ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „თბილსერვის ჯგუფი“-ს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განსაზღვრის შესახებ

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „თბილსერვის ჯგუფი“-ს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 64-108
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 01/10/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/10/2020
სარეგისტრაციო კოდი 240050000.35.101.016777
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
64-108
01/10/2020
ვებგვერდი, 02/10/2020
240050000.35.101.016777
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „თბილსერვის ჯგუფი“-ს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განსაზღვრის შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (02/10/2020 - 06/11/2020)

 

 ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №64-108

2020 წლის 1 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „თბილსერვის ჯგუფი“-ს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განსაზღვრის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, 24-ე და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად,  ქალაქ თბილისის მუიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “თბილსერვის ჯგუფი“-ს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განსაზღვრის წესი“   დანართი 1-ის შესაბამისად.

 

 

მუხლი 2
დამტკიცდეს  „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “თბილსერვის ჯგუფი“-ს მიერ გაწეული მომსახურების საფასური“  დანართი 2-ის შესაბამისად.

 

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 

 


ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ტყემალაძე



დანართი 1

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „თბილსერვის ჯგუფის“ მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განსაზღვრის წესი

 


მუხლი 1. რეგულირების სფერო
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების „თბილსერვის ჯგუფის“ მიერ გაწეული ცალკეული მომსახურების საფასურის განსაზღვრის წესი“ (შემდგომში - წესი) განსაზღვრავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების „თბილსერვის ჯგუფის“ (შემდგომში – კომპანია) მიერ გაწეული ცალკეული მომსახურების საფასურის განაკვეთებს, ასევე საფასურის გადახდის, გადახდისაგან გათავისუფლების და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესსა და პირობებს.

 


მუხლი 2. საფასურის ცნება
საფასური არის ფიზიკური/იურიდიული პირის (შემდგომში – პირი) მიერ ამ წესით დადგენილი ოდენობით, კომპანიის მიერ გაწეული მომსახურების მისაღებად, მის ანგარიშზე გადასახდელი სავალდებულო თანხა.

 


მუხლი 3. საფასურის დაწესება და მისი ოდენობის განსაზღვრა

 

1. საფასურის შემოღება და მისი ოდენობის  განსაზღვრა ხდება ამ წესით.

2. ამ წესით დადგენილი საფასური მოიცავს მომსახურების გაწევისათვის საჭირო ყველა პირდაპირ და არაპირდაპირ ხარჯებს (მათ შორის, გადასახადებს).
 

 


მუხლი 4. მომსახურება
1.მომსახურება ამ წესის მიზნებისთვის გულისხმობს, კომპანიის მიერ კანონმდებლობით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში, ამ წესით განსაზღვრული საფასურის გადახდის საფუძველზე განხორციელებულ ქმედებას.

2. კომპანია უფლებამოსილია განსაზღვროს მომსახურების მიღების განაცხადებზე რეაგირების პარამეტრები, მომსახურების გაწევის განრიგი და მომსახურების მიღების მსურველთა რიგითობის წესი.

3. კომპანია თავის უფლებამოსილებას ახორციელებს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 


მუხლი 5. სამშენებლო და სამონტაჟო სამუშაოები
ამ წესის მიზნებისთვის:
სამშენებლო სამუშაოები გულისხმობს, კომპანიის უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ, პირის განცხადების და ამ წესით განსაზღვრული საფასურის გადახდის საფუძველზე განხორციელებულ ქმედებებს, რომლებიც მოიცავს გრუნტის დამუშავებას, ჭიქურების დამზადებას, საყრდენების დამზადებას, დამონტაჟებას, მიწის უკუჩაყრას, სანათების და სხვა კონსტრუქციების დამონტაჟებას, სამშენებლო ნარჩენების გატანას და სხვა თანმდევ სამუშაოებს ტრანსპორტირების გათვალისწინებით;

 


მუხლი 6.  ბოძებზე გატარებული სადენების და კონსტრუქციების მოწყობის საფასური
ბოძზე სადენის გატარება, საცნობარო ნიშნების და სხვადასხვა სახის  კონსტრუქციების, ასევე სხვა სახის მოწყობილობების განთავსება ამ წესის მიზნებისთვის გულისხმობს კომპანიის უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ, სპეციალური აღჭურვილობით და ავტოტრანსპორტით, პირის განცხადებისა და ამ წესით განსაზღვრული საფასურის გადახდის საფუძველზე განხორციელებულ ქმედებებს.

 


მუხლი 7. მომსახურების პირობები და ვადის გამოთვლა
 კომპანიის მიერ ამ წესით დადგენილი მომსახურების შესასრულებლად კომპანია უფლებამოსილია, პირთან გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება, რომელშიც მითითებული იქნება მომსახურების განხორციელების ვადები და ტექნიკური პირობები.

მუხლი 8. საფასურის გადახდის წესი და პირობები
1. ამ წესით განსაზღვრული მომსახურებით სარგებლობისათვის პირი ვალდებულია გადაიხადოს ამ წესით განსაზღვრული შესაბამისი საფასური.

2. საფასური გადაიხდება წინასწარ ან შესრულებული სამუშაოს/გაწეული მომსახურების შესახებ გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტზე ხელისმოწერიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში, უნაღდო ანგარიშსწორების წესით.

3. ანგარიშსწორება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. ამ წესით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად განხორციელებული ანგარიშსწორების მართლზომიერებაზე/სისწორეზე პასუხისმგებელობა, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით ეკისრება განმცხადებელს.

5.  საფასური ჩაირიცხება კომპანიის ანგარიშზე.

 



9. 24/03/2026 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 10-18 - ვებგვერდი, 25/03/2026 8. 21/03/2025 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 53-27 - ვებგვერდი, 24/03/2025 7. 28/02/2025 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 52-14 - ვებგვერდი, 05/03/2025 6. 29/03/2024 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 38-24 - ვებგვერდი, 02/04/2024 5. 04/11/2022 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 16-94 - ვებგვერდი, 07/11/2022 4. 15/02/2022 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 7-10 - ვებგვერდი, 16/02/2022 3. 24/09/2021 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 88-85 - ვებგვერდი, 27/09/2021 2. 08/12/2020 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 68-125 - ვებგვერდი, 09/12/2020 1. 06/11/2020 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 66-117 - ვებგვერდი, 10/11/2020