პენიტენციურ დაწესებულებებში შემოღებული განსაკუთრებული პირობების მოქმედების განმავლობაში სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეებისთვის დანამატის ზღვრული ოდენობის განსაზღვრის შესახებ

პენიტენციურ დაწესებულებებში შემოღებული განსაკუთრებული პირობების მოქმედების განმავლობაში სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეებისთვის დანამატის ზღვრული ოდენობის განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 629
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 27/09/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/09/2020
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2021
სარეგისტრაციო კოდი 270090000.22.027.017124
629
27/09/2020
ვებგვერდი, 29/09/2020
270090000.22.027.017124
პენიტენციურ დაწესებულებებში შემოღებული განსაკუთრებული პირობების მოქმედების განმავლობაში სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეებისთვის დანამატის ზღვრული ოდენობის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება  №629

2020 წლის 27 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

პენიტენციურ დაწესებულებებში შემოღებული განსაკუთრებული პირობების მოქმედების განმავლობაში სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეებისთვის დანამატის ზღვრული ოდენობის განსაზღვრის შესახებ

„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-5 პუნქტის, „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის, 39-ე მუხლის მე-7 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და მე-8 პუნქტისა და „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ და „მ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:

1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციურ დაწესებულებებში შემოღებული განსაკუთრებული პირობების მოქმედების განმავლობაში, სპეციალური პენიტენციური სამსახურის იმ მოსამსახურეებს, რომლებიც დღე-ღამის განმავლობაში მუდმივად იმყოფებიან პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე და საგანგებო რეჟიმში ასრულებენ სამსახურებრივ მოვალეობას, დაუწესდეთ ყოველთვიური დანამატი, არაუმეტეს მათი სრული თანამდებობრივი სარგოს ზღვრული ოდენობით. 
2. დაევალოს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს ამ ბრძანების პირველ პუნქტში მითითებული მოსამსახურეებისთვის დანამატის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის დროებითი წესის შემუშავებასთან/გამოცემასთან დაკავშირებული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ხასიათის ღონისძიებების განხორციელება.
3. ეს ბრძანება მოქმედებს 2021 წლის 1 იანვრამდე.
4. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი