სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის 2020 წლის ეტაპის ჩატარების ვადების დამტკიცების შესახებ

სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის 2020 წლის ეტაპის ჩატარების ვადების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი ს-44
დოკუმენტის მიმღები სსიპ - აწარმოე საქართველოში
მიღების თარიღი 22/09/2020
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/09/2020
სარეგისტრაციო კოდი
ს-44
22/09/2020
ვებგვერდი, 28/09/2020
სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის 2020 წლის ეტაპის ჩატარების ვადების დამტკიცების შესახებ
სსიპ - აწარმოე საქართველოში
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აწარმოე საქართველოში“ დირექტორის

ბრძანება № ს-44

2020 წლის 22 სექტემბერი

ქ. თბილისი

სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის 2020 წლის ეტაპის ჩატარების ვადების დამტკიცების შესახებ

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის № 365 დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ 122 მუხლის მე-2 პუნქტის, 128 მუხლისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2017 წლის 29 მაისის № 1-1/217 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აწარმოე საქართველოში დებულების“ მე -3 მუხლის მე- 3 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის 2020 წლის ეტაპის ფარგლებში ჩასატარებელი ღონისძიებების/აქტივობების ვადები დანართის შესაბამისად.

2. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აწარმოე საქართველოში მეწარმეობის დეპარტამენტს.

3. ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების დღიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში (მის.: ქ. თბილისი, სანაპიროს ქუჩა №2).

 

სსიპ –  „აწარმოე საქართველოში“

დირექტორი                                                                             მიხეილ ხიდურელი

 

დანართი

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის N365 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის 2020 წლის ეტაპის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები/აქტოვობები და განხორციელების ვადები

 

განსახორციელებელი ეტაპების (ღონისძიებების/აქტივობების) ჩამონათვალი

ღონისძიებების /აქტივობების
განხორციელების ვადები

1

განაცხადების (ბიზნეს იდეების) მიღება

05.10.2020-18.10.2020

2

განაცხადების (ბიზნესიდეების) გადარჩევა და გამარჯვებულების გამოვლენა

05.10.2020-08.11.2020

3

ტრენინგი პოტენციურ ბენეფიციარებთან ბიზნეს გეგმის შედგენაში

12.11.2020-29.11.2020

4

ბიზნეს გეგმების მიღება

12.11.2020-02.12.2020

5

ბიზნეს გეგმების შეფასება

16.11.2020-06.12.2020

6

გასაუბრება პოტენციურ ბენეფიციარებთან

26.11.2020-16.12.2020

7

დაფინანსებამდე მონიტორინგი პოტენციურ ბენეფიციარებთან

21.12.2020-25.01.2021

8

ბენეფიციარებთან  ხელშეკრულების გაფორმება

25.12.2020-29.01.2021

9

ბენეფიციარის მხრიდან თანამონაწილეობის შესრულების მონიტორინგი

04.01.2021-04.02.2021

10

ბენეფიციარებისათვის თანადაფინანსების თანხის ჩარიცხვა

06.01.2021-10.02.2021

11

თანადაფინანსების თანხის ხარჯვის მონიტორინგი

25.02.2021-25.04.2021

12

დამატებითი ტრენინგები

26.04.2021-30.05.2021

13

ბენეფიციარების საბოლოო მონიტორინგი

01.09.2021-30.11.2021

14

ბენეფიციარების დამატებითი მონიტორინგი

21.12.2020-30.11.2021