„ხონის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულისზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 თებერვლის №57 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ხონის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულისზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 თებერვლის №57 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 25
დოკუმენტის მიმღები ხონის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/09/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/10/2020
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2022
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.119.016436
25
30/09/2020
ვებგვერდი, 01/10/2020
010250050.35.119.016436
„ხონის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულისზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 თებერვლის №57 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
ხონის მუნიციპალიტეტი
 

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №25

2020 წლის 30 სექტემბერი

ქ. ხონი

 

„ხონის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 თებერვლის №57 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის შესაბამისად ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ხონის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 თებერვლის №57 დადგენილებაში (www.macne.gov.ge ს/:კ 010250050.35.119.016361, 28/02/2018) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებარე შენობა-ნაგებობების შესაბამისობის ზედამხედველობა საპროექტო-ნორმატიულ და სახემძღვანელო დოკუმენტებთან, ორგანიზაციულ სამართლებრივი წესრიგის უზრუნველყოფა მშენებლობის დაწყებიდან დასრულებამდე, კანონით დადგენილი წესით“.

2. ამავე მუხლის მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„15. საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიმართ საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, საქრთველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, საქართველოს კანონით „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ და საქრთველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ დადგენილი ზომების მიღება“.

3. ამავე მუხლის მე-17 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„17. სამართალდარღვევის ოქმის ფორმის მიხედვით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა საქრთველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღევათა კოდექსის 431, 432, 513, 533, 55-ე, 552, 553, 556, 771, 772, 825, (პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების რეალიზაციის ნაწილში), 1191,125-ე მუხლის მე-8 ნაწილის, 1254,1461, 148-ე, 150-ე, 1501, 151-ე, 152-ე, 1522, 1534, 1561, 159-ე, 1591 მუხლების, საქრთველოს ორგანული კანონის „საქრთველოს საარჩევნო კოდექსი“ 93-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად უკანონოდ ჩამოხსნილი, ჩამოხეული, დაფარული ან დაზიანებული საარჩევნო პლაკატების ამ კოდექსის მე-80 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნაწილში, საქრთველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ 31-ე-35-ე, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 39-ე, 43-ე მუხლის პირველი ნაწილის, 46-ე მუხლის საფუძველზე“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევალერი ბახტაძე