„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2020 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №670 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2020 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №670 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 597
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 24/09/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/09/2020
სარეგისტრაციო კოდი 280120000.10.003.022318
597
24/09/2020
ვებგვერდი, 25/09/2020
280120000.10.003.022318
„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2020 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №670 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №597

2020 წლის 24 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2020 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №670 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2020 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №670 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2019, 280120000.10.003.021690) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2020 წლის სახელმწიფო პროგრამის“:

1. დანართ 1-ის („სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2020 წლის სახელმწიფო პროგრამა“)  მე-3 მუხლის მე-10 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით, შესაბამისი მიმწოდებლის გამოვლენამდე, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით გასაფორმებელი/ გასაგრძელებელი ხელშეკრულებების ფარგლებში გასაწევი მომსახურების ვადა განისაზღვროს არაუმეტეს 2020 წლის 31  დეკემბრის ჩათვლით.“.

2. დანართ 1.2-ის (ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის ქვეპროგრამა):

ა) მე-3 მუხლის პირველი პუნქტი თანდართული ცხრილით ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფს განეკუთვნებიან დაბადებიდან შვიდ წლამდე ასაკის ბავშვები (შვიდი წლის შესრულების თვის ჩათვლით), რომლებსაც აქვთ ბავშვთა პედიატრის/ოჯახის ექიმის, ნევროლოგის ან სხვა ექიმ-სპეციალისტის მიერ გამოვლენილი განვითარების ეტაპების დაყოვნება (მსხვილი და ნატიფი მოტორიკის, კომუნიკაციისა და მეტყველების, სოციალურ-ემოციური და კოგნიტური სფეროების განვითარებისა და ადაპტური ქცევის პრობლემა), შეზღუდული შესაძლებლობა ან ამ მხრივ რისკი, რაც დადასტურებულია ამ პროგრამის №2 დანართში მოცემული ICD-10-ის დიაგნოზებით. ერთი თვის განმავლობაში ფინანსდება არაუმეტეს 16500 ვიზიტისა, ამ დანართის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ლიმიტების შესაბამისად, ბენეფიციარის საცხოვრებელი ადგილისა და ტერიტორიული პრინციპის გათვალისწინებით, თანდართული ცხრილის თანახმად. ამასთან, ბენეფიციარის/კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე, შესაძლებელია, ვაუჩერის ანაზღაურება იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში, რომელიც მითითებული აქვს მომსახურების მიმწოდებელ ორგანიზაციას რეგისტრაციის დროს.

 

ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული

ერთი თვის განმავლობაში განსაზღვრული ვიზიტების რაოდენობა

თბილისი

 7592

ქუთაისი

 2000

ზუგდიდი

  560

ლაგოდეხი

120

ქობულეთი

 604

ბათუმი

760

მარნეული

 336

ახალციხე

160

გორი

 880

ბორჯომი

320

რუსთავი

 800

ზესტაფონი

320

ოზურგეთი

 368

მესტია

80

თელავი

960

გურჯაანი

80

ახმეტა

80

ყვარელი

80

ჩოხატაური

400

 

 16500

.“;

 

ბ) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება  2 301 900 ლარით.“.

3. დანართ 1.3-ის (ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის ქვეპროგრამა) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება  3 140 000 ლარით.“.

4. დანართ 1.5-ის (დღის ცენტრებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება   5 445 000 ლარით.“.

5. დანართ 1.6.2-ის (საპროთეზო-ორთოპედიული საშუალებებით უზრუნველყოფის კომპონენტი) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება   2 082 000  ლარით.“.

6. დანართ 1.6.4-ის (ყრუ და სმენისარმქონე შშმ პირთა ვიდეოკონფერენციის ფუნქციის მქონე ტექნიკური საშუალებით (სმარტფონი) უზრუნველყოფის კომპონენტი):

ა) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2. კომპონენტის ღონისძიებები

კომპონენტის ღონისძიებები მოიცავს ვიდეოკონფერენციის ფუნქციის მქონე არანაკლებ 40 ტექნიკური საშუალების (სმარტფონის) შეძენასა და გაცემას.“;

ბ) მე-3 მუხლში:

ბ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კომპონენტის სამიზნე ჯგუფს განეკუთვნებიან ორმხრივი თანდაყოლილი ან სმენაჩლუნგობის მე-4 ხარისხის მქონე შშმ პირები.“;

ბ.ბ) მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) პირზე გაცემული სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტი – ფორმა №IV-50/2, რომელშიც მითითებული იქნება ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სამიზნე ჯგუფისათვის აღნიშნული დიაგნოზი – ორმხრივი თანდაყოლილი სიყრუე ან სმენაჩლუნგობა მე-4 ხარისხის.“;

ბ.გ) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. იმ შემთხვევაში,  თუ შშმ პირს აღნიშნული სტატუსი მუდმივად გადამოწმების გარეშე დადგენილი აქვს წელიწადზე მეტი ხანგრძლივობის ვადით ადრე და სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტში − ფორმა №IV-50/2 არსებული ჩანაწერი დიაგნოზისა და დამხმარე საშუალების საჭიროების დასაბუთების შესახებ არ არის საკმარისი ამ კომპონენტით განსაზღვრული დამხმარე საშუალების მისაღებად, აღნიშნული ფორმის ნაცვლად შესაძლებელია, წარმოდგენილ იქნეს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა), რომელშიც მითითებული იქნება ყველა ის მოთხოვნა, რაც განსაზღვრულია სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის − ფორმა №IV-50/2-ისთვის, ამავე ქვეპუნქტის შესაბამისად.“;

გ) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 12 000 ლარით.“.

7. დანართ 1.6.5-ის (კოხლეარული იმპლანტით უზრუნველყოფის კომპონენტი):

ა) მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კომპონენტი მოიცავს კოხლეარული იმპლანტის მქონე ბენეფიციარების რეაბილიტაციას.“;

ბ) მე-3 მუხლის:

ბ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ:

ა) ის პირები, რომლებსაც წინა წლების შესაბამისი სახელმწიფო პროგრამებით განსაზღვრული „კოხლეარული იმპლანტით უზრუნველყოფის კომპონენტის“ ფარგლებში მიღებული აქვთ კოხლეარული იმპლანტი და საჭიროებენ ამ დანართის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ მომსახურებებს;

ბ) ის პირები, რომლებსაც კოხლეარული იმპლანტაცია ჩატარებული აქვთ სახელმწიფო პროგრამისგან დამოუკიდებლად და საჭიროებენ ამ დანართის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ მომსახურებას.“;

ბ.ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურების მიღების მოთხოვნით, პირი განცხადებით მიმართავს მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოს. ამასთან, განცხადებას თან უნდა ერთოდეს:

ა) პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის, 18 წლამდე ასაკის პირის შემთხვევაში კი – დაბადების მოწმობის ასლი (პირადობის მოწმობის არქონისას);

ბ) შშმ პირის (მათ შორის, შშმ ბავშვის) სტატუსის დამადასტურებელი საბუთის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

გ) პირზე გაცემული სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტი – ფორმა №IV-50/2, რომელშიც მითითებული იქნება ამ კომპონენტით გათვალისწინებული კოხლეარული იმპლანტის მორგების/რეაბილიტაციის საჭიროება;

დ) თუ განმცხადებელი პირის კანონიერი წარმომადგენელი/მინდობით აღმზრდელია, განცხადებას ასევე თან უნდა ერთოდეს:

დ.ა) კანონიერი წარმომადგენლის/მინდობით აღმზრდელის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) და მისი ასლი;

დ.ბ) პირის კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთი, მინდობით აღმზრდელის შემთხვევაში – მინდობით აღზრდის ხელშეკრულების ასლი.“;

გ) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4. კომპონენტის ბიუჯეტი და დაფინანსება

1. კომპონენტის ბიუჯეტი განისაზღვრება 70 000 ლარით.

2. შესაბამის მომსახურებას შეისყიდის მეურვეობა-მზრუნველობის ორგანო „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით.

3. შესყიდული მომსახურების ღირებულება ამავე დანართის მე-2 მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების ფარგლებში თითოეულ ბენეფიციარზე არ უნდა აღემატებოდეს:

ა)  ოპერაციის შემდგომ, პერიოდულად კოხლეარული იმპლანტის მორგება-რეგულირების ღირებულება რეაბილიტაციის პერიოდში, რომელიც ანაზღაურდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, არაუმეტეს – 4 500 ლარისა. ამასთან, ერთი პროცედურის (მანიპულაციის) ღირებულება შეადგენს 500 ლარს;

ბ) ლოგოპედის (მეტყველების თერაპევტის) მომსახურების ღირებულება რეაბილიტაციის პერიოდში – 3 000 ლარს. ერთი ვიზიტის (გაკვეთილის) ღირებულება რეაბილიტაციის პერიოდში – 20,83 ლარს. ამასთან, ანაზღაურება განხორციელდება ბენეფიციარის მიერ მომსახურების თვეში მიღებული მომსახურების (გაკვეთილის) რაოდენობის შესაბამისად.

4. ამ დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების განხორციელების შემთხვევაში, დაფინანსება ხორციელდება არამატერიალიზებული ვაუჩერის მეშვეობით, რისთვისაც მიმწოდებელი მომსახურების თვის შემდგომი თვის 15 რიცხვამდე მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოს წარუდგენს შესრულებული სამუშაოს ანგარიშს მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოს მიერ შემუშავებული ფორმის მიხედვით.“;

დ) მე-5 მუხლის სათაური და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5. კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი

1. ამ დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის  მომსახურების მიმწოდებელია პირი, რომელთანაც მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოს დადებული აქვს ხელშეკრულება კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ.“.

8. დანართ 1.8-ის (დედათა და ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება  515 000 ლარით.“.

9. დანართ 1.9-ის (მინდობით აღზრდის ქვეპროგრამა) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 10 310 000 ლარით.“.

10. დანართ 1.10-ის (მცირე საოჯახო ტიპის სახლებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება  2 440 000 ლარით.“.

11. დანართ 1.11-ის (მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა)  მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება  900 000 ლარით.“.

12. დანართ 1.12-ის (სათემო ორგანიზაციებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა):

ა) მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ამ ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურებით ერთდროულად მოსარგებლე პირთა რაოდენობა, ამ დანართის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების შემთხვევაში, არ უნდა აღემატებოდეს 335-ს, ხოლო „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების შემთხვევაში − 58 -ს.“;

ბ) მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება  2 662 300 ლარით.“.

13. დანართ 1.13-ის (განვითარების მძიმე და ღრმა შეფერხების მქონე ბავშვთა ბინაზე მოვლით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება  152 000 ლარით.“.

14. დანართ 1.14-ის (მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვთა სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურების ქვეპროგრამა) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება  257 600 ლარით.“.

15. დანართ 1.15-ის (მზრუნველობამოკლებული ბავშვების რეინტეგრაციის ქვეპროგრამა) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება  598 100 ლარით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია