დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, მისი შევსების, შენახვის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 160 |
| დოკუმენტის მიმღები | სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი |
| მიღების თარიღი | 02/10/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/10/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 020080160.54.066.016201 |
160
02/10/2020
ვებგვერდი, 09/10/2020
020080160.54.066.016201
სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, მისი შევსების, შენახვის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
|
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, მისი შევსების, შენახვის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
|
„მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 213-ე მუხლის, საქართველოს საჰაერო კოდექსის 91 მუხლის პირველი ნაწილის და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/583 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
1.დამტკიცდეს სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსების, შენახვის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი და სააგენტოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა (დანართი №1).
2.დამტკიცდეს სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის აღრიცხვის ჟურნალის ფორმა (დანართი №2). 3. დამტკიცდეს სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ჩამოწერის აქტის ფორმა (დანართი №3). |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები