დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 19 |
| დოკუმენტის მიმღები | სენაკის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/09/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/10/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.108.016461 |
|
სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტების დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის, „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტები დანართი №1-ის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტები
|
M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების (ავტობუსები) მარშრუტი:
№1 – ეგნატე ნინოშვილის ქუჩა-ილია ჭავჭავაძის ქუჩა (ავტოსადგური)-მერაბ კოსტავას ქუჩა-შოთა რუსთაველის ქუჩა (სამხატვრო სკოლა)-№7 საჯარო-შ.პ.ს. ,,კედა“-ნოქალაქევი (მუზეუმი)-ბეთლემი-ლეძაძამე და უკუსვლა: 1 ავტობუსი; №2 – არჩილ ჯორჯაძისა და შოთა რუსთაველის ქუჩების კვეთა-ილია ჭავჭავაძის ქუჩა (შ.პ.ს. „დელტა ოილი“-ს წინ)-სტადიონი „ეგრისი“-შ.პ.ს. ,,სენამედი“-ნოსირის ადმინისტრაციული ცენტრი-ნოსირის წისქვილკომბინატი და უკუსვლა:1 ავტობუსი; №3 – ავტოსადგურის მოედანი-მერაბ კოსტავას ქუჩა-შოთა რუსთაველის ქუჩა (ცენტრალური პარკი)-№3 საჯარო სკოლა-აკაკი ელიავას ქუჩა (იუსტიციის სახლი)-აკაკი ელიავასა და ნატო ვაჩნაძის ქუჩების კვეთა-მენჯის ადმინისტრაციული ერთეულის სოფ. ბათარიას ცენტრი და უკუსვლა; 1 ავტობუსი; №4 – საკოლმეურნეო ბაზარი (შ.პ.ს. „საქართველოს ფოსტა“-ს შენობა)-ეგნატე ნინოშვილის ქუჩა-ილია ჭავჭავაძის ქუჩა (ავტოსადგური)-ილია ჭავჭავაძის ქუჩა (შ.პ.ს. „დელტა ოილი“-ს წინ)-სტადიონი ,,ეგრისი“-შ.პ.ს. ,,სენამედი“-შოთა რუსთაველის ქუჩა (შ.პ.ს. „კედა“)-№7 საჯარო სკოლა-შ.პ.ს. „სენაკის ბავშვთა საავადმყოფო“-№1 საჯარო სკოლა-საკოლმეურნეო ბაზარი (შ.პ.ს. „საქართველოს ფოსტა“-ს შენობა) და უკუსვლა: 1 ავტობუსი.
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები