საოპერაციო კომპანიების დამადასტურებელი სერტიფიკატის ფორმის დამტკიცების შესახებ

საოპერაციო კომპანიების დამადასტურებელი სერტიფიკატის ფორმის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 11/077
დოკუმენტის მიმღები ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო
მიღების თარიღი 19/10/2020
დოკუმენტის ტიპი ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/10/2020
სარეგისტრაციო კოდი 010340000.25.017.016013
11/077
19/10/2020
ვებგვერდი, 20/10/2020
010340000.25.017.016013
საოპერაციო კომპანიების დამადასტურებელი სერტიფიკატის ფორმის დამტკიცების შესახებ
ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო
 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს

საჯარო სამართლის იურიდიული პირის  –

ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს უფროსის

ბრძანება №11/077

2020 წლის 19 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საოპერაციო კომპანიების დამადასტურებელი სერტიფიკატის ფორმის დამტკიცების შესახებ

„ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-6 პუნქტის, 81 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის,  „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ 2017 წლის 7 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-7 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
 
1. დამტკიცდეს საოპერაციო კომპანიების დამადასტურებელი სერტიფიკატის თანდართული ფორმა.

2. ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს უფროსის 2014 წლის 19 მარტის ბრძანება №11/026.


3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სააგენტოს უფროსიგიორგი ტატიშვილი