამსახური): თ.ა) პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო პერსონალის 24-საათიან ცვლაში ყოფნა; თ.ბ) სპეციალური დანაყოფების მოსამსახურეების, რომლებიც დაკისრებულ ფუნქციებს ასრულებენ პენიტენციურ დაწესებულებაში, სამორიგეო ცვლაში 24 საათის განმავლობაში ყოფნა; თ.გ) პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს და ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარი სამმართველოს მოსამსახურეების, მათ შორის, სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოსამსახურეების, სამორიგეო ცვლაში 24 საათის განმავლობაში ყოფნა; თ.დ) პენიტენციურ დაწესებულებაში სამართლებრივი რეჟიმის დაცვაზე პასუხისმგებელი მოსამსახურეების 24-საათიან ცვლაში ყოფნა; თ.ე) პენიტენციურ დაწესებულებაში უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი მოსამსახურეების 24-საათიან ცვლაში ყოფნა;“. 3. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები