„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების მარეგულირებელი ნორმების, ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესების დადგენის შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 იანვრის №69 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 161
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/09/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/10/2020
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.123.016564
161
30/09/2020
ვებგვერდი, 02/10/2020
010250020.35.123.016564
„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების მარეგულირებელი ნორმების, ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესების დადგენის შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 იანვრის №69 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №161

2020 წლის 30 სექტემბერი

ქ. ქუთაისი

„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების მარეგულირებელი ნორმების, ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესების დადგენის შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 იანვრის №69 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების მარეგულირებელი ნორმების, ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესების დადგენის შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 იანვრის №69 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 06.02.2015, №010250020.35.123.016279), კერძოდ, დადგენილების დანართს დაემატოს შემდეგი შინაარსის 23-ე მუხლი.

„მუხლი 23. პარკირების წესების დარღვევისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება და მისი აღსრულება

1. თუ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული (შემდგომ,  სტრუქტურული ერთეული), ან პარკირების ორგანიზების უფლების მქონე პირი ადმინისტრაციული სამართალ­დარღვევის ფაქტზე შემთხვევის ადგილზე სამართალდამრღვევის დაუსწრებლად გამოწერს საჯარიმო ქვითარს, ან შემთხვევის ადგილზე არ გამოწერს საჯარიმო ქვითარს და სამართალდარღვევის ეს ფაქტი ვიდეოფირზე ან/და ფოტო­ფირზე დაფიქსირდება, შესაბამისი მუხლით/მუხლის ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა ეკისრება:

ა) სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მონაცემებით განსაზღვრულ პირს, რომელზედაც სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა ბოლოს არის გაცემული, თუ სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიცირება რეგისტრაციის ნომრით (სახელმწიფო სანომრე ნიშნით) ხდება;

ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში, ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში არსებული დროებითი სანომრე ნიშნით მოსარგებლე პირს, თუ სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიცირება დროებითი სანომრე ნიშნით ხდება.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შესაბამის პირს საჯარიმო ქვითარი ეგზავნება რეგისტრაციის ადგილის მიხედვით.

3. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შესაბამის პირს რეგისტრაციის ადგილის მიხედვით გაგზავნილი საჯარიმო ქვითარი ვერ ჩაჰბარდა, საჯარიმო ქვითრის მიმტანი პირი გზავნილზე სათანადო აღნიშვნას აკეთებს და საჯარიმო ქვითარს აბრუნებს. საჯარიმო ქვითარი დაბრუნებიდან არაუადრეს 30-ე დღისა და არაუგვიანეს მე-60 დღისა, აღნიშნულ პირს რეგისტრაციის ადგილის მიხედვით (რეგისტრაციის მისამართზე) განმეორებით ეგზავნება.

4. საჯარიმო ქვითარი ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი პირისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა, თუ ამ პირის რეგისტრაციის ადგილის მისამართზე საჯარიმო ქვითრის ჩაბარებისას მისი ოჯახის სრულწლოვანი წევრი ორჯერ განაცხადებს უარს მის მიღებაზე. ამ პუნქტის მიზნისთვის ოჯახის წევრში იგულისხმება პირის მეუღლე, შვილი, შვილიშვილი, მშობელი, და, ძმა, პაპა, ბებია, ამ პირთან მცხოვრები სხვა სრულწლოვანი პირი.

5. ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად განმეორებით გაგზავნილი საჯარიმო ქვითრის ჩაუბარებლობის შემთხვევაში, სტრუქტურული ერთეული, ან პარკირების ორგანიზების უფლების მქონე პირი უზრუნველყოფს საჯარი­მო ქვითრის საჯაროდ, თავის ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნებას. საჯარიმო ქვითარი ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი პირისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა საჯაროდ გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.

6. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულმა შესაბამისმა პირმა ჯარიმა უნდა გადაიხადოს მისთვის საჯარიმო ქვითრის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.

7. ჯარიმის ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შესაბამის პირს სტრუქტურული ერთეული, ან პარკირების ორგანიზების უფლების მქონე პირი დაარიცხავს საურავს საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 1254 მუხლის შენიშვნით გათვალისწინებული შესაბამისი ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში, პირის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება.

8. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი პირი არ არის თექვსმეტი წლის ასაკს მიღწეული პირი, საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 125-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება მის კანონიერ წარმომადგენელს.

9. საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 1254 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე ამავე კოდექსის 278-ე მუხლის საფუძველზე გამოტანილი დადგენილება/მისი გამოტანისთვის აუცილებელი წერილობითი ინფორმაცია შესაბამის პირს ჰბარდება ამავე კოდექსის 2904 მუხლით დადგენილი წესით (მათ შორის, ამ დადგენილების/ინფორმაციის განმეორებით ჩაუბარებლობის შემთხვევაში შესაბამის ვებგვერდზე გამოქვეყნების გზით), თუ ადმინისტრაციული სამართალ­დარღვევის ოქმი შეადგინა სტრუქტურულმა ერთეულმა, ან პარკირების ორგანიზების უფლების მქონე პირმა.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიირაკლი შენგელია