„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრის, ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობებისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-82 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 64-107
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 01/10/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/10/2020
სარეგისტრაციო კოდი 300330000.35.101.016778
64-107
01/10/2020
ვებგვერდი, 06/10/2020
300330000.35.101.016778
„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრის, ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობებისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-82 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №64-107

2020 წლის 1 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრის, ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობებისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-82 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M​2 და M​3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრის, ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობებისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-82 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, 06/01/2015, სარეგისტრაციო კოდი: 300330000.35.101.016081) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილების:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სამგზავრო გადაყვანის მომსახურების ინტეგრირებული სისტემის დანერგვის, რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M​2 და M​3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრის, ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობებისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დამტკიცდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სამგზავრო გადაყვანის მომსახურების ინტეგრირებული სისტემის დანერგვის, რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის მაძიებელთა კონკურსში  მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობებისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის თანდართული წესი.“.

2. დადგენილების მე-2 პუნქტით დამტკიცებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობებისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესის:

 ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სამგზავრო გადაყვანის მომსახურების ინტეგრირებული სისტემის დანერგვის,  რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის მაძიებელთა კონკურსში  მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობებისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის თანდართული წესი“;

ბ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. რეგულირების სფერო

ეს წესი განსაზღვრავს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სამგზავრო გადაყვანის მომსახურების ინტეგრირებული სისტემის დანერგვის, რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის მაძიებელთა კონკურსის (შემდგომში – კონკურსი) ჩატარების, კონკურსში მონაწილეობისა და მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის გაცემის, ნებართვის გაცემის ფასის გადახდის და სანებართვო პირობების შესრულების პირობებს, აგრეთვე ნებართვის მოქმედების ვადას.“;

გ) მე-2 მუხლის „პ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ1“ ქვეპუნქტი:

„პ1) სამგზავრო გადაყვანის მომსახურების ინტეგრირებული სისტემა – სისტემა, რომელსაც მგზავრთა გადაყვანის გამარტივების მიზნით მართავს ნებართვის გამცემი, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის  ადმინისტრაციულ საზღვრებში ერთმანეთთან დაკავშირებული ავტობუსებით (M2 და M3 კატეგორიის), მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო), საბაგირო გზით, აგრეთვე სხვადასხვა სახის სატრანსპორტო საშუალებებით საინფორმაციო ბაზის, გაბილეთიანების სქემისა და განრიგის ინტეგრირებით;“;

დ) მე-17 მუხლის პირველი პუნქტის:

დ.ა) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) უზრუნველყოს მომსახურების გაწევა ნებართვის გამცემის მიერ ნებართვის გაცემის დროს დადგენილი ფერის ავტობუსებით ან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ განსაზღვრული ფერის ავტობუსებით;“;

დ.ბ) „მ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ1“ და „მ2“ პუნქტები:

„მ1) უზრუნველყოს სამგზავრო გადაყვანის მომსახურების ინტეგრირებულ სისტემაში ჩართული ავტობუსების მძღოლების და დისპეტჩერების შრომის ანაზღაურების განსაზღვრა და გაცემა;

2) უზრუნველყოს სამგზავრო გადაყვანის მომსახურების ინტეგრირებულ სისტემაში ჩართული ავტობუსებით გადაყვანილი მგზავრების მიერ მგზავრობის ფასის გადახდის კონტროლი;“;

დ.გ) „ქ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ქ) მომსახურების გაწევა განახორციელოს დადგენილი ტარიფის (თუ მომსახურების გაწევა  ეკონომიკის რეგულირებადი სფერო იქნება) ან მის მიერ განსაზღვრული მგზავრობის ფასის (თუ მომსახურების გაწევა ეკონომიკის რეგულირებადი სფერო არ იქნება) შესაბამისად, ხოლო სამგზავრო გადაყვანის მომსახურების ინტეგრირებულ სისტემაში ჩართულ ავტობუსებზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დადგენილი მგზავრობის ფასის შესაბამისად;“;

