დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის 1999 წლის 10 ივნისის №37 ბრძანებით დამტკიცებული „ავტოვაგზლის და ავტოსადგურის მუშაობის წესში“ ცვლილებების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 91 |
| დოკუმენტის მიმღები | ტრანსპორტის სამინისტრო |
| მიღების თარიღი | 17/11/1999 |
| დოკუმენტის ტიპი | სახელმწიფო მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 63(70), 01/12/1999 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 15/08/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 180.012.003.940 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 180.012.003.940
საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის
ბრძანება №91
ქ. თბილისი
საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის 1999 წლის 10 ივნისის №37 ბრძანებით დამტკიცებული „ავტოვაგზლის და ავტოსადგურის მუშაობის წესში” ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს კანონის „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ” საფუძველზე საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის 1999 წლის 10 ივნისის №37 ბრძანებით დამტკიცებულ „ავტოვაგზლის და ავტოსადგურის მუშაობის წესში” შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. წესის ტექსტში სიტყვა „გადამყვანი” შეიცვალოს სიტყვით „გადამზიდავი”.
2. პირველ მუხლში ამოღებულ იქნეს მე-3 პუნქტი.
3. მე-3 მუხლში პირველ პუნქტში სიტყვები „შესაბამისი მეთოდიკით” შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს ტრანსპორტის სამინისტროს მიერ დამტკიცებული მეთოდიკით”.
4. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) რეგულარულ მარშრუტებზე მგზავრების გადასაყვანად მომსახურება გაუწიოს მხოლოდ კონკურსში გამარჯვებულ გადამზიდავებს”.
მ. ადეიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები