„სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გირავნობის რეგისტრაციის, ნასამართლობის შესახებ ცნობისა და მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 25 ივნისის №892 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 138
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 30/09/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/09/2020
სარეგისტრაციო კოდი 010240060.22.034.017067
138
30/09/2020
ვებგვერდი, 30/09/2020
010240060.22.034.017067
„სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გირავნობის რეგისტრაციის, ნასამართლობის შესახებ ცნობისა და მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 25 ივნისის №892 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
„სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გირავნობის რეგისტრაციის, ნასამართლობის შესახებ ცნობისა და მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 25 ივნისის №892 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №138

2020 წლის 30 სექტემბერი

ქ. თბილისი

„სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გირავნობის რეგისტრაციის, ნასამართლობის შესახებ ცნობისა და მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 25 ივნისის №892 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ფ​1“ ქვეპუნქტის, და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გირავნობის რეგისტრაციის, ნასამართლობის შესახებ ცნობისა და მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 25 ივნისის №892 ბრძანებით (სსმ, 02/07/2007წ., №94, მუხ.1012) დამტკიცებულ წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2113 მუხლი:

„მუხლი 2113

1. 2020 წლის 31 ოქტომბრამდე, საპარლამენტო არჩევნებში პირთა მონაწილეობის უფლების რეალიზაციის უზრუნველსაყოფად, თუ დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილია განცხადება უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობის მისაღებად და ასეთი პირის მიმართ სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტში აღირიცხება მონაცემები სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ, ამასთან, სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტში არ არსებობს/ვერ მოიძებნა ამ საქმეზე განაჩენი, პირის მიმართ გაიცემა ცნობა უფლების ჩამორთმევის არქონის შესახებ. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება ამ ბრძანების 17​8 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესი.

2. ამ მუხლის ამოქმედებამდე ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ განცხადებაზე ამ ბრძანების 178 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად დაწყებული პროცედურა წყდება.

3. ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტით გათვალისწინებული წესი არ ვრცელდება იმ შემთხვევაზე, თუ დაინტერესებული პირის მიმართ სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტში აღირიცხება მონაცემები „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის ან/და 2020 წლის 1 მაისიდან „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ რომელიმე დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების თაობაზე.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2020 წლის 30 სექტემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური