„საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 25 მარტის №90 ბრძანებით დამტკიცებულ „ნოტარიუსობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესის შესახებ“ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე (1999 წლის 25 მარტი №389, 012.003.498)

  • Word

დოკუმენტის ნომერი 319
დოკუმენტის მიმღები იუსტიციის სამინისტრო
მიღების თარიღი 05/11/1999
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 58(65), 10/11/1999
ძალის დაკარგვის თარიღი 05/05/2000
სარეგისტრაციო კოდი 389.012.003.924
  • Word
319
05/11/1999
სსმ, 58(65), 10/11/1999
389.012.003.924
„საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 25 მარტის №90 ბრძანებით დამტკიცებულ „ნოტარიუსობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესის შესახებ“ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე (1999 წლის 25 მარტი №389, 012.003.498)
იუსტიციის სამინისტრო

სახელმწიფო რეგისტრაციის ნომერი 389.012.003.924

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება 319

1999 წლის 5 ნოემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 25 მარტის №90 ბრძანებით დამტკიცებულ "ნოტარიუსობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესის შესახებ" დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე (1999 წლის 25 მარტი №389 012 003 498)

"ნოტარიატის შესახებ" საქართველოს 1996 წლის 3 მაისის კანონის მე-12 მუხლის საფუძველზე და მის შესასრულებლად მიღებულ და იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 25 მარტის №90 ბრძანებით დამტკიცებულ "ნოტარიუსობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესის შესახებ" დებულებაში ცვლილების შეტანის მიზნით, ვბრძანებ:

I. შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:

1. მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: "ნოტარიუსობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, გავლილი აქვს სტაჟირება ან აქვს ნოტარიუსად, ნოტარიუსის მდივნად ან კონსულტანტად მუშაობის არანაკლებ ერთი წლის სტაჟი, ცნობილი არ არის მისი ნოტარიუსად მუშაობისათვის შეუფერებლობის დამადასტურებელი ფაქტი და ფლობს სახელმწიფო ენას.

2. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: "უმაღლესი იურიდიული განათლების მქონედ ითვლება პირი, თუ მას დამთავრებული აქვს უმაღლესი სასწავლებლის იურიდიული ფაკულტეტის სრული კურსი და სახელმწიფო საგამოცდო კომისიის მიერ მინიჭებული აქვს "იურისტის" კვალიფიკაცია.

3. ამოღებულ იქნეს მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტები.

II. ბრძანება ძალაში შევიდეს კანონით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნებისთანავე.

ჯ. ხეცურიანი