„2020 წელს წალკის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ” წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 6 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 17
დოკუმენტის მიმღები წალკის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/09/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/10/2020
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.155.016344
17
30/09/2020
ვებგვერდი, 01/10/2020
010250020.35.155.016344
„2020 წელს წალკის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ” წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 6 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
წალკის მუნიციპალიტეტი
 
წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №17

2020 წლის 30 სექტემბერი

ქ. წალკა

„2020 წელს წალკის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ” წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 6 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„2020 წელს წალკის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ”  წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2020 წლის 6 იანვრის №1 (ვებგვერდი www.matsne.gov.ge, 08/01/2020, 010250020.35.155.016328) დადგენილებით დამტკიცებულ „2020 წელს წალკის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამაში“  შევიდეს შემდეგი  ცვლილება:

1.  მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მოქალაქეების, არასრულწლოვანი ბავშვების, აგრეთვე იძულებით გადაადგილებული ოჯახების გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების (ოპერაცია)  დაფინანსება, რომლებიც ნაწილობრივ  ფინანსდებიან ან არ ფინანსდებიან  სახელმწიფო პროგრამით ან/და სამედიცინო პოლისით;“

2. მე-17 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი   ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. წალკის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მოქალაქეების, არასრულწლოვანი ბავშვების, აგრეთვე იძულებით გადაადგილებული ოჯახების გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების  (ოპერაცია) დაფინანსება, რომლებიც ნაწილობრივ ფინანსდებიან  სახელმწიფო პროგრამით ან/და სამედიცინო პოლისით განისაზღვროს დარჩენილი თანხის:

ა) 700 (შვიდასი)  ლარამდე – 100 %-ით;

ბ) 2000 (ორი ათასი) ლარის ჩათვლით  – 50 %-ით;

გ) 2000 (ორი ათასი)-ზე ზევით – 1300 ლარით.“.

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. წალკის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მძიმე დაავადებების მქონე მოქალაქეების, სამედიცინო მომსახურების (ოპერაცია) დაფინანსება, რომლებიც არ ფინანსდებიან  სახელმწიფო პროგრამით ან/და სამედიცინო პოლისით განისაზღვროს გადასახდელი თანხის 50%-ით,  არაუმეტეს 1500 (ათას ხუთასი) ლარისა.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეირაკლი გიგინეიშვილი