„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 დეკემბრის N37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 დეკემბრის N37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 17
დოკუმენტის მიმღები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/09/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/09/2020
ძალის დაკარგვის თარიღი 29/06/2022
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.112.016433
17
30/09/2020
ვებგვერდი, 30/09/2020
010260020.35.112.016433
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 დეკემბრის N37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
 

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №17

2020 წლის 30 სექტემბერი

ქ. ლანჩხუთი

„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 დეკემბრის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს 61-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის შესაბამისად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 დეკემბრის N37 დადგენილების (ვებგვერდი, 27/12/2017; სარეგისტრაციო კოდი: 010206002.35.112.016319) პირველი მუხლით დამტკიცებულ დანართში „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულება“ შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები:
ა) მე-12 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება; უსახლკაროთა რეგისტრაცია და მათი თავშესაფრით უზრუნველყოფა; საქართველოს კანონით „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ გათვალისწინებული ბავშვის უფლებების დაცვის ღონისძიებების განხორციელება; ქალთა/ოჯახის მიმართ ძალადობის პრევენცია და წინადადებების შემუშავება გენდერული თანასწორობის საკითხებზე.“

ბ) მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 14. მერის წარმომადგენელი

1. მერის წარმომადგენელი არის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურე, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, რომელთანაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას აფორმებს მერი .

2. მერის წარმომადგენელი თავის უფლებამოსილებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში.

3. მერის წარმომადგენელზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს მერი.

4. მერის წარმომადგენელი:

ა) მერს წარუდგენს ინფორმაციას შესაბამის ტერიტორიაზე არსებული პრობლემებისა და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ;

ბ) მერის დავალებით უზრუნველყოფს სტატისტიკურ და სხვა მონაცემთა შეგროვებას;

გ) უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტების მოსახლეობისთვის გაცნობას;

დ) მერის დავალებით ორგანიზებას უწევს დასახლებაში მოსახლეობის გამოკითხვის ჩატარებას;

ე) მერს წარუდგენს წინადადებებს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის, გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ;

ვ) „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მუნიციპალიტეტის წარმომადგენელს აწვდის ყველა საჭირო ინფორმაციას, ამავე კანონით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის მიზნით;

ზ) საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში გასცემს ცნობას - ადასტურებს ფაქტობრივ მდგომარეობას (ოჯახის შემადგენლობის, ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილისა და საქონლის ადგილწარმოშობის თაობაზე), რისთვისაც:

ზ.ა) წარმომადგენელი ვალდებულია ზუსტად აღწეროს ის ფაქტი, რომლის დადგომის ან არსებობის ნამდვილობასაც ამოწმებს. ფაქტობრივი მდგომარეობის დადგენის მიზნით, წარმომადგენელი უფლებამოსილია შეადგინოს შესაბამისი აქტი, რომელიც შედგენილი უნდა იქნეს მოწმეთა თანდასწრებით (არანაკლებ ორი მოწმისა). წარმომადგენელი ამოწმებს მომთხოვნი პირისა და მოწმეთა ვინაობას, ფაქტობრივი მდგომარეობის ნამდვილობას შესაძლებლობის ფარგლებში;

ზ.ბ) წარმომადგენელი ადგენს აქტის შედგენის მონაწილე (განმცხადებელი პირი, მოწმეები) ფიზიკური პირების ვინაობას მათ მიერ წარდგენილი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მეშვეობით;

ზ.გ) წარმომადგენელი ვალდებულია აქტის შედგენისას მონაწილეებს განუმარტოს აქტის შინაარსი და მისი სამართლებრივი შედეგები. განმარტება შეიძლება ატარებდეს ზეპირ ხასიათს და იგი შეიძლება არ აისახოს აქტში, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

თ) „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად:

თ.ა) თვითმმართველი ერთეულის შესაბამის დასახლებაში დაბადების რეგისტრაციის არარსებობის თაობაზე შეტყობიდან ან სამედიცინო დაწესებულების გარეთ დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობის გაცემის უფლებამოსილების მქონე პირის დახმარების გარეშე ბავშვის დაბადების თაობაზე შეტყობიდან ერთი თვის ვადაში მიმართავს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს (სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო);

თ.ბ) თვითმმართველი ერთეულის შესაბამის დასახლებაში პირის გარდაცვალების ფაქტის დადასტურების შესახებ ადგენს ოქმი და პირის გარდაცვალების ფაქტის თაობაზე შეტყობიდან 5 სამუშაო დღის ვადაში აგზავნის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში (სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო).

ი) მიწის მესაკუთრეთა შესახებ ინფორმაციისა და განმცხადებლის მიერ შესაბამისი/საჭირო დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე „საქართველოს 3 ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის №46 დადგენილების შესაბამისად გასცემს ცნობას;

 კ) მუნიციპალიტეტის მერის მიერ განსაზღვრულ ცნობების გაცემაზე უფლებამოსილ პირს ხელს უწყობს ტექნიკური და მეთოდური დახმარების გაწევით;

ლ) პასუხისმგებელია მის მიერ მოწოდებულ ყველა სახის ინფორმაციის სისწორეზე;

მ) მერის დავალებით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.

5. ფაქტობრივი მდგომარეობის ამსახველი აქტებისა და ცნობის გაცემისთვის მერის წარმომადგენელს აქვს ბეჭედი შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის სახელწოდების მითითებით;

6. მერის წარმომადგენელი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და

ა) დადგენილების პირველი მუხლის „ა“ პუნქტი გავრცელდეს 2020 წლის 1-ელი სექტემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე;

ბ) დადგენილების პირველი მუხლის „ბ“ პუნქტი გავრცელდეს 2020 წლის 3 აგვისტოდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.


ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარებესიკ ტაბიძე