ე) მე-18 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 181 მუხლი:

მუხლი 181. სამგზავრო გადაყვანის მომსახურების ინტეგრირებული  სისტემა

„1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის წარდგინებით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, განსაზღვრავს სამგზავრო გადაყვანის მომსახურების ინტეგრირებული  სისტემაში ჩასართავი ავტობუსების მარშრუტებს. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებულ სამგზავრო გადაყვანის მომსახურების ინტეგრირებულ სისტემაში ჩართულ მარშრუტებზე მუნიციპალიტეტის ან მის მიერ დაფუძნებული პირის ან ნებართვის მფლობელის მიერ შეძენილი ავტობუსების ჩართვას, ასევე ამ ავტობუსების ფერს განსაზღვრავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა.

2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო, სამგზავრო გადაყვანის  მომსახურების ინტეგრირებულ სისტემაში ჩართვის უზრუნველსაყოფად, განსაზღვრავს მგზავრობის ფასს.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მგზავრობის ფასი ჩაირიცხება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ანგარიშზე, რომელიც მის ანგარიშზე მგზავრობის ფასის ჩარიცხვის შემდეგ ვალდებულია ნებართვის მფლობელს გადაუხადოს მომსახურების საფასური.

4. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან შეთანხმებით, ნებართვის მფლობელთან აფორმებს ხელშეკრულებას, რომლითაც უნდა დარეგულირდეს მომსახურების გაწევის წესი და პირობები, მათ შორის მომსახურების სანაცვლოდ გადასახდელი თანხის ანაზღაურების ოდენობა და წესი.  მომსახურების სანაცვლოდ გადასახდელი თანხა დაანგარიშდება აუდიტორული კომპანიის დასკვნის საფუძველზე.

5. სამგზავრო გადაყვანის მომსახურების ინტეგრირებულ სისტემაში ჩართული ავტობუსის მძღოლი და დისპეტჩერი არიან ნებართვის მფლობელთან შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები და იღებენ შრომის ანაზღაურებას.

6. სამგზავრო გადაყვანის მომსახურების ინტეგრირებულ სისტემაში ჩართული ნებართვის მფლობელი ვალდებულია საწვავის და სხვა საქონლის და მომსახურების შესყიდვა განახორციელოს კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით, კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტ(ებ)ისაგან (თუ ასეთი საქონელი და მომსახურება წარმოადგენს სახელმწიფო შესყიდვების კონსოლიდირებული ტენდერის შესყიდვის ობიექტს).

7. სამგზავრო გადაყვანის მომსახურების ინტეგრირებული სისტემა მოქმედებს არსებული სამგზავრო გადაყვანის მომსახურების სისტემის პარალელურად.

8. ნებართვის გამცემი ახორციელებს კონტროლს და ინფორმაციას იღებს ნებართვის მფლობელისგან სამგზავრო გადაყვანის მომსახურების ინტეგრირებულ სისტემაში ჩართული ავტობუსებით გადაყვანილი მგზავრების მიერ მგზავრობის ფასის გადახდის შესახებ.

9. ნებართვის მფლობელი ვალდებულია უზრუნველყოს სამგზავრო გადაყვანის მომსახურების ინტეგრირებულ სისტემაში ჩართულ ავტობუსებს გააჩნდეთ გავლილი მარშრუტის და კილომეტრების აღმრიცხველი ელექტრონული მოწყობილობა და ამ მოწყობილობით დაფიქსირებული ინფორმაცია მოთხოვნის შემთხვევაში მიაწოდოს ნებართვის გამცემს.“;

ვ) 28-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულებას აკონტროლებს ნებართვის გამცემი ან მის მიერ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირი საქართველოს კანონმდებლობისა და ამ წესის შესაბამისად.“;

ზ) 30-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. უწყებრივ სანებართვო რეესტრს აწარმოებს ნებართვის გამცემი ან მის მიერ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ტყემალაძე