„საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 25 იანვრის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 25 იანვრის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 593
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 24/09/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/09/2020
ძალის დაკარგვის თარიღი 01/08/2025
სარეგისტრაციო კოდი 130070000.10.003.022313
593
24/09/2020
ვებგვერდი, 25/09/2020
130070000.10.003.022313
„საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 25 იანვრის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №593

2020 წლის 24 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 25 იანვრის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 25 იანვრის №31 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 25/01/2018, 130070000.10.003.020346) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. პირველი მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) მერვე კატეგორია − დირექტორატის უფროსი;“.

2. პირველი მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6.  მოსამსახურის (გარდა სამსახურის უფროსის, მისი პირველი მოადგილის, მოადგილის, სამსახურის დაზვერვის ოფიცრისა (კატეგორიის გარეშე) და სპეციალისტისა) თანამდებობრივი სარგოს განაკვეთის დადგენის მიზნით, თანამდებობრივი სარგოს მინიმალური და მაქსიმალური კოეფიციენტების ფარგლებში, სამსახურის უფროსი შეარჩევს კოეფიციენტს.“.

3. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

3

სამსახურის უფროსის მოადგილე

6.2

 4

დირექტორატის უფროსი

2.7-5.6“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია