დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „შემაკავებელი ორდერის და შემაკავებელი ორდერის ოქმის ფორმების დამტკიცების, აგრეთვე მათი შედგენის უფლებამოსილი პირების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 13 ივლისის №81 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 152 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 22/10/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/10/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140130000.22.034.017080 |
|
„შემაკავებელი ორდერის და შემაკავებელი ორდერის ოქმის ფორმების დამტკიცების, აგრეთვე მათი შედგენის უფლებამოსილი პირების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 13 ივლისის №81 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„შემაკავებელი ორდერის და შემაკავებელი ორდერის ოქმის ფორმების დამტკიცების, აგრეთვე მათი შედგენის უფლებამოსილი პირების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 13 ივლისის №81 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 13/07/2018, 140130000.22.034.016772) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების მე-4 მუხლის:
1. მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. როცა სახეზეა განმეორებითი ძალადობის მაღალი რისკი, ორდერი გამოიცემა 1 თვის (30 დღე) ვადით, ხოლო როცა სახეზეა საშუალო ან დაბალი რისკი, ორდერი შეიძლება გამოცემულ იქნეს უფრო მცირე ვადითაც.“. 2. მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 − მე-8 პუნქტები: „5. შემაკავებელი ორდერის გამოცემა სავალდებულოა, თუ ქულათა რაოდენობამ შეადგინა მინიმუმ 5 ქულა. 6. ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით მოძალადის მიმართ შესაძლოა დაწესდეს ელექტრონული ზედამხედველობა, თუ ქულათა რაოდენობამ შეადგინა 10-დან 15 ქულამდე და სახეზეა ელექტრონული ზედამხედველობის გამოყენების თაობაზე მსხვერპლის ან მისი კანონიერი/საპროცესო წარმომადგენლის თანხმობა. 7. მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელება სავალდებულოა, თუ ქულათა რაოდენობამ შეადგინა 15 ან მეტი და სახეზეა ელექტრონული ზედამხედველობის გამოყენების თაობაზე მსხვერპლის ან მისი კანონიერი/საპროცესო წარმომადგენლის თანხმობა. 8. ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირი იღებს გადაწყვეტილებას ელექტრონული ზედამხედველობის დაწესების პროცედურის შეწყვეტის თაობაზე, თუ შემაკავებელი ორდერის ოქმით გათვალისწინებულ ქულათა რაოდენობა საკმარისია ელექტრონული ზედამხედველობის დაწესებისთვის და სახეზეა ელექტრონული ზედამხედველობის გამოყენების თაობაზე მსხვერპლის ან მისი კანონიერი/საპროცესო წარმომადგენლის თანხმობა, მაგრამ: ა) მოძალადე დააკავეს; ბ) მოძალადე დააპატიმრეს; გ) მიღებულია გადაწყვეტილება მოძალადის მიმართ დაკავების/დაპატიმრების დაუყოვნებლივ გამოყენებაზე.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები