დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 იანვრის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 17 |
| დოკუმენტის მიმღები | ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/09/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/09/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260030.35.142.016262 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება „ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 იანვრის №7 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 06/02/2018, სარეგისტრაციო კოდი: 010260030.35.142.016184) და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი და მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ადმინისტრაციული სამსახურის განყოფილებებია: ა) საქმისწარმოების განყოფილება; ბ) საორგანიზაციო განყოფილება; გ) ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის განყოფილება; დ) ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება; ე) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება“. 2. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი: „5. ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების ფუნქციებია. ა) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება ახორციელებს ბავშვის მდგომარეობის შეფასებას ბავშვისა და ოჯახის მხარდაჭერის ღონისძიების განხორციელების ინსტრუქციით გათვალისწინებული ბავშვისა და ოჯახის საჭიროებათა და ზიანის რისკის შეფასების სამართლებრივი ინსტრუმენტების გამოყენებით; ბ) შეიმუშავებს ბავშვისა და ოჯახის მხარდაჭერის ღონისძიების განხორციელების ინსტრუქციით გათვალისწინებულ სამოქმედო გეგმას ინტერდისციპლინური განხილვის საფუძველზე; გ) უზრუნველყოფს ინდივიდუალური მხარდაჭერის გეგმით დადგენილი მომსახურებებისადმი ბავშვის ხელმისაწვდომობას; დ) კოორდინაციას უწევს ბავშვისა და ოჯახის მხარდაჭერის ღონისძიების განხორციელების ინსტრუქციით გათვალისწინებული სამოქმედო გეგმის აღსრულების პროცესს ბავშვის უფლებების დაცვის და მხარდაჭერის ღონისძიებების განხორციელებაზე უფლებამოსილ სუბიექტებთან თანამშრომლობით; ე) საქმის წარმოების ერთიანი სისტემის გამოყენებით მონიტორინგს უწევს ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის ღონისძიებების განხორციელების პროცესს და ადგენს ანგარიშს; ვ) საგანმანათლებლო-აღმზრდელობით, კულტურისა და სასპორტო დაწესებულებებთან, საზოგადოებრივ გაერთანებებთან და სხვა ბავშვის თემებზე მომუშავე დაწესებულებებთან და დაინტერესებულ პირებთან თანამშრომლობით შეიმუშავებს რეკომენდაციებს ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სფეროში განსახორციელებელი პრევენციული ღონისძიებების თაობაზე; ზ) ბავშვის დაცვის და მხარდაჭერის ღონისძიებების დაგეგმვის მიზნით, განყოფილების მუშაკი ახორციელებს ვიზიტს ოჯახში/ბავშვის განთავსების ადგილზე; თ) თუ განყოფილების მუშაკის შეფასების შედეგად დადგინდა, რომ საქმე ეხება გადაუდებელ მდგომარეობას, იგი დაუყოვნებლივ მიმართავს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს. გადაუდებელია მდგომარეობა, რომელიც საფრთხეს უქმნის ბავშვის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას ან შეიძლება გამოიწვიოს მისი სიკვდილი ან ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება მომდევნო 24 საათის განმავლობაში; ი) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება ახორციელებს საქართველოს კანონი „ბავშვის უფლებათა კოდექსით“ და სხვა კანონდებლებით გათვალისწინებულ ფუნქციებს.”. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები