დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატის რეგისტრაციის გაუქმების ვადის განსაზღვრის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 167/1999 |
| დოკუმენტის მიმღები | ცენტრალური საარჩევნო კომისია |
| მიღების თარიღი | 26/10/1999 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პარლამენტის და პარლამენტთან არსებული საბჭოს კოლეგიისა და კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 56(63), 29/10/1999 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.008.003.921 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.008.003.921
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება №167/1999
1999 წლის 26 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატის რეგისტრაციის გაუქმების ვადის განსაზღვრის შესახებ
„საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის მე2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
1. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების ბოლო ვადად განისაზღვროს 1999 წლის 26 ოქტომბერი.
2. 1999 წლის 26 ოქტომბრის შემდეგ აღარ იქნეს განხილული კანდიდატის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ არც ერთი განცხადება (საჩივარი).
ჯ. ლომინაძე
კომისიის თავმჯდომარე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები