დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 31 ივლისის N21 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის წარმატებული სპორტსმენების და სპორტული კლუბების წევრი, მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელების წახალისების მიზნით ფულადი ჯილდოს დაწესების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 30 |
| დოკუმენტის მიმღები | თელავის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/09/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/09/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.163.016522 |
|
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 31 ივლისის №21 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის წარმატებული სპორტსმენების და სპორტული კლუბების წევრი, მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელების წახალისების მიზნით ფულადი ჯილდოს დაწესების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუქტის თანახმად, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 31 ივლისის №21 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის წარმატებული სპორტსმენების და სპორტული კლუბების წევრი, მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელების წახალისების მიზნით ფულადი ჯილდოს დაწესების შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 05/08/2020, 010250020.35.163.016513).
1. დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. დადგენილების ფინანსური უზრუნველყოფა განხორციელდეს თელავის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტიდან“. 2. დადგენილებას დაემატოს მუხლი 3 შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3. დადგენილება ძალაშია 2021 წლის 1 იანვრიდან“ . 3. დადგენილებით დამტკიცებული წესის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. პირები, რომლებზეც ვრცელდება წინამდებარე დადგენილება: 1. ფულადი ჯილდო გადაეცემა თელავის მუნიციპალიტეტის სპორტსმენებს, 2021 წელს მიღწეული სპორტული წარმატებისათვის, რომლებიც ბოლო 5 წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ თელავის მუნიციპალიტეტში. 2. ფულადი ჯილდო აგრეთვე გადაეცემა იმ მწვრთნელებს, რომლებიც სამწვრთნელო საქმიანობას ახორციელებენ თელავის მუნიციპალიტეტში და რომელთა მიერ მომზადებულმა თელავის მუნიციპალიტეტის სპორტსმენებმა დაიკავეს წინამდებარე დადგენილებით განსაზღვრული საპრიზო ადგილები.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